მარი ჩიტაია 28.11.2017
ლარის დევალვაციისა და საწვავის გაძვირების გამო საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მგზავრობის გაძვირება დაიწყო. ახალციხე-თბილისის მიმართულება პირველია, სადაც მგზავრობის საფასური გაიზარდა. მანამდე თბილისში ტაქსების მომსახურება დაახლოებით 1-2 ლარის ფარგლებში გაძვირდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მალე გაძვირების გზას ბევრი დაადგება, რადგან ავტოსადგურებში ფასების შენარჩუნებას მხოლოდ დიდი ძალისხმევით ახერხებენ, რაც ზოგიერთი გადამზიდავი კომპანიის შესაძლებლობასაც კი აღემატება.
|
გვანცა ღვედაშვილი 28.11.2017
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო საქართველოს ხელისუფლებისაგან განმარტებებს ითხოვს. მცირე დიპლომატიური სკანდალის მიზეზი თბილისში, სომხურ "ცენტრ" "აიარტუნში," მიმდინარე გამოფენაა, სადაც ყარაბაღელი მხატვრების ნამუშევრებია გამოფენილი. აზერბაიჯანული მედია ამ ფაქტს "პროვოკაციული ხასიათის ანტიაზერბაიჯანულ ღონისძიებად" აფასებს.
|
თიკო ოსმანოვა 28.11.2017
"ისეთი ადამიანის, რომელიც აუდიტის სამსახურში მუშაობდა და თან მაინცდამაინც მისი პრინციპულობა არავის არ უნახავს, დასახელება სახალხო დამცველის პოსტზე და ამაზე საუბარი, როგორც სამოქალაქო სექტორის და ხელისუფლების თანამშრომლობის მაგალითზე, რბილად რომ ვთქვათ, ტრაგიკომედიაა და მეტი არაფერი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
|
თამარ მუკბანიანი 28.11.2017
ეკონომიკური სიდუხჭირე, მასობრივი მიგრაცია და შიდა კონფლიქტები შობადობის შემცირების მთავარი მიზეზებია, რამაც საქართველოს რეგიონების უმეტესობა დემოგრაფიული კატასტროფის პირას მიიყვანა. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. სამივე რეგიონში ერთად 2017 წლის პირველ 6 თვეში 114 ადამიანი დაიბადა და 345 გარდაიცვალა. ასე თუ გაგრძელდა, ამ მხარეში ცოცხალი ადამიანი სანთლით საძებარი გახდება.
|
ნათია ლომიძე 28.11.2017
მიუხედავად ბევრი პროგრამისა, რომელიც თითქოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი უნდა იყოს, ქვეყანაში მეწარმეთა უდიდეს ნაწილს წარმოებას მაინც არ უფინანსებენ. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ელიან, თუმცა უშედეგოდ. მეწარმეები ამბობენ, რომ საქართველოში უცხოელებს მეტი ხელშეწყობა აქვთ სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე ადგილობრივებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლება არ სურს. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან სპეციალისტები, თუმცა უარყოფენ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში.
|
მარი ჩიტაია 28.11.2017
კლინიკებსა და აფთიაქებში მიმართვამ მასობრივად იმატა. ეს ნიშნავს, რომ ხალხი დაავადებულია, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ. ბოლო წლებში ხალხს ჯანმრთელობა ძალიან შეერყა, რაც, პირველ რიგში, უკავშირდება მძიმე ეკოლოგიურ ფონს, არასრულფასოვან კვებას, სტრესს და თანამედროვე ცხოვრების წესს, მათ შორის, ტექნოლოგიების განვითარებას. ცალკე თემაა კაზინოებსა და ონლაინ თამაშებზე გადასული ახალგაზრდობა, რომელიც უკვე ფსიქიკურადაც დაავადდა.
|
ნინო ქეთელაური 28.11.2017
ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად სულ რამდენიმე დღე რჩება. მმართველმა პარტიამ გუშინ უკვე წარადგინა ამ თანამდებობაზე არასამთავრობოთა ნაწილის მიერ შეთავაზებული 4 კანდიდატურიდან ერთ-ერთი - ნინო ლომჯარია. არასამთავრობოების მეორე ნაწილს კი თავისი კანდიდატურა ჰყავს - დიმიტი ლორთქიფანიძე და მის მხარდასაჭერად, მათივე ცნობით, 74 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.
|
ეკატერინე ბასილაია 28.11.2017
რამდენიმედღიანი უარყოფის შემდეგ, ისნის სპეცოპერაციიდან მხოლოდ მეოთხე დღეს ოფიციალური უწყება ირიბად ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ტერორისტი ახმედ ჩატაევია.
|
მამუკა ნაცვალაძე 27.11.2017
საოცარი სამყარო, ყველასგან გამორჩეული თავისი ორიგინალობითა და თვითმყოფადობით, ის კულტურული სივრცე, რომელიც არავის და არაფერს არ ჰგავს - ასე შეიძლება დავახასიათოთ ანტიკური კულტურის ერთ-ერთი საინტერესო სეგმენტი სპარტა, რომელმაც უდიდესი კვალი დააჩნია მსოფლიო ისტორიას.
|
ია აბულაშვილი 27.11.2017
1893 წლის 7 იანვარს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკოსმა ლუი არგომ განაცხადა, რომ დეგერმა და ნიეფსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი - ვერცხლის ფირფიტაზე კამერა ლიბსკურში ერთადერთი ეგზემპლარის სახით. ეს იყო მაშინ უდიდესი გამოგონება.
|
გიორგი გაჩეჩილაძე 27.11.2017
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი დაღესტნიდან, მილიარდერი სულეიმან კერიმოვი დააკავეს. ფრანგული მართლმსაჯულება ოლიგარქს საგადასახადო მაქინაციებსა და ფულის გათეთრებას ედავება. მსოფლიოს წამყვანი პოლიტოლოგების აზრით, კერიმოვის დაკავება ერთგვარი გაფრთხილებაა რუსეთის იმ მოქალაქეთა მიმართ, ვინც საზღვარგარეთ უძრავ ქონებას ფლობს და გაურკვეველი წარმოშობის ფული იქაურ ბანკებში აქვს შენახული.
|
ლელა ოჩიაური 27.11.2017
კულტურის სფეროდან იშვიათად თუ რამე გამოაცოცხლებს ხოლმე ყოველდღიურ პრობლემებში, საზრუნავში, ათასი მძიმე ფიქრითა თუ დაძაბული შრომით გადაღლილ, კარჩაკეტილ და გაგულგრილებულ ჩვენს საზოგადოებას. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისეთი ამბები, რომლებიც იწვევენ ცხოველ, გულწრფელ ინტერესს და ბადებენ რწმენას, რომ არა მარტო პოლიტიკით, კონფლიქტებით, დაპირისპირებითა თუ სკანდალებით ვსულდგმულობთ, არამედ ჩვენს სულსა და გულს ცხოვრების სხვა სფეროებიც იზიდავს.
|
|