გვანცა ღვედაშვილი
01.12.2017

 ხელისუფლება სახანძრო უსაფრთხოების მაქსიმალურად გამკაცრებას გეგმავს და არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. თუმცა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მონიტორინგი აქამდეც სავალდებულო იყო. მაღალი რისკის ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დეტალური შესწავლა 3 წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს, სხვათა მინიმალური მოთხოვნების შემოწმება კი - წელიწადში ერთხელ.

თამარ მუკბანიანი
01.12.2017

 საქართველოში ყავის სმისკენ მიდრეკილება სულ უფრო იზრდება. სკოლის მოსწავლეებით დაწყებული, ხანდაზმული ადამიანებით დამთავრებული, თითქმის ყველა დამოკიდებულია მატონიზირებელ სასმელებზე. ზოგიერთს ყავის გარეშე დღის დაწყება წარმოუდგენლად მიაჩნია. არიან ადამიანები, რომლებიც სასმელს განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთმევენ.

ია აბულაშვილი
01.12.2017

 გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს სოტბის აუქციონზე გაიყიდა შაჰ-აბას პირველის დროინდელი ფერწერული ტილო, რომელიც ირანის საერო ფერწერის პირველ ე.წ. ისპაჰანურ სკოლას მიეკუთვნება. ბეწვშემოვლებულ ქულაჯაში, ზოლიან კაბასა და ქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი ქერა, ცისფერთვალება კაცს თავზე ჩალმა აქვს შემოხვეული, ხელში ჯოხი უჭირავს, მის უკან კი პატარა ძაღლი დგას.

ეკატერინე ბასილაია
30.11.2017

 პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში მოქმედი ყველა საწარმო მზად უნდა იყოს, ოპერატიულად გადავიდეს საომარ ვითარებაში მუშაობის რეჟიმზე. თანაც ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საწარმოებს.

მარი ჩიტაია
30.11.2017

 ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში საშუალო ფენა განახევრდა. გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რისკის მატარებლებად ითვლებიან. ასეთია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 000 ლარს არ აღემატება. საშუალო ფენა თანდათან გაღარიბდა, ხოლო ღარიბები გაღატაკდნენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში, სადაც საშუალო შეძლების მოქალაქეები თითქმის აღარ არიან.

გვანცა ღვედაშვილი
30.11.2017

 თბილისში ძეგლებზე პირბადეების აკვრის აქცია ახალი კამპანიის დასაწყისია, რომლის უკანაც "ჟანგბადის ნინძები" დგანან. როგორც "რეზონანსთან" "პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე აღნიშნავს, იგი იცნობს აქციის ორგანიზატორებს, თუმცა მათი ვინაობის გამჟღავნება არ სურს. ამასთან, ფერაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის პერფორმანსები მომავალშიც ჩატარდება, რაზეც ამ აქციის სავარაუდო ორგანიზატორთა მიერ გუშინ გავრცელებული ანონიმური წერილიც მიუთითებს.

ნინო ქეთელაური
30.11.2017

 ოკუპირებული აფაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იტალიაში "დიპლომატიური წარმომადგენლობა" გახსნა, ქართული მხარე კი აცხადებს, რომ ეს ნონსენსია და აფაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ იტალიის ქალაქ ბარიში ჩატარებულ პრესკონფერენციას მინუციპალურ ხელისუფლებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

თიკო ოსმანოვა
30.11.2017

 "100%-დან გადაწყვეტილების 80% არის ხელისუფლების სასარგებლოდ, 20% კი - მერაბიშვილის. ეს საკითხი იურდიულ ფორმას სცდება და აქ შედის ფასეულობები და ღირებულებები. წერია, რომ მერაბიშვილი დააპატიმრეს სამართლიანად, მაგრამ შემდეგ მისი პატიმრობა გამოყენებული იქნა უსამართლოდ. ეს უკანონო გაყვანის ფაქტი აფერმკრთალებს ჩვენი ხელისუფლების იმიჯს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

თიკო ოსმანოვა
30.11.2017

 ექიმის დაუდევრობას კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა. 44 წლის ქეთევან კახელაძე ანესთეზიოლოგის მიერ დაშვებულმა ელემენტარულმა შეცდომამ იმსხვერპლა, რის გამოც ექიმ ვახტანგ ადამიას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი დანაშაულს აღიარებს, თუმცა გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს.

ია აბულაშვილი
30.11.2017

 საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებსა და მათ წარმატებულ მოღვაწეობაზე არაერთი საინტერესო მასალა შემოგვინახა ჩვენმა ისტორიოგრაფიამ. დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ბაქოში მოღვაწე პირველი რეჟისორი ქალის, ნინო გამრეკელი-თორელის მოღვაწეობიდან რამდენიმე საინტერესო ისტორია.

მარი ჩიტაია
30.11.2017

 ენეგეტიკის სფეროსადმი ინევესტორებს ინტერესი სულ უფრო უქრებათ. მართალია, მთავრობას ამის აღიარება უჭირს, მაგრამ სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა არ შემცირებულა, რასაც არავინ იზიარებს. ისინი აცხადებენ, რომ ენერგოსექტორი უცხოური კაპიტალის კლებას განიცდის. გამუდმებული პროტესტისა თუ სხვა მიზეზის გამო, საქართველოს ენერგეტიკის მიმართ ინვესტორებმა ინტერესი დაკარგეს.

ნათია ლომიძე
30.11.2017

 ლარიზაციის პროგრამის დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ეროვნული ვალუტისადმი ნდობა, გაზრდის ნაცვლად, შემცირდა. ქვეყანა 3/4-ით იმპორტდამოკიდებულია, რაც კიდევ უფრო ზრდის დოლარზე მოთხოვნას. ამ და სხვა რიგი მიზეზების გამო ლარიზაციის პროგრამის რეალურად ამუშავებას შესაძლოა, 20 წელიც კი დასჭირდეს. ყოველ შემთხვევაში, წლისთავზე ამ მხრივ არანაირი პროგრესი არ არის და თუ ეკონომიკური საკითხები არ მოგვარდება, ხელოვნური პროგრამებით დოლარის ლარით ჩანაცვლება შეუძლებელი იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×