ეკატერინე ბასილაია
15.12.2017

 "ჩემი მკაფიო პოზიციაა, რომ პრემიერთან ეროვნულ უსაფრთხოებაზე მომუშავე სტრუქტურა უნდა არსებობდეს და ამაში ვერავინ ვერ გადამარწმუნებს. ეს აუცილებელია და ვისაც უნდა, სადისკუსიოდ ვიწვევ," - პრემიერთან არსებული კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის გაერთიანების გამო აცხადებს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე.

გვანცა ღვედაშვილი
15.12.2017

 მოზარდებისთვის პიროტექნიკის მიყიდვაზე შეზღუდვა ისევ არ არსებობს. ფეთქებადი მაშხალები, რომელთაც არაერთხელ შეუქმნიათ ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხე, კვლავ უკონტროლოდ იყიდება და მისი შეძენა ნებისმიერი ასაკის მოზარდს თავისუფლად შეუძლია.

ია აბულაშვილი
15.12.2017

 "უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებმა, სააკაშვილის უპირობოდ განთავისუფლებამ მთელი მსოფლიო გააოცა. 50-მილიონიანმა უკრაინამ ვერ შეძლო ერთი პოლიტიკური დამნაშავის დაკავება. უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო და გენერალური პროკურორი ლუცენკო უძლურნი აღმოჩნდნენ. შეიძლება სულ მალე გადადგეს ლუცენკო, ახალ წლამდე ან ახალი წლის შემდეგ - პოროშენკო და სააკაშვილი გახდეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი," - ამბობს რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მწერალი რევაზ მიშველაძე, რომელსაც "რეზონანსი" უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.

თიკო ოსმანოვა
15.12.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმთან ახლოს, ორი ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. გუმისთის ხიდზე უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. მანქანაში მყოფნი - პაველ არძინბა და დიმიტრი ხაგბა - ადგილზე გარდაიცვალნენ.

თამარ მუკბანიანი
14.12.2017

 პიროტექნიკის გაყიდვის დაურეგულირებლობა მოსახლეობისთვის დიდი პრობლემაა. ხალხი ითხოვს, თავის ნებაზე მიშვებული ბაზარი ბოლოს და ბოლოს კონტროლს დაექვემდებაროს. არსებობდა პეტიციაც, რომლის ხელმომწერებიც პარლამენტს ამ საშიში სათამაშოს გაყიდვაზე სპეციალური ნორმის შემოღებას სთხოვდნენ, თუმცა შარშანდელი საახალწლო ეიფორიის ჩავლის შემდეგ ეს პრობლემა ყველას გადაავიწყდა. ამჯერად, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, კვლავ აქტუალური გახდა თემა, რატომ იყიდება ფეთქებადსაშიში პროდუქცია ბავშვებზე და რატომ არ არის მათზე დატანილი ქართული ინსტრუქცია.

გვანცა ღვედაშვილი
14.12.2017

 “ხელისუფლების შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულში ირიბად თანამონაწილეობენ”, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლოტოლოგი გია ხუხაშვილი 22 ნოემბრის სპეცოპერაციაზე.

ნინო ქეთელაური
14.12.2017

 აშშ-ის მიერ დამტკიცებული თავდაცვის ახალი ბიუჯეტიდან, რომლის საერთო მოცულობა 692 მილიარდი დოლარია, უკრაინა 350 მილიონ დოლარს მიიღებს, საქართველო კი ჩამონათვალში არ არის.

მარი ჩიტაია
14.12.2017

 უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოსახლეობა ჭარბვალიანობის პრობლემას ვეღარ გაუმკლავდება. წლიური საპროცენტო განაკვეთებმა ისევ ზრდა დაიწყო. შესაბამისად, ძალიან მალე მსესხებლები გამოუვალ სიტუაციაში ჩაცვივდებიან და საბოლოოდ ეს პროცესი მოსახლეობის გადახდისუუნარობით დასრულდება.

ნათია ლომიძე
14.12.2017

 საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გაძვირების ერთ-ერთი და უმთავრესი პირობა მათი რაოდენობის შემცირება იყო. აკრძალვამ ტენდენცია დიდად ვერ შეცვალა, რადგან იაპონური მანქანების მოყვარულები სხვა გზას დაადგნენ. ქვეყანაში გახშირდა მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდების იმპორტი. ასეთ შემთხვევაში მანქანების აქციზის გადასახადი შედარებით დაბალია და მსურველსაც უღირს იაპონური ავტომობილების ჩამოყვანა.

თეო გუდავაძე
14.12.2017

 საქართველოში სახლში საკვების მომზადების ტრადიცია ჯერ კიდევ მყარია. მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურად ახლაც ასე იკვებება. "ეისითის" კვლევის შედეგადაც დადგინდა, საქართველოში მცხოვრები ოჯახებიდან უმეტესი ნაწილი, 65%, სახლში დამზადებულ საჭმელს ანიჭებს უპირატესობას. სწრაფი კვების ობიექტებისა თუ კაფე-რესტორნების მომრავლებამ ქართველების ცხოვრების წესი დიდად ვერ შეცვალა. ასევე დადგინდა, რომ ჩვენთან საკვების გამოძახების სერვისიც ნაკლებად პოპულარულია.

ია აბულაშვილი
14.12.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის შესწავლისა და გადარჩენის ასწლოვან ისტორიას საფუძველი ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაუყარა.

თიკო ოსმანოვა
13.12.2017

 "როგორც ჩანს ახლა უფრო აქტუალური გახდა სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი. მაგრამ თუ არ დააკავეს და არ გადმოსცეს, ნებაყოფლობით ის არ ჩამოვა და არ ჩაბარდება ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს. მაგრამ, როგორ მოხერხდება მისი დაკავება, არ ვიცი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×