მარი ჩიტაია
10.11.2017

 ახლად არჩეულ მერს თბილისის იერსახე აშკარად არ მოსწონს. შესაბამისად, კახა კალაძემ სამშენებლო სექტორისთვის ახალი რეგულაციები დააანონსა, რაც, პირველ რიგში, შენობა-ნაგებობების გარეგნულ იერსახეს ეხება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დედაქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარების პროექტების პრეზენტაციისას კახი კალაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ თბილისი "თავკომბალას დაემსგავსა".

ნინო ქეთელაური
10.11.2017

 არჩევნების მეორე ტურამდე სულ რაღაც 2 დღე რჩება და ოზურგეთში მერობის კანდიდატებს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე კონკურენტს "ქართული ოცნებიდან" საკუთარი მხარდამჭერის დაშინებაში ადანაშაულებს.

ნინო ქეთელაური
10.11.2017

 "ქართული ოცენება" პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატურაზე იმუშავებს და ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ან გიორგი კვირიკაშვილი იქნება," - ამის შესახებ პოლიტოლოგი, მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ კვესელავა "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

თეო გუდავაძე
10.11.2017

 ზამთრის მოახლოებასთან ერთად საქართველოს რეგიონები და სოფლები ცარიელდება. მოსახლეობა გამოზამთრების შიშით სოფლებს ტოვებს და დიდი ქალაქებისკენ მიისწრაფვის. სულ უფრო და უფრო მატულობს სოფლებში სამუდამოდ ან დროებით დაცარიელებული სახლების რაოდენობა, რისი გამომწვევი მიზეზი, პირველ რიგში, ეკონომიური პრობლემაა. სოფელში მცხოვრები ადამიანების შემოსავალი იმაზეა დამოკიდებული, რას მოიყვანენ მიწაზე, თუმცა ბოლო წლებში საქართველოში მოსავლის მოყვანაც გაჭირდა.

გვანცა ღვედაშვილი
09.11.2017

 "ფაროსანას პრიორიტეტი ადვილად მოსაპოვებელი საკვებია, თუმცა, თუ მასშტაბი გაიზარდა, მაშინ, ბუნებრივია, ისინი გადაინაცვლებენ ველურ ბუნებაში", - აღნიშნულ განცხადებას ეკოლოგი და დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აკეთებს.

ეკატერინე ბასილაია
09.11.2017

 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ისრაელში ე.წ. სამუშაო ვიზიტითაა ჩასული და ქალაქ სდეროთის მერთან ე.წ. ოფიციალური შეხვედრაც გამართა.

თამარ მუკბანიანი
09.11.2017

 საქართველოში მოსახლეობის საკრედიტო დამოკიდებულება დღითი დღე იზრდება. ბოლო 10 წელიწადში სამომხმარებლო მოკლევადიანი სესხები ფიზიკური პირებისათვის 6-ჯერ, ხოლო გრძელვადიანი 34-ჯერ გაიზარდა. სპეციალისტები ამგვარ სტატისტიკას სავალალოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მოსახლეობას არ ჰყოფნის ფული თვითან თვემდე ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც. შესაბამისად, სესხების ასეთი მკვეთრი ზრდა ამ ფაქტორებითაა განპირობებული.

ნინო ქეთელაური
09.11.2017

 ევროპარლამენტი ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი ინიციატივით გამოდის. აღნიშნული ანგარიში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკვე მიიღო და მას კენჭი პლენარულ სესიაზე ეყრება, რომელიც სტრასბურგში ნოემბერის ბოლოს გაიმართება.

ნინი საყვარელიძე
09.11.2017

 რაიონის ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის დასაქმება, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებას მომავლი 4 წლის განმავლობაში ბორჯომში თვითმმართველობა აპირებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით 10,3 მლნი ლარი უკვე გამოყო. როგორც მუნიცაპალიტეტში აცხადებენ, ქვეყნის სწრაფი და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება საქართველოს ხელისუფლების ოთხპუნქტიანი გეგმის უმთავრესი მიზანი და პრიორიტეტია.

გვანცა ღვედაშვილი
09.11.2017

 აზიურმა ფაროსანამ, მავნებელმა, რომელიც ქვეყანაში პირველად 2015 წელს გამოჩნდა, წელს დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქშიც ჩამოაღწია. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დროულად არ გადადგამს ეფექტურ ნაბიჯებს აზიური მავნებლის წინააღმდეგ, მწერი უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება და მომავალი წლის დანაკარგი გაცილებით მძიმე იქნება.

მარი ჩიტაია
09.11.2017

 ლარის კურსის გავლენას ვერც ავტოგაზი გადაურჩება. კომპანიებში ადასტურებენ, რომ ბუნებრივი აირი 5-10 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. დაახლოებით ამდენივეთი გაძვირდა ცოტა ხნის წინ თხევადი გაზიც (ელპიჯი), რაზეც განსაკუთრებული გავლენა აქციზის გაძვირებამ მოახდინა. სექტემბრიდან 1 ტონა თხევადი გაზის აქციზის გადასახადმა 160 ლარით მოიმატა და 280 ლარი შეადგინა. უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო მოხმარების თხევადი გაზის აქციზი და, შესაბამისად, ფასიც.

მარი ჩიტაია
09.11.2017

 გალში ყველა სახეობის მოსავალი განადგურდა. მართალია, სულ ახლახან დასრულდა სიმინდის სეზონი, მაგრამ ბეღელი ყველა ოჯახში გამოცარიელებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, არც ციტრუსმა და არც ტროპიკულმა ხილმა არ გაამართლა, ფაროსანამ ეს მოსავალიც მოსპო. ასეთ პირობებში გალელებს ზამთრის გადატანა უკიდურესად გაუჭირდებათ. ზუგდიდიდან პროდუქტები იქ ბოლო დროს ისედაც ნაკლებად შედის და მოსახლეობას რუსული საქონლის შეძენა გაორმაგებულ ფასში უწევს. უმოსავლო წელიწადი ხალხის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×