ნინო ქეთელაური
11.12.2017

 მომავალი წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფრანგული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „მისტრალები“ გამოჩნდება. როგორც ცნობილია, „მისტრალი“ მცირე რადიუსის მოქმედების ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია და მეზენიტეებს, კომპლექსის მცირე გაბარიტების გამო, საშუალება ექნებათ, ოპერატიულად იცვალონ საცეცხლე პოზიციები, კარგად შეინიღბონ და ჩასაფრდნენ იმ ადგილებში, რომელთა სიახლოვეს მოწინააღმდეგის საბრძოლო ავიაციის დაბალ სიმაღლეზე ფრენაა მოსალოდნელი.

თიკო ოსმანოვა
11.12.2017

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის შინა პატიმრობის მისჯას სრულ აბსურდად აფასებს. 

ნინო ქეთელაური
11.12.2017

 უკრაინის ხელისუფლების გაუაზრებელი მოქმედების შედეგად პროცესები 2004 წლის მაიდნის თუ არა, ვარდების რევოლუციის სცენარით მაინც განვითარდება - ასეთია პოლიტოლოგების პროგნოზი კიევში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მამუკა ნაცვალაძე
11.12.2017

 კლეოპატრა, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი, დღემდე რჩება ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად მსოფლიო ისტორიაში, განსაკუთრებულად დიდია ინტერესი მის მიმართ. ეს საკმაოდ ბუნებრივია, რამდენადაც ძველი მსოფლიო და მისთვის დამახასიათებელი ხისტი ტენდენციები არ აძლევს ქალს თვითდამკვიდრების საშუალებას.

ია აბულაშვილი
11.12.2017

 "წყალთა შინა არიან სხვადასხვაგვარნი თევზნი მრავლობით და გემრიელნი საჭმელად, რომელნიც არიან სახელდობრ ორაგული, ზუთხი, ანტაკია, გოჭა, ჭანარი, ლოქო, კაპოეტი, კარჩხანი, კალმახი, ფიჩხული და წვრილი თევზნი მრავალნი და სხვანიცა", - ასე აღწერდა ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს მდინარეებს.

გიორგი გაჩეჩილაძე
11.12.2017

 გასულ კვირას გამოცემამ "პოლიტიკომ" გაავრცელა ცნობა, რომ უახლოეს მომავალში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს მხარს დაუჭერს. ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მიზანია, რომ რუსეთმა უარი თქვას საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან გასვლაზე.

ია აბულაშვილი
11.12.2017

 აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ვნებათაღელვა. ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერმა ისმაილ ჰანიმ პალესტინელებს ისრაელის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა. მოძრაობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას და სამშვიდობო მოლაპარაკებას არ აპირებს. დემონსტრანტები წვავენ ისრაელის დროშებს და სკანდირებენ "ომი ახლოვდება".

გვანცა ღვედაშვილი
11.12.2017

 სკოლის სახელმძღვანელოებში საკმაოდ ბევრი ხარვეზიანი ტექსტი თუ დავალებაა, რომლებიც პრობლემებს გენდერული, ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი თვალსაზრისით ქმნიან. ამასთან, როგორც განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, სკოლები კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობას განიცდიან, რაც კიდევ უფრო სარისკოს ხდის სკოლებში ორაზროვანი ტექსტების სწავლებას, რაც ასე უხვად არის სასკოლო პროგრამაში.

თიკო ოსმანოვა
11.12.2017

 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმის დასაშვებობის განხილვა დაიწყო. თუმცა წინ კიდევ არსებითი განხილვის პროცედურებია, რის შემდეგაც სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, შეილახა თუ არა ქართულ სასამართლოებში ტელეკომპანიის უფლებები, რისი დადასტურების შემთხვევაშიც, შესაძლოა, ეს საქმის ხელახალი განხილვის საფუძველიც გახდეს.

თიკო ოსმანოვა
11.12.2017

 "სააკაშვილს დააპატიმრებენ თუ არა, არა აქვს მნიშვნელობა. მას მიაჩნია, რომ თამაშობს წაუგებელ თამაშს - არ დააპატიმრებენ, გმირია, დააპატიმრებენ, მაინც გმირია, რადგან პოროშენკოს ხელისუფლება სისტემურად დასრულებულია. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ რეანიმაციას და ამ ტალღაზე რაღაც დივიდენდების მიღებას ცდილობს. წმინდა პოლიტიკური გაგებით, ეს გათვლა საკმაოდ სწორი და ლოგიკურია", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ეკატერინე ბასილაია
11.12.2017

 სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 16 დეკემბერს თბილისში ჩამოსვლას გეგმავს. როგორც სომხური მედია წერს, ეს ვიზიტი სასწრაფოდ დაიგეგმა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 1-ელ დეკემბერს სომხეთში დაგეგმილი ვიზიტი წინა დღით მოულოდნელად გადაიდო "გაურკვეველი დროით" და ოფიციალური ერევნის განცხადებით, მიზეზად დასახელდა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ჯერ დამტკიცებული არ არის.

ეკატერინე ბასილაია
11.12.2017

 რეგიონის მუნიციპალიტეტებში წინასაარჩევნოდ გაწეული საქმიანობის ჯილდოდ თუ ნეპოტიზმის ნიშნით სასათბურე თანამდებობებზე დასაქმებას "ოცნება" ვერ თმობს. ცენტრალური ხელისუფლების მიერ დეკლარირებული საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ფონზე, ადგილობრივ თვითმმართველობებში შტატები წარმოუდგენლად გაბერილია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×