ნინო ქეთელაური 07.11.2017
ბელგიის სასამართლომ ათსაათიანი მსჯელობის შემდეგ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა, თუმცა მათ მიმართ გარკვეული შეზღუდვები დააწესა.
|
მარი ჩიტაია 07.11.2017
მსხვილი და ცნობილი ბანკები საქართველოში შემოსვლისგან თავს იკავებენ. საშუალო დონის ბანკებისთვისაც კი ქვეყანა ნაკლებად მიმზიდველია. სამაგიეროდ, ხდება პირიქით, საქართველოს უცხოური ბანკები ტოვებენ, ხოლო ვინც რჩება, მასაც გაქცევისკენ უჭირავს თვალი. სპეციალისტების შეფასებით, ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი საბანკო სექტორი აბსოლუტურად უკონკურენტოა, ქვეყნის საინვესტიციო რეიტინგი დაბალია, ხოლო მოსახლეობა - გადახდისუუნარო.
|
მარი ჩიტაია 07.11.2017
დასავლეთ საქართველოში მარცვლეული კულტურების მოსავალი თითქმის მასობრივად განადგურდა. მოსავალი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე აღებული, მაგრამ დეფიციტის გამო პროდუქტი უკვე მკვეთრად გაძვირდა. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში უმძიმესი ზამთრის გადატანა მოუწევთ. კიდევ უფრო რთული ვითარებაა გალში, სადაც თითქმის ყველანაირი მოსავალი განადგურდა.
|
მარი გოცირიძე 07.11.2017
არასტაბილური სავალუტო ვითარების გამო ნავთობპროდუქტების იმპორტიორები საგრძნობლად ზარალდებიან. გაზრდილი ფასნამატი, რაც ბოლო დრომდე საზოგადოებაში გარკვეული ჯგუფების მხრიდან აქტიურად განიხილებოდა, წარმოუდგენელია და ვინმეს მხოლოდ პოპულისტური განცხადებების საბაბად თუ გამოადგება. რეალურად მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რადგან გაზრდილი ინფლაციის გავლენით ნავთობპროდუქტების ბიზნესი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის.
|
ნათია ლომიძე 07.11.2017
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალური მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ოჯახების უმრავლესობა თვიდან თვემდე აღებული შემოსავლით თავის გატანას გაჭირვებით ახერხებს. მათი ხელფასი 3 კვირის სამყოფიც არ არის, ამიტომ ცდილობენ, რთული პერიოდი მეორე თვის ხელფასამდე სესხის ან უბნის მაღაზიებში ნისიად აღებული პროდუქტების მეშვეობით გადააგორონ.
|
თამარ მუკბანიანი 07.11.2017
მთის კანონმა ბიზნესი ვერ წაახალისა. მიუხედავად მთელი რიგი შეღავათებისა, კომპანიებს არც კი უჩნდებათ სურვილი, მთიან რეგიონში ახალი საწარმო დააფუძნონ ან სულაც არსებული ბიზნესი გააფართოონ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მიზეზი მთაში ინფრასტრუქტურის ძალიან დაბალი დონეა, თანაც კვალიფიციური მუშახელი, პრაქტიკულად, არ არსებობს, ბიზნესი კი ამ პირობებში ვერ განვითარდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.11.2017
საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის მგზავრები მალე 5-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდებიან. ამავე ცვლილებით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 06.11.2017
2016 წელს საქართველოში დაბადებული გოგონების რაოდენობა ათასით ნაკლებია, ვიდრე ვაჟების. მიუხედავად ამისა, დემოგრაფების აზრით, ქალთა დაბალი შობადობა მომავალში დემოგრაფიულ მაჩვენებელსა და შობადობის რაოდენობაზე არ იმოქმედებს. ისიც აღსანიშნავია, რომ, 2017 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოში ქალების რაოდენობა მამაკაცებისას 155 ათასით აღემატება.
|
თიკო ოსმანოვა 06.11.2017
მომავალ შაბათს საქართველოს 6 ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ხელახალი არჩევნები ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში ჩატარდება და არ არის გამორიცხული, რომელიმე რეგიონში "ოცნებას" ძალაუფლების დათმობა მოუწიოს და თიანეთის ანალოგიური სცენარი განვითარდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 06.11.2017
ჯავახეთის სოფელ კუმურდოში საეკლესიო თემაზე, შესაძლოა, ახალი სკანდალი და დაპირისპირება მზადდებოდეს. ჯავახეთში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უკმაყოფილებას არ მალავს და აპროტესტებს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განცხადებას, რომ კუმურდოს ტაძარზე პრეტენზია სომხეთს არ აქვს და მოითხოვენ, ტაძრის კუთვნილებაზე ხელახალი შესწავლა დაიწყოს. ისინი იმასაც აცხადებენ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, ჯავახეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქია გამოცხადდეს და ამით "საქართველოს ეკლესიის აგრესიული ამბიციების შეკავება მოხდეს".
|
ნინო ქეთელაური 06.11.2017
"უფრო მეტი შანსია, რომ მერაბიშვილის ფიგურა "ნაციონალურ მოძრაობაში" ვიხილოთ, რადგან "ევროპული საქართველო" მაინც ცდილობს დისტანცირებას იმ დანაშაულებისგან, რაც მაშინ ხდებოდა. ამიტომ იმ ადამიანის გაწევრიანება "ევროპულ საქართველოში", რომელიც ამ დანაშაულების სიმბოლოდაა ქცეული, წესით, თვითონ პარტიამ არ უნდა მოინდომოს", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.
|
გვანცა ღვედაშვილი 06.11.2017
"ქართული ოცნების" მარნეულის საკრებულოს წევრის ჯეიხუნ ჩოიდაროვის თქმით, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღით ადრე მასზე განხორიცელებული თავდასხმა პოლიტიკური მოტივს უკავშირდება და არა პირად ანგარიშსწორებას. როგორც მაჟორიტარი აცხადებს, მას ეჭი ერთ კონკრეტულ პირზე აქვს, რომლის ვინაობაც სამართალდამცავებთან უკვე აღნიშნა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|