მამუკა ნაცვალაძე
06.12.2017

 დღეს, თხშაბათს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 20:00 საათზე შედგება მსოფლიოში პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, ლეგენდარული "ორერას" 55 წლის საიუბილეო საღამო "ჩემი საქართველო აქ არის".

მარი ჩიტაია
06.12.2017

 მოსახლეობას საბანკო ვალი მარყუჟივით უჭერს. უკვე ხელისუფლებაშიც ალაპარაკდნენ, რომ ბანკებზე დამოკიდებულება მსესხებლების გადახდისუნარიანობას სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს, რადგან ხალხი ერთხელაც ამ მუდმივად მზარდი ვალის მომსახურებას ვერ შეძლებს. პარლამენტი შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს რეგულაციების გამკაცრებაში ხედავს. დიდია საფრთხე, რომ მსესხებლების გადახდისუუნარობა კომერციული ბანკების საქმიანობაზე აისახება და ბანკების პორტფელი გაუარესდება.

ნათია ლომიძე
06.12.2017

 როგორც მოსალოდნელი იყო, წლის ბოლოს ინფლაციამ ტემპი აკრიფა და უკვე 7%-ს მიაღწია. ოფიციალურმა მაჩვენებელმა მიზნობრივს დიდი ხანია, გადააჭარბა. დეკემბერში ფასების ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდება, რასაც ხელს შეუწყობს საწვავის გაძვირება, წინასაახალწლო პერიოდი და ძვირი იმპორტი.

ნათია ლომიძე
06.12.2017

 საქართველოს რეგიონები დღითი დღე კარგავენ ფუნქციას. მთელი ქვეყნის დასაქმებულთა 64% დედაქალაქში მუშაობს. მთავრობა რეგიონების განვითარებას ვერ ახერხებს, ამიტომაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებისთვის დედაქალაქს მიეწება. ასიათასობით შრომისუნარიანი ადამიანი თავის სარჩენად წლებია, ემიგრაციაში იმყოფება.

თეო გუდავაძე
06.12.2017

 საქართველოში დაახლოებით 30 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტია, რაც პატარა ქვეყნისთვის დაბალი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. ამის უმთავრესი მიზეზი სოციალური ფონის გაუარესებაა. ეკონომიკური კრიზისისა და ლარის დევალვაციის გამო, საქართველოში ოჯახებს უფრო მეტად გაუჭირდა, შესაბამისად, ბევრი სტუდენტი იძულებულია, სწავლა შეწყვიტოს ან დროებით გადადოს მაინც.

გვანცა ღვედაშვილი
06.12.2017

 არასრულწლოვანთა მიერ მკვლელობების რაოდენობა გაზრდილია. ამას საქართველოს პროკურაურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს. როგორც არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სს-ის პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული, 2016 წელს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს შორის მკვლელობაზე დევნა უწყებამ შემთხვევათა 1%-ში განახორციელა მაშინ, როცა, 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, ეს რიცხვი 5%-ს შეადგენს.

ია აბულაშვილი
06.12.2017

 "ეუბნებიან მოზარდს - ხომ ხედავ, საკონსტიტუციო სასამართლომაც კი დაადგინა, რომ მხოლოდ "დასვენება და გართობაა" მარიხუანის მოხმარებაო და მასაც მეტი რა უნდა," - ამბობს სოსო ცინცაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

ნინო ქეთელაური
06.12.2017

 დოპინგ-სინჯების გაყალბებების გამო რუსეთის ეროვნული ნაკრები ზამთრის ოლიმპიადიდან მოხსნეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) გადაწყვეტილებით, ოლიმპიადაში მონაწილეობა მხოლოდ იმ რუს სპორტსმენებს შეეძლებათ, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ დოპინგი არ გამოუყენებიათ. თუმცა, ასპარეზობა არა ქვეყნის სახელით, არამედ ნეიტრალური დროშით მოუწევთ.

გვანცა ღვედაშვილი
05.12.2017

 საჯარო სკოლებში ძალადობის შემთხვევები მომატებულია - უფლებადამცველები ამის ერთ-ერთ მიზეზად საკუთარი უფლებების დასაცავად მოსწავლეების აქტივობას ასახელებენ.

მარი ჩიტაია
05.12.2017

 ზამთარში გაზის ხარისხი წელსაც გაუარესდება და მოსახლეობას "გაზრდილი" გადასახადის დაფარვა მოუწევს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბუნებრივი აირის ხარისხი ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მოსახლეობა ცივ დღეებში უფრო მეტს მოიხმარს და, შესაბამისად, ხარჯიც მატულობს. ასეთი პრობლემის წინაშე მოქალაქეები სწორედ შარშან ამ დროს აღმოჩნდნენ და გაზგამანაწილებელი კომპანიები მაქინაციებში დაადანაშაულეს კიდეც. ეჭვი, რომ საქართველოში შემოსულ ბუნებრივ აირს "სხვა ნივთიერებებს" ურევენ, ეჭვად დარჩა.

გვანცა ღვედაშვილი
05.12.2017

 "საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან იმის გაკეთება, რომ მათ სასათბურე პირობები შეიქმნან რეკლამის განთავსების ან სპონსორებისთვის, არის თავხედობა. ისინი ამით ანგრევენ კერძო ბიზნესს და ამის დაშვება არ შეიძლება, ეს უტიფრობაა. ამასთან, მათ ყველაზე დიდი შემოსავალი აქვთ, რაც აბსოლუტურად არაადეკვატურია ტელევიზიის რეიტინგისა და არც მისი გამოსწორების პერსპექტივა ჩანს", - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "რეზონანსთან" ინტერვიუში.

ეკატერინე ბასილაია
05.12.2017

 51-ე სკოლასთან მოსწავლეებს შორის 1-ლ დეკემბრის სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაკავებულია 5 ადამიანი. მათგან ორი მე-11 კლასელი მკვლელობის ბრალდებით, რომელთაგან ერთი დააკავეს 2 დეკემბერს, მეორე კი - 4-დღიანი მიმალვის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა გუშინ. მათ 17-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×