ელზა პაპოშვილი 21.08.2018
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თვითმკვლელობის სამი ფაქტი მოხდა. სამივე მათგანი ახალგაზრდები არიან, რომლებმაც თავი სახლში ჩამოიხრჩვეს. თუმცა, ეს ამ წელს მომხდარი სუიციდის ფაქტების პირველი შემთხვევა არ არის.
|
მარი ჩიტაია 21.08.2018
ფქვილის ღირებულება კრიტიკულ ზღვარზეა, მეპურეებსაც ძალისძალად უჭირავთ ფასი, რომ პური არ გაძვირდეს. სავარაუდოდ, მიმდინარე კვირიდან ფასების დარეგულირების პროცესი დაიწყება და ამაში მთავრობაც ჩაერევა, მაგრამ ოფიციალურ დონეზე ამის შესახებ არაფერი თქმულა. ბაზარზე სპეკულაციაა, მაგრამ რეალური მიზეზის დადგენით არავინ ინტერესდება.
|
ნათია ლომიძე 21.08.2018
სასოფლო-სამეურნეო მიწის კანონმდებლობის შემუშავების პროცესი ნელ-ნელა ფინალს უახლოვდება. ახალი პროექტის საბოლოო ვარიანტი ჯერ კიდევ არ არსებობს. უნდა ითქვას, რომ მისი მისამართით სხვადასხვა მხრიდან შეტევა მიმდინარეობს. უცხოელი რეზიდენტებისა და ბანკების (რომელთა უკან ასევე უცხოური კომპანიები დგანან) მოგერიება თანდათან ძნელდება. სპეციალისტები მაინც იმედოვნებენ, რომ კანონპროექტი ქართულ მიწას დაიცავს.
|
მარი გოცირიძე 21.08.2018
ნავთობპროდუქტების იმპორტისთვის ივლისი საკმაოდ აქტიური პერიოდი აღმოჩნდა. ზედიზედ მეორე თვეა, საავიაციო ნავთის, სანავთობო ბიტუმისა და თხევადი გაზის (ელპიჯი) იმპორტი მატულობს. ამათგან საავიაციო ნავთის იმპორტი აღმავალი ტრენდით 2018 წლის პირველ 6 თვეშიც გამოირჩეოდა. რაც შეეხება თხევადი აირსა და სანავთობო ბიტუმს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის ტემპმა მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში მცირედით იკლო, თუმცა ივნისში ზრდა განიცადა და ეს ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდა.
|
მარი ჩიტაია 21.08.2018
რაჭის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობა დასასვენებლადაც ვერ მიდის. მაღალი ხარჯის გამო რაჭველები მშობლიურ ადგილს ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო საცხოვრებლად რაჭაში დაბრუნება ადამიანს უიშვიათეს შემთხვევაში შეიძლება მოუნდეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მთის რეგიონების მიმართ შეღავათის მინიჭებამაც ვერ წაახალისა რაჭველები და დაბრუნება აზრადაც არ მოსვლიათ.
|
თამარ ვეფხვაძე 21.08.2018
სასტუმროებისა და სხვა შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების სავალალო მდგომარეობაზე სპეციალისტები ყოველდღიურად საუბრობენ. სამწუხაროდ, ფაქტს თავად ნაგებობებიც "ადასტურებენ", რადგანაც მათი უსაფრთხოების პრობლემა ყველასათვის მისახვედრია.
|
ია აბულაშვილი 21.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, მოლაპარაკების დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობა და ეკონომიკური კავშირი, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხები.
|
თამარ შუკვანი 21.08.2018
აღმოსავლეთ უკრაინაში - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, დონბასის ტერიტორიაზე უკრაინის არმიამ მოულოდნელი შეტევით სეპარატისტები რამდენიმე კილომეტრით უკან დახია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი დიმიტრო ტიმჩუკი ავრცელებს.
|
ეკატერინე ბასილაია 20.08.2018
ჩავა თუ არა ვლადიმირ პუტინი ცხინვალში, „რესპუბლიკად აღიარების 10 წლის იუბილეზე" თუ მხოლოდ მოკლე მისალოც დეპეშას გააგზავნის - ეს თემა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დიდი განხილვის საგანი გახდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსულმა მედიამ გავრცელდა, რომ ამ დღეებში პუტინსა და დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ეს ფაქტი ბიბილოვის პრეს-სამსახურმა დამალა.
|
ელზა პაპოშვილი 20.08.2018
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხვედურეთში ჯარისკაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალწვეული სოფელში უქმეებზე მშობლებთან იყო ჩასული. მეზობლები აცხადებენ, რომ ის თანასოფლელის გასროლილმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა კი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივი ნადირობდა და სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიის მეშვეობით, სავარაუდოდ, გზაზე მიმავალი 23 წლის ჯარისკაცი მოკლა.
|
თამარ შუკვანი 20.08.2018
დედამიწაზე დათბობის ტენდენციამ შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს; მოსალოდნელია სტიქიურ უბედურებათა რაოდენობის მომატება, მათ შორის წყალდიდობებისა და ღვარცოფის. ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ექსტრემალური ამინდები პლანეტაზე 4-5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
|
გვანცა წულაია 20.08.2018
მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია საუბარი, რომელიც ოზურგეთში 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის ფაქტს შეეხება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|