ნინო ქეთელაური 21.11.2017
სავარაუდოდ, გერმანიაში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. უკვე 2 თვე ხდება, რაც არჩევნებს შემდეგ ანგელა მერკელი მთავრობის შეცვლას ვერ ახერხებს. "თავისუფალ დემოკრატებთან" მოლაპარაკების ჩაშლის მერე მთავრობაში შესვლაზე უარი მწვანეებმა განაცხადეს.
|
თიკო ოსმანოვა 20.11.2017
"არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა ის, რომ არ ვიცოდი და ჰაერიდან მომხსნეს. ეგ ხდებოდა 10 წლის წინ. ასეთი რაღაცები დღეს აღარ ხდება. პატივს ვცემთ ერთმანეთს და ერთმანეთის მიმართ მორალური დამოკიდებულება გვაქვს", - აღნიშნა "მთელ კვირასთან" საუბრისას ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში აწ უკვე ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.
|
ეკატერინე ბასილაია 20.11.2017
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები შავი ზღვის აკვატორიაში უფრო და უფრო ძლიერდება და როგორ უნდა დაუპირისპირდეს ნატო რუსეთს ამ ფრონტზე, ალიანსის ანალიტიკოსები ამაზე აქტიურად მუშაობენ. რუსულ მედიაში კი უკვე პროპაგანდისტული სტატიებიც გაჩნდა იმაზე, რომ ნატო შავ ზღვაზე გემების რაოდენობის გაზრდას, ასევე სპეციალური სამხედრო-საზღვაო სარდლობის შექმნას გეგმავს, რაშიც არა მარტო ნატო-ს წევრი ქვეყნების, არამედ მოკავშირე უკრაინა-საქართველოს ჩართულობაც შეიძლება განიხილებოდეს და რომ ეს რუსეთის ყველა მხრიდან შევიწროებას და რეგიონში სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევს.
|
ნინო ქეთელაური 20.11.2017
ხელისუფლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრის შექმნას გეგმავს, სადაც მოხვედრილ პირებს მსგავს თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა თავად პირის მიმართვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში. ასევე უფლებამოსილია მისი ოჯახის წევრი, რომ სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანის უფლება.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.11.2017
ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე უძველესი ქრისტიანული ტაძრების მასშტაბური განახლების პროცესი დაიწყო. ამ ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ქართული წარმომავლობისაა.
|
ია აბულაშვილი 20.11.2017
"ტიმოთე მთავარეპისკოპოსი ერისთავის გვარისა, თავადი, კაცი მეცნიერი, წავიდა ტფილისიდამ და მივიდა სტამბულს. სულთანმა კარგად მიიღო და თხოვნისაებრ მისისა უბოძა ფირმანი მოსალოცველად წმინდათა ადგილთა და ესე წავიდა მუნით და მოილოცა იერუსალიმი და გარემოს მისა წმინდანი ადგილნი და მივიდა ათონის მთასა და მუნცა მოილოცნა წმინდანი მონასტერნი და სადაცა რაი იხილა, ყოველივე აღწერა კეთილად და მშვენივრად, რომელსაც უწოდა წიგნსა მას "ტიმოთიანი" და სხვანიცა სწავლანი შესძინა წიგნსა მას შინა", - წერდა იოანე ბატონიშვილი "მცირე უწყებანში ქართველთა მწერალთათვის", ვინც პირველმა დაწერა ტიმოთე გაბაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
|
ნინო ქეთელაური 20.11.2017
"საუბარი იყო იმაზეც, რომ თითქოს სახალხო დამცველი აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას. რატომღაც ისე აღიქმება, რომ თუ ხელისუფლებას აკრიტიკებ, ე.ი. შეკრული ხარ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და შესაბამისი მიზნები გამოძრავებს. ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ ომბუდსმენის ფუნქცია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაა და არა ვინმეს პოლიტიკის გატარება", - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.
|
მამუკა ნაცვალაძე 20.11.2017
ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო პერსონაა, ეს არის ქალი, რომლის სახელიც განსაკუთრებული რუდუნებით შემოგვინახა ისტორიამ. მისი ცხოვრება დღემდე არაერთი მკვლევრის ინტერესის სფეროს უკავშირდება, რაც არცაა გასაკვირი - კლეოპატრას მმართველობამ ხომ ცხადად წარმოაჩინა განსხვავებული ცივილიზაციების დაპირისპირების კულუარული ნიუანსები, ეს ის ნიუანსებია, ფაქტობრივად რომ განსაზღვრა მსოფლიო ისტორიული პროცესის განვითარების ხასიათი.
|
თიკო ოსმანოვა 20.11.2017
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციასა და დე ფაქტო პრეზიდენტს შორის ურთიერთობის დათბობა დაიწყო. წლების წინ მტრად ქცეული ალექსანდრე ანქვაბი და რაულ ხაჯიმბა დღეს გვერდიგვერდ დგანან და 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთად ემზადებიან. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთში ამაზე ღიად საუბრობენ, რისი საფუძველიც გარკვეულწილად ანქვაბის ერთ-ერთმა ინტერვიუმაც მისცა.
|
თეო გუდავაძე 18.11.2017
სოციალური ქსელის გავლენა 21-ე საუკუნეში ადამიანებზე ძალიან დიდია. ბევრ დადებით თუ უარყოფით მხარესთან ერთად, ვირტუალურ სამყაროს ახასიათებს მეტყველების თავისებური მანერა თუ წერის სტილი. ქართულ ენაში ყოველთვის შემოდიოდა ბარბარიზმები, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით იმატა და სასაუბრო მეტყველებაც "ფეისბუქ ენას" ემსგავსება.
|
ეკატერინე ბასილაია 18.11.2017
პარლამენტის მიერ ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების შეტანის საყოველთაო განხილვა უკვე დაიწყო. დღეიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ისევ ხელახალი განხილვა იქნება, დეკემბრის მეორე ნახევარში კი პარლამენტი ამ ახალი ცვლილებების 2 მოსმენით მიღებასაც გეგმავს.
|
ეკატერინე ბასილაია 18.11.2017
"ქართული ოცნების" შიგნით დიდი განხეთქილებაა. უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი სახალხო დამცველის მხარდაჭერისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის კრიტიკის გამო მთელი გუნდის მხრიდან დიდი საჯარო გაკიცხვის ობიექტი გახდა. უფრო კონკრეტულად კი, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენია, დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად გაუმართლებელი უწოდა და "ოცნებაში" დიდი აურზაური სწორედ მის ამ ერთ კრიტიკულ შეფასებას მოჰყვა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|