თამარ მუკბანიანი
17.08.2018

 საბანკო შავი სიები უნდა გაუქმდეს - ეს პრემიერ-მინისტრის პირდაპირი მინიშნებაა. რეგულაცია სექტემბრიდან შევა ძალაში და მსესხებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, თავიანთი საკრედიტო ისტორია გამოასწორონ. თუმცა, ეს ცვლილება ეროვნულ ბანკს ეკუთვნის, რომელიც პრემიერის ინიციატივასთან პირდაპირ თანხვედრაში არ არის. რა შეცვლება შემოდგომიდან და რას ითხოვს პრემიერი?

ეკატერინე ბასილაია
17.08.2018

 „სოხუმში ქართველების მიმართ ინტერესი თითქმის არ არის, 2008 წლის შემდეგ საერთოდ შემცირდა ინტერესი... აფხაზი ახალგაზრდები არიან ყველაზე უფრო დიდი დამცველები აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეის,“ - აცხადებს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. 

ეკატერინე ბასილაია
17.08.2018

 „ძამბოლათ თედეევი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ აქციებში... ასევე არაერთი საყვედური მსმენია, როგორ იჩაგრებოდნენ თედეევის მხრიდან ქართველი მოჭიდავეები საერთაშორისო ტურნირებზე,“ - აცხადებს მამუკა არეშიძე და მიიჩნევს, რომ ქართველი მოჭიდავეების მიერ რუსული დროშისფერიანი და თედეევის გამოსახულებიანი მაისურის ჩაცმა შეცდომაა და ბოდიში უნდა მოიხადონ.

ელზა პაპოშვილი
17.08.2018

 ახალი პროვოკაცია და საფრთხეები, რომელსაც საქართველო რუსეთიდან თრუსოს ხეობაში უნდა ელოდოს - დღეს დილას  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ე.წ. ოსური დროშა და ხელნაკეთი ხელყუმბარა არსებული საფრთხეების  ნათელი მაგალითია -ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკსოები აცხადებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×