გვანცა ღვედაშვილი 02.11.2017
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი და კატალონიის მთავრობის რამდენიმე ყოფილი წევრი ჩვენების მისაცემად დაიბარა. თუმცა, ადვოკატის თქმით, პუჩდემონი სასამართლოზე მისვლას არ აპირებს და იგი მოვლენებს შორიდან დააკვირდება.
|
მარი ჩიტაია 01.11.2017
სამომხმარებლო ბაზარი მორიგი გაძვირებისთვის ემზადება. იმპორტიორები უკვე ამბობენ, რომ არსებული ფასების შენარჩუნება შეუძლებელია და უახლოეს დღეებში ყველა პროდუქტზე ფასის მინიმუმ 5%-იანი მატება გარდაუვალია. ისიც იმ პირობებში, თუ ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე დარჩება. გაძვირება შეეხება აბსოლუტურად ყველა დასახელების პროდუქტს - როგორც იმპორტირებულს, ასევე ადგილობრივს.
|
თიკო ოსმანოვა 01.11.2017
ბოლო 5 თვეში წყვილზე ეს უკვე მეორე თავდასხმა იყო და უკრაინელი მებრძოლი ქალისთვის საბედისწრო აღმოჩნდა. ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა ბატალიონის ყოფილი მეთაურის ცოლი და დონბასის ომის ვეტერანი ამინა ოკუევა მეუღლესთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს. ქმარი, ადამ ოსმაევი, რომელიც ადრე პუტინზე თავდასხმის მომზადებაში იყო ეჭვმიტანილი, გადარჩა, ცოლი ადგილზე დაიღუპა. ქმარი, ადამ ოსმაევი, რუსულ კვალზე საუბრობს.
|
თამარ ადუაშვილი 01.11.2017
ქართულ ტელემაუწყებლობაში ბორბალი უკუღმა დატრიალდა - ადრე (2012-მდე) ტელეკომპანიები ითხოვდნენ, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მათი არხები უფასოდ ჩაერთოთ, ახლა გავრცელების უფლებას გარკვეული საფაურის სანაცვლოდ აძლევენ. შედეგად, 1-ლი დეკემბრიდან 500 000-ზე მეტ მომხმარებელს ქართული არხების მისაღებად დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.
|
გვანცა ღვედაშვილი 01.11.2017
"ქართველთა მარშის" მიერ ფეხბურთის ფედერაციასთან მოწყობილი აქციის დროს პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, რომელთა შორისაც მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილია. აღსანიშნავია, რომ აქციაზე სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. ამასთან, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო ტალღა, რომელიც გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდასაჭერ სამკლავურის გაკეთებამ გამოიწვია, ამით არ დასრულდება.
|
ნათია ლომიძე 01.11.2017
მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდება. ფასი ელვის სისწრაფით მატულობს და ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. 1 ბარელის ღირებულებამ უკვე 61 აშშ დოლარს მიაღწია. სპეციალისტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, თუ რა იქნება მოკლევადიან პერიოდში და რამდენად დაბალანსდება შავი ოქროს ღირებულება. რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, აქ ნავთობის გაძვირებას საერთაშორისო ტენდენციასა და ლარის გაუფასურებას უკავშირებენ და არ გამორიცხავენ, რომ მოკლევადიან პერიოდში საწვავი კიდევ უფრო გაძვირდეს.
|
ნინო ქეთელაური 01.11.2017
"თუ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცა და ხელისუფლებამ ვერ შეძლო საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ეს დარჩება დიდ ლაქად შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის," - ასე აფასებს ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტს პოლიტოლოგი, მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ კვესელავა.
|
ნათია ლომიძე 01.11.2017
კატალონიაში განვითარებული მოვლენები, როგორც ბევრი ადგილობრივისთვის, ასევე იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვისაც მოულოდნელი იყო. ბარსელონაში უამრავი საქართველოს მოქალაქე მუშაობს. ისინი ჯერჯერობით ძველებურად აგრძელებენ ცხოვრებას, თუმცა რა იქნება მომავალში, ამის თქმა უჭირთ.
|
ნინო ქეთელაური 01.11.2017
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროს პოლ მანაფორტისა და მის საქმიან პარტნიორს, ბიზნესმენ რიკ გეითსს შინაპატიმრობა მიესაჯათ. ამასთან, გირაოს სანაცვლოდ მანაფორტს 10 მილიონი, ხოლო გეითსს 5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრათ. საქმე ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას, რომლის გამოძიებისას მანაფორტის 12 ბრალდება წაუყენეს.
|
ია აბულაშვილი 01.11.2017
ამერიკაში მოღვაწე ქართველებსა და მათ წარმატებულ საქმიანობაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს და ამის შეხსენებით თავს აღარ შევაწყენთ, მაგრამ სად იყო სამშობლოდან გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების თავშეყრის ადგილი და როგორ ატარებდნენ დროს, ამის შესახებ ერთ საინტერესო ისტორიას გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.
|
თამარ მუკბანიანი 01.11.2017
"სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულება რომ კაბალურია და მისი გაწყვეტა დროზე ადრე რომ უნდა მოხდეს, ეს უკვე ყველა თბილისელისთვის აქსიომაა. მიუხედავად დიდი სოციალური პრობლემებისა, უწესრიგო მშენებლობებისა და ჰაერის დაბინძურებისა, დედაქალაქის მერობის კანდიდატების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ პარკირების კომპანიის დროზე ადრე შეზღუდვა იყო. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა თბილისის ახლად არჩეული მერი კონტრაქტის გაწყვეტას იმ ორგანიზაციასთან, რომლის საქმიანობასაც ცალსახად უარყოფითად აფასებდა წინასაარჩევნო პროცესში.
|
ნინო ქეთელაური 31.10.2017
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს, პოლ მანაფორტის და მის საქმიან პარტნიორს, ბიზნესმენ რიკ გეითსს შინაპატიმრობა მიესაჯათ. ამასთან, გირაოს სანაცვლოდ მანაფორტის 10, ხოლო გეითსს 5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრათ. საქმე ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას, რომლის გამოძიებისასაც მანაფორტის 12 ბრალდება წაუყენეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|