მარი ჩიტაია
21.11.2017

 საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, ეროვნულ ბანკს კურსის სტაბილურობასა და ინფლაციის გაკონტროლებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა მოსთხოვოს. ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას ისაუბრებენ. ლარი უკვე იმ დონეზე გაუფასურდა, რომ მისმა მოჩვენებითმა სტაბილურობამაც კი 1 დღეზე მეტხანს ვერ გასტანა. 20 ნოემბერს კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა, მაგრამ მეორე დღესვე კვლავ დევალვაციისკენ აიღო გეზი.

გვანცა ღვედაშვილი
21.11.2017

 “სითი პარკის” მიერ პარკირების წესის დარღვევისთვის გაცემულ ჯარიმებთან დაკავშირებით, მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 10-ლარიანი ჯარიმას არ ჩაიბარებენ, მისი გადახდა არ მოუწევთ და არც დამატებითი პრობლემები შეექმნებათ. თუმცა, როგორც “რეზონანსთან” საუბრისას ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, ეს მაინც ერთგვარ გამართლებაზეა დამოკიდებული.

ნინო ქეთელაური
21.11.2017

 უკრაინიდან დეპორტირებულთა შორის, სავარაუდოდ, 3 ქართველი მებრძოლია. საუბარია, სააკაშვილის პირადი დაცვის წევრ ზურაბ ცინცაძეზე, შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის ყოფილ უფროს, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ მამუკა აბაშიძესა და „ქართული ლეგიონის“ ყოფილ წევრზე, უშიშროების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ ივანე ნადირაძეზე, რომლებიც 17 ნოემბერს უკრაინაში დააკავეს.

მარი ჩიტაია
21.11.2017

 დენის ტარიფის გაძვირების ალბათობა მალე რეალობად იქცევა. ენერგეტიკოსები უკვე თამამად აცხადებენ, რომ ლარის დევალვაციის ფონზე გადასახადის გაძვირება გარდაუვალია. სავალუტო კრიზისმა საქართველოს ფინანსური ბაზარი იმდენად არასტაბილური გახადა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების დასმას კომპეტენტური პირებიც უკვე აშკარად ერიდებიან. ისინი ელოდებიან, რომ ტარიფი მოიმატებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) ამ საკითხის განხილვა, დღის წესრიგით, ჯერჯერობით არ ჩანიშნულა.

თიკო ოსმანოვა
21.11.2017

 "ჩვენთან ხელისუფლების წარმომადგენლებს იმდენად დიდი ხელფასები აქვთ, რომ კორუფცია მეტი კი არაფერია. უნდა მოხდეს რეგლამენტირება ბიუჯეტიდან გაცემული ფულისა და, ასევე, სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტებისა. ამიტომ ვამბობ, რომ მთლიანად სისტემაა გადასახედი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

ეკატერინე ბასილაია
21.11.2017

 ხელისუფლებას სჭირდება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ საქმეზე მაინც დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, თანაც რაც შეიძლება მალე, ამიტომაც პროკურატურა გააქტიურებულია, რომ ახალ წლამდე მოასწროს და წარდგენილი 4 ბრალდებიდან ყველაზე სიმბოლურ - გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმტკიცოს.

მარი გოცირიძე
21.11.2017

 მთავრობა დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვას გეგმავს. ამ ცვლილებით მეწარმეები ელექტრონული განაცხადის შედეგად ზედმეტი დღგ-ს დაბრუნებას 5-7 სამუშაო დღეში შეძლებენ, რაც ბიზნესისთვის დამატებითი სტიმული იქნება და განვითარების საშუალებასაც მისცემს.

ნათია ლომიძე
21.11.2017

 რამდენიმე დღეში მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად აცივდება და ზამთარიც დადგება, თუმცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეშა ვერ მოიმარაგა. ხეტყის არარსებობისა და, ასევე, სიძვირის გამო სოფლის მოსახლეობა მის შეძენას ვერ ახერხებს. თუ გავითვალისწინებთ სინოპტიკოსების პროგნოზს, წელს საკმაოდ ცივი ზამთარი გველოდება, გათბობის გარეშე დარჩენილ სოფლებში კი საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფიც გაძვირდა.

თამარ მუკბანიანი
21.11.2017

 ლარის გაუფასურებამ მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი მკვეთრად შეამცირა და მსყიდველუნარიანობა მინიმუმამდე დაიყვანა. გაიზარდა ფასი თითქმის ყველა სამომხმარებლო პროდუქტზე, განსაკუთრებით კი მედიკამენტებზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფლაციამ ყველაზე დიდი დარტყმა პენსიონერებს მიაყენა, რომელთა შემოსავალიც არ გაზრდილა, ხარჯმა კი მნიშვნელოვნად იმატა. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა 12-15 პროცენტითაა შემცირებული.

გვანცა ღვედაშვილი
21.11.2017

 შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებისვთის ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, თუმცა ვიზალიბერალიზაციით სარგებლობენ, 2020 წლიდან ელექტრონული აპლიკაციის შევსება მოუწევთ. ავტორიზაციის გავლა 5 ევრო ეღირება და მისი შევსება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იქნება აუცილებელი. ამასთან, უარის შემთხვევაში მოქალაქეებს პასუხის გასაჩივრების უფლება ექნებათ.

ნინო ქეთელაური
21.11.2017

 "ახალი არჩევნები მერკელისთვის, ასევე სხვა გამარჯვებული პარტიებისთვისაც რისკის შემცველი იქნება, რადგან არაა გამორიცხული, მემარცხენეებმა და ალტერნატივამ კიდევ უფრო გააუმჯობესონ შედეგები", - ამბობს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას.

მარი ჩიტაია
21.11.2017

 მსხვილფეხა პირუტყვის გამოზამთრების საშუალება რეგიონებში აღარ არის, რის გამოც ხალხი საქონელს იშორებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით შესამჩნევია. დასავლეთ საქართველოში სიმინდი უამინდობამ და მავნებელმა გაანადგურა და არათუ პირუტყვის, არამედ ადამიანის გამოსაკვებადაც არ არის საკმარისი, აღმოსავლეთში კი პრობლემა ზამთრის საკვების გაძვირებას უკავშირდება. წელს სათიბებში აღარ იყო მესამე-მეოთხე თაობის ბალახი, რაც საქონლის საკვებზე ფასის ზრდის მიზეზი გახდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×