ნინო ქეთელაური
24.11.2017

 მუნიციპალიტეტებს, შესაძლოა, დაევალოთ, გამოყონ შესაბამისი სამსახური, რომელიც ცხოველთა დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო პირი, რომელიც საკუთარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს დაარღვევს და არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით გასამართლდეს.

გვანცა ღვედაშვილი
24.11.2017

 "როგორ შეიძლება, ვენდოთ ხელისუფლებას, რომელსაც არ ძალუძს ელემენტარული რეალობის შეფასება და საკუთარი თავმოყვარეობის ფასად ცდილობენ, ამ საქმეში რუსეთი არ იყოს რაიმე სახის მიმანიშნებლად გამოყენებული?! - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ, დიდი ალბათობით, ეს საქმეც ისევე იქნება გამოძიებული, როგორც თავის დროზე ლაფანყურის შემთხვევაში მოხდა.

თიკო ოსმანოვა
24.11.2017

 "რომ არ არსებობდეს ხიფათი, ჩვენი პარტნიორები რისკის მეოთხე კატეგორიას არ მოგვცემდნენ. ბრიტანეთს აქვს პირველი კატეგორია, ჩვენ - მეოთხე, ე.ი ქვეყნისთვის საერთაშორისო ტერორიზმის მხრივ გარკვეული საფრთხე არსებობს. ამიტომ გუშინ რაც მოხდა, ეს არის ფრაგმენტი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე.

გვანცა ღვედაშვილი
24.11.2017

 ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რვა ბინა დაზიანდა - ერთ სადარბაზოში პირველ სამ სართულზე განთავსებული ბინები და მეორე სადარბაზოში ერთი ბინა. ამ ეტაპზე დახმარებისთვის ისნის გამგეობას 12-მა ოჯახმა მიმართა, თუმცა გამგეობაში აცხადებენ, რომ რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

ია აბულაშვილი
24.11.2017

 1936 წელს კრემლის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გამართულიყო, მიზანი - მთელ საბჭოეთს გაეგო, როგორი დიდი შემოქმედების სამშობლო აქვს დიდ სტალინს. მაშინ საქართველოში უმაღლესი პარტიული პოსტი ლავრენტი ბერიას ეკავა. ბერიას დაურეკა საბჭოთა კავშირის უშიშროების სახალხო კომისარმა ეჟოვმა და უთხრა, მოსკოვში ქართველ ხელოვანთა დეკადა უნდა ჩატარდეს და მოემზადეო. ბერიამ იმავე დღეს შეკრიბა ბიუროს წევრები. კულტურის მინისტრს უბრძანა, მეორე დღესვე დაეწყო სამზადისი, ყველა რეპეტიციას თავად ესწრებოდა. მოკლედ, იანვრის პირველ რიცხვებში ქართველ ხელოვანთა მთელი არმია მოსკოვის გზას გაუყენეს. როგორ წარმატებას მიაღწიეს ქართველმა ხელოვანებმა მოსკოვში, ამის შეხსენებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ, მაგრამ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ამბავს დეკადის ისტორიიდან მაინც შევთავაზებთ. ქართული

ნათია ლომიძე
23.11.2017

 ბოლო წლებში რთულ მდგომარეობაში მყოფი ავტობიზნესი გამოცოცხლდა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტისა და იმპორტის წილი საკმაოდ გაიზარდა. საქართველოდან მანქანები სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში გაჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ აქციზის გადასახადი და ნავთობი მკვეთრად გაზრდილია, ამას იმპორტიორი კომპანიებისა და ზოგადად საავტომობილო ბაზრისათვის ხელი არ შეუშლია.

ეკატერინე ბასილაია
23.11.2017

 "დააფიქსირეს, რომ 3 ტერორისტია დახოცილი და თქვეს ისიც, რომ 3 დღეში გაეცემა პასუხი, ვინ არიან. რად უნდა ამას 3 დღე? ძალიან ბევრი კითხვაა, რა ფენომენთან გვაქვს საქმე. რამდენი ტერორისტი იყო ან რატომ გაგრძელდა 20 საათი თუნდაც 4 ტერორისტის დაკავება, თანაც, როდესაც 1 სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს?

მარი ჩიტაია
23.11.2017

 "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი აფხაზებს მიაქვთ და მალე მთლიანად მიითვისებენ. ოკუპირებულ რეგიონში დენის მოხმარების ზრდა უტყუარს ხდის, რომ მალე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ელექტროსადგური მხოლოდ სეპარატისტებისთვის იმუშავებს. ბოლო წლებში ზამთარში ისედაც ასე ხდება ხოლმე. საქართველოს ხელისუფლება სეპარატისტებთან ენერგეტიკულ საკითხებშიც უძლურია.

ეკატერინე ბასილაია
23.11.2017

 ტერორიზმში ეჭვმიტანილებიდან ლიკვიდირებულია 3 და დაკავებულია 1; სპეცოპერაციის დროს დაიღუპა 41 წლის სპეცრაზმელი, დაჭრილია 2 სპეცრაზმელი. ამასთან, დაჭრილია ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი - ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური განცხადება მასშტაბური 20-საათიანი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ.

ნინო ქეთელაური
23.11.2017

 უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკში შეიარაღებული ფორმირების 200-მდე წევრმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურის შენობა დაიკავა. ამის შესახებ გაერთიანება "სხვა ლუგანსკი" იტყობინება. "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით კი, ოპერაციას ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის შსს ატარებს.

ნინო ქეთელაური
23.11.2017

 "ტერორიზმის საფრთხე ნებისმიერ ქვეყანაშია და მით უმეტეს, კავკასია ისეთი რეგიონია, საქართველო არ შეიძლება, ყურადღების ცენტრში არ იყოს ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას.

მარი ჩიტაია
23.11.2017

 არჩევნების შემდეგ, ერთ თვეში საწვავი დაახლოებით 20 თეთრით გაძვირდა. ამჟამად ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო წლების მაქსიმალური ფასია დაფიქსირებული. ნავთობპროდუქტები ბოლო პერიოდში უცხოურ ბაზრებზეც გაძვირდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბენზინისა და დიზელის ფასზე ძირითადი გავლენა ლარის გაუფასურებამ მოახდინა. ერთ თვეში კურსი 25 პუნქტით დაეცა, რამაც საწვავის საცალო ღირებულებაზე მყისიერად იმოქმედა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×