ია აბულაშვილი 04.11.2017
1921 წელს საქართველოდან გატანილი ეროვნული არქივის ისტორია ჩვენი მკითხველისათვის კარგად არის ცნობილი და ამის შეხსენებით თავს აღარ შევაწყენთ, თუმცა დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი, კერძოდ, არქივის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში ინახებოდა და გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს საქართველოში დაბრუნდა. ამაში კი დაგვეხმარება ცნობილი ქართველი მეცნიერის - გურამ შარაძის მოგონებები.
|
თიკო ოსმანოვა 04.11.2017
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, რომლის სახელთან ადამიანების წამება და, ზოგადად, არაადამიანური მოპყრობაა დაკავშირებული, საქართველოში ექსტრადირება ემუქრება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ უკრაინის სამართალდამცავ უწყებას შესაბამისი დოკუმენტები უკვე გაუგზავნა.
|
ნათია ლომიძე 03.11.2017
ლარი დღითი დღე უფასურდება და ქვეყანას უმძიმესი ზამთრის გადატანა მოუწევს. მთავრობა კი მოსახლეობას ისევ სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საშუალოვადიან პერიოდში ლარი დასტაბილურდება. როგორც წესი, მათი განცხადებები უმეტესად ფუჭია და სახელმწიფო მოხელეთა არაადეკვატურობა მეორე დღესვე აშკარავდება. ასე მოხდა ახლაც, როდესაც ერთდღიანი შესვენების შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ თავბრუდამხვევი დევალვაცია განაგრძო.
|
გვანცა ღვედაშვილი 03.11.2017
"არ არსებობს საფუძველი მომავალი ზამთრის ანომალიურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად," - ამ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო იმ ინფორმაციის საპასუხოდ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ზამთრის პერიოდში ანმალიურად ცივი ამინდებია მოსალოდნელი.
|
თიკო ოსმანოვა 03.11.2017
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმარი ვანო მერაბიშვილი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს, თუმცა რომელი პარტიის რიგებს შეუერთდება, ჯერჯერობით უცნობია. "ნაციონალური მოძრაობა" თუ "ვეროპული საქართველო" გადაწყვეტილების მიღებას თავად მერაბიშვილისგან ელოდებიან.
|
ეკატერინე ბასილაია 03.11.2017
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პუნქტს ხსნის, რათა თბილისიდან შეტანილ ნებისმიერ პროდუქტზე გადასახადი დააწესოს. ახალგორში აცხადებენ, რომ ე.წ. ოსური ხელისუფლება დღითიდღე ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს და მათი ცხოვრება უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება. კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის თქმით კი, "ოსები დამოუკიდებლობანას თამაშს აგრძელებენ" და მათი ყველა ნაბიჯი ქართული მოსახლეობის შევიწროებას ემსახურება.
|
თიკო ოსმანოვა 03.11.2017
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მიიღო. ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ აფხაზეთში სიტუაციის მოგვარებაში რუსეთის ეკლესიას განსაკუთრებული როლი მიუძღვის, სწორედ ამით ხსნიან რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელისგან მიწვევის მიღებას.
|
ია აბულაშვილი 03.11.2017
დღევანდელ სტატიაში მკითხველს, გვინდა, გავაცნოთ ნაკლებად ცნობილი ამბები ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის - თავად დიმიტრი ჯორჯაძის საინტერესო ბიოგრაფიიდან, რომელმაც 1931 წელს ბელგიაში გამართული ავტორბოლა მოიგო და გრან-პრის მფლობელი გახდა, პარტნიორობას კი ცნობილი ავტომრბოლელი გოფრედო ზეენდერი უწევდა.
|
ნინო ქეთელაური 03.11.2017
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსული და ქართული საეკლესიო ჯგუფები მართლა იმისთვის უნდა შეიკრიბოს, რომ გაარჩიოს, აფახაზეთის ეკლესიის წიაღში რა ხდება, ცდება. სინამდვილეში, ეს არის რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი პოლიტიკური ნაბიჯი, რომ ქართულ საზოგადოებას ეკლესიის მეშვეობით კოჭი გაუგოროს," - ასე აფასებს პოლიტოლოგი, კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ქართული და რუსული ეკლესიების ერთობლივი ჯგუფის შექმნის ინიციატივას.
|
ნათია ლომიძე 03.11.2017
ავტომობილების რეალიზაცია განბაჟების გაძვირების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამისა, საავტომობილო ბაზარი მანქანების სიმცირეს არ განიცდის. სამაგიეროდ, მყიდველია ცოტა. იმპორტიორთა ნაწილი რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობს.
|
თიკო ოსმანოვა 03.11.2017
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ილია მეორის მოსკოვში ვიზიტში ცუდს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ურთიერთობის დასარეგულირებლად ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელიცაა, რადგან სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები ყველგან უნდა დავიცვათ.
|
გვანცა ღვედაშვილი 03.11.2017
აიკრძალება თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე მიყიდვა, ჯერ ისევ უცნობია. გაურკვეველია ისიც, თუ რა ეტაპზეა ორგანული კანონი, რომელმაც აღნიშნული საკითხი უნდა დაარეგულიროს. მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ უკვე მეორედ გამოცხადებული მორატორიუმი კი, ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, ისეთივე არაკონსტიტუციურია, როგორიც პირველი იყო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|