თიკო ოსმანოვა
03.11.2017

 თეოლოგ ბექა მინდიაშვილის თქმით, რუსულ ეკლესიასთან საერთოდ უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა. შესაბამისად, იგი პატრიარქის რუსეთში ვიზიტს უარყოფითად აფასებს. მისი აზრით, რუსეთის საპატრიარქო არის სახელმწიფო სტრუქტურა და ამ ვიზიტს არანაირი შედეგი არ მოჰყვება, როგორც დანარჩენ წინა ვიზიტებს.

მარი ჩიტაია
02.11.2017

 "დუინგ ბიზნესის" რეიტინგში ჩვენი ქვეყნის პოზიცია 7 ადგილით გაუმჯობესდა. მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადასვლით საქართველო იმ ქვეყანათა ათეულშია, სადაც ბიზნესის კეთება და, შესაბამისად, საინვესტიციო გარემო მსოფლიოში საუკეთესოდ შეფასდა.

ეკატერინე ბასილაია
02.11.2017

 ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო შესაძლოა, ვადაზე ადრე დატოვოს და შესაძლოა, ეს მოხდეს ახალ წლამდეც კი. იმ ფაქტს, რომ შს ყოფილ მინისტრს ვადაზე ადრე გათავისუფლება ეკუთვნის, ადასტურებს მისი ადვოკატი.

ნინო ქეთელაური
02.11.2017

 "საპროექტო მონაცემებითა და სხვადასხვა გათვლით აღნიშნულ მაგისტრალზე შესაძლებელი იქნება მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. მარშრუტის მოხერხებულობა, მგზავრთა რაოდენობა და სხვა საკითხები დამოკიდებული იქნება მის ოპერირებაზე", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პილიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამგზავრო დანიშნულებასთან დაკავშირებით.

მარი ჩიტაია
02.11.2017

 ეჭვი, რომ დენის გადასახადი მოიმატებს, კიდევ უფრო გამყარდა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, "ხრამჰესი 1"-ის წარმოების ტარიფი 1,58 თეთრით, ხოლო "ხრამჰესი 2"-ის ტარიფი 1,85 თეთრით გაიზარდა. დიდია ალბათობა, რომ "ინტერ რაოს" კუთვნილი ელექტროსადგურებისთვის ტარიფების ზრდა კომუნალურ გადასახადზეც აისახოს.

ნინო ქეთელაური
02.11.2017

 ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, სადაც პირველმა მატარებელმა ორი დღის წინ უკვე გაიარა, სამგზავრო დანიშნულებაც ექნება და სავარაუდოდ, 2018 წლიდან ბაქო-სტამბულის მიმართულებით ივლის.

თიკო ოსმანოვა
02.11.2017

 "ამ ქვეყანაში 1999 წლის შემდეგ ავკრძალეთ სიკვდილით დასჯა და გამოვიდა, რომ ეს ახალგაზრდა არის სიკვდილით დასჯილი. ყოველი ასეთი ფაქტი ძალიან დეტალურად უნდა იქნას გამოძიებული და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი უნდა მივიღოთ.

თიკო ოსმანოვა
02.11.2017

 "საკონსტიტუციო ცვლილებებზე არანაირი აზრი არ აქვს ოპოზიციის ჩართვას. ხელისუფლებამ პირობა მისცა ვენეციის კომისიას, რომ ცვლილებას შეიტანდა შენიშვნებზე და ამ პირობას ასრულებს.

თეო გუდავაძე
02.11.2017

 ევროპაში უამრავი ქვეყანა უარს უცხადებს პოლიეთილენის ბოთლებს. თავის დროზე მან უზარმაზარი პრობლემა შექმნა ეკოლოგიის თვალსაზრისით. იმავე ვითარებაშია დღეს საქართველო, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე პლასტმასის ბოთლებია დახვავებული. ამიტომ ზოგიერთი საინიციატივო ჯგუფი "ბოთლიყლაპია" აპარატების დამონტაჟების მოთხოვნით გამოვიდა. ეს აპარატები ბოთლის სანაცვლოდ ქვითარს იძლევიან, რომელიც შემდეგ შეიძლება, ფულში გადაცვალონ ადამიანებმა.

თამარ მუკბანიანი
02.11.2017

 დაგროვებითი საპენსიო მოდელი ბიზნესს ახალ თავსატეხს უჩენს. საქმე ისაა, რომ დაგროვების სისტემაში ჩართული მოქალაქეებისთვის 2%-ს სახელმწიფო გადაიხდის, 2%-ს - თავად მოქალაქე, ხოლო 2%-ს - ბიზნესი. სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიზნესი თავს არ დაიზარალებს და იმ 2%-ს, რომელიც ფონდში უნდა გადარიცხოს, ახალი თანამშრომლების ან უკვე დასაქმებულების ხელფასის შემცირების ხარჯზე დააკომპენსირებს.

გვანცა ღვედაშვილი
02.11.2017

 თითქმის შვიდი თვის განმავლობაში შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები, სავარაუდოდ, საქართველოს 10 000-მდე მოქალაქემ, ანუ 6.1%-მა დაარღვია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში უვიზო რეჟიმით 115 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

ია აბულაშვილი
02.11.2017

 ევროპაში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის მრავალ უცხოელ გამოჩენილ მეცნიერსა და მოგზაურს, რომლებიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×