ეკატერინე ბასილაია
17.08.2018

 ვაშინგტონმა რუსეთთან შეაჩერა "ღია ცის" შეთანხმების შესრულება, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის, ერთი წელია, დიდი დაპირისპირების საგანია და თან ამ უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საქართველოს ინტერესია, რადგან აშშ ითხოვდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე სადამკვირვებლო ფრენის უფლებას, კრემლი კი საპასუხოდ ამბობდა, რომ "ეს რეგიონები დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან", რომლებსაც ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერიათ და რუსეთისთვის ამის მოთხოვნა არაადეკვატურია.

ელზა პაპოშვილი
17.08.2018

 პრეზიდენტობის კანდიდატი, "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მას არ სურს მმართველი გუნდის მხარდაჭერა, რადგანაც ისინი სუსტ და უავტორიტეტო კანდიდატს ეძებენ. უსუფაშვილი ამბობს, რომ ის არ არის მესამეხარისხოვანი პოლიტიკოსი და არც უავტორიტეტო კანდიდატი, ამიტომ მმართველი გუნდის მხადაჭერას არ მიიღებს და არც ელის.

ია აბულაშვილი
17.08.2018

 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ღია კონკურსს არ გამორიცხავს და საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაციებში ჩართვას სთავაზობს. პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მუშაობს რამდენიმე მოდელზე, მათ შორის კონკურსთან და სხვა მოდელებთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიეწოდება.

თამარ შუკვანი
17.08.2018

 პარლამენტი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციის კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს. "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" წარდგენილ კანონპროექტში ცვლილება შედის და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მიმართ კანონი მკაცრდება, იზღუდება რამდენიმე ასპექტში.

ელზა პაპოშვილი
17.08.2018

 გურიაში, სოფელ ნატანებში, 16 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, "ლურჯი ვეშაპის" მსგავსი ახალი ინტერნეტთამაში გამხდარიყო - საშიში ქალი სახელად "მომო". გოგონას მეზობლები "რეზონანსთან" ყვებიან, რომ მან თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, სადაც ოჯახს ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ მას სხვა გზა არა აქვს. მეზობლების ინფორმაციით, გოგონას სოციალური ქსელით ვიღაც აშანტაჟებდა და ბოლო დროს მის უცნაურ ქცევაზე მისი მშობლებიც საუბრობდნენ.

ია აბულაშვილი
17.08.2018

 აშშ-სა და თურქეთს შორის დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - ასე აფასებენ ექსპერტები ვაშინგტონსა და ანკარას შორის დაწყებულ "ეკონომიკურ ომს", რომელმაც სტარტი ჯერ აშშ-ის მხრიდან თურქეთის მიმართ სანქციების დაწესებით აიღო, ხოლო შემდეგ ანკარამ უპასუხა ვაშინგტონს პროდუქციის დიდ ნაწილზე საბაჟო გადასახადის გაზრდით.

თამარ შუკვანი
17.08.2018

 პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, პარლამენტარი სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ "ქართული ოცნების" მხარდაჭერას მიიღებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მმართველ პარტიაში მოწინააღმდეგეები ეყოლება. ასეთ ვარაუდს გამოთქვამს "რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

თამარ მუკბანიანი
17.08.2018

 ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და 2 დღეში 2.65-დან 2.57-მდე ჩამოვიდა. პარალელურად მყარდება მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც, რამაც ასახვა ჰპოვა ქართულ ლარზე. ფინანსისტები ამბობენ, რომ ლარი გამყარდება, თუმცა ნიშნული იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ბოლო გაუფასურებამდე იყო.

თამარ ვეფხვაძე
17.08.2018

 ბათუმში მდებარე სასტუმროს, სადაც რამდენიმე თვის წინ ხანძარი გაჩნდა და 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დღეს სახელმწიფო დახურავს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო "ველმონდის" (ყოფილი "ლეოგრანდის") ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×