ნინო ქეთელაური 16.11.2017
საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ნდობის ფონდის შექმნისა და მომავალში ამ ქვეყნების შენგენის ზონასთან, საბაჟო და ენერგეტიკულ კავშირებთან მიერთების შესახებ რეკომენდაციებს ევროპარლამენტართა უმრავლესობა მხარს უჭერს.
|
მარი ჩიტაია 16.11.2017
როგორც იქნა, საბოლოოდ დადასტურდა ეჭვი, რომ "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში ვაჭრობის წილი საბანკო სექტორზე მოდის. მართალია, ეროვნული ბანკი თავს იცავს, რომ ამ პროცესში ორი ძირითადი ბანკი არ მონაწილეობს, მაგრამ, რეალურად, საქმე ასეც არ არის. სებ-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბანკების აქტივობა 85-90%-ს უტოლდება, ხოლო 3 ძირითადი ბანკის წილი 40%-ს აღემატება. პირველ ათეულში ყველა ბანკია, ერთის გარდა, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოადგენს.
|
თიკო ოსმანოვა 16.11.2017
პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, კულუარული ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის შემცვლელს ეძებს და თეა წულუკიანს შესაძლოა, მალე მოუწიოს თანამდებობის დატოვება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
|
ნათია ლომიძე 16.11.2017
სამშენებლო დარგისთვის 2018 წელი ახალი რეგულაციების შემოღების პერიოდი იქნება. წესების გამკაცრებას აანონსებენ მერიაში, ხოლო 6 თვის შემდეგ ამოქმედდება ნორმა, რომელიც სიმაღლეზე მომუშავე ადამიანებისთვის სპეციალურ სწავლებას მოიცავს. სამშენებლო დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ დეველოპერებს ხარჯი გაეზრდებათ, რასაც, საბოლოო ჯამში, უძრავი ქონების გაძვირება მოჰყვება.
|
გვანცა ღვედაშვილი 16.11.2017
ხელისუფლების განცხადებით, სამინისტროების გაერთიანების მიზანი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაა, რომლის საშუალებითაც მთავრობის ეფექტურობაც უნდა გაიზარდოს. თუმცა, კონკრეტულად რა თანხები დაიზოგება ან რამდენი ადამიანი გამოეთხოვება სამსახურს, ჯერჯერობით უცნობია.
|
ია აბულაშვილი 15.11.2017
ისტორიული ბედუკუღმართობის გამო სამშობლოდან მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველების შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა რამდენიმე საინტერესო ამბავი გავიხსენოთ, თუ როგორ გაუძლო შორეულ ირანში გადაკარგულმა ქართველობამ ყველა გასაჭირს და ოთხი საუკუნის განმავლობაში როგორ შეანარჩუნა ქართული ადათ-წესები.
|
თიკო ოსმანოვა 15.11.2017
"ასეთი გაუგებარი გაერთიანებები პარლამენტში კი იქნება მხარდაჭერილი, იმიტომ, რომ "ოცნებას" უმრვალესობა ჰყავს, მაგრამ როგორც წესი, ეს მოკლე ან საშუალოვადიანი პერსპექტივისაა, მერე ისევ რაღაცეები იცვლება. ვერ ვხედავ, რომ ამ ცვლილებას გრეძელვადიანი პერსპექტივა ჰქონდეს".
ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რომელსაც განხორციელებულ სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებზე ვესაუბრეთ.
|
მარი ჩიტაია 15.11.2017
მსუბუქი ავტომობილების მფლობელები 2019 წლამდე სავალდებულო ინსპექტირებისგან თავისუფალი არიან. პირველ ეტაპზე ტექნიკურ დათვალიერებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის მანქანები გაივლიან. ასეთი ქვეყნის მასშტაბით 187 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. მეორე ეტაპი დაეთმობა სახელმწიფო უწყებებზე, სსიპ-ებზე ან აიპ-ებზე რეგისტრირებულ მანქანებს, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 120 000-ია. ყველა დანარჩენს მესამე ეტაპზე შეამოწმებენ. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყება.
|
ნათია ლომიძე 15.11.2017
სამომხმარებლო ბაზარზე მორიგი გაძვირება დაიწყო. იმპორტიორები ამბობენ, რომ არსებული ფასების შენარჩუნება უკვე შეუძლებელია. სამწუხაროდ, "რეზონანსისა" და მისი რესპონდენტების პროგნოზი გამართლდა და ლარმა დოლართან მიმართებით 2.70-იან ნიშნულს მიაღწია, სავალუტო კრიზისმა კი ბაზარზე პროდუქტის მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა.
|
ნინო ქეთელაური 15.11.2017
არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. არსებული ინფორმაციით, განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, რომელთა შორის არიან ანა ნაცვლიშვილი და თამარ ქალდანი.
|
ეკატერინე ბასილაია 15.11.2017
ახალი სამთავრობო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა, ვისი გუნდის წევრები არიან გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე, ორი ყველაზე საკვანძო და პოლიტიკური ძალაუფლების მატარებელი უწყების, შს და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელები და რამდენად დიდი გავლენა ექნებათ მათ. ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ორივე ეს ფიგურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უშუალო კადრია.
|
თეო გუდავაძე 15.11.2017
"სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში წელიწად-ნახევრის განმავლობაში 85 პროექტი დაფინანსდა. მათ შორისაა 65 ინოვაციური და 20 მაღალტექნოლოგიური პროექტი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა - "სტარტაპ-საქართველო" - საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|