ნათია ლომიძე
26.10.2017

 მსოფლიოს მასშტაბით ტყის საფარი ნადგურდება. წინა წლის მონაცემებით, დაკარგული ტყეების რაოდენობამ 29.7 მილიონი ჰექტარი შეადგინა. ეს შეუქცევადი პროცესი დაუდევრობის შედეგია, რომელმაც საქართველოშიც იჩინა თავი. ტყის მასივის გაჩანაგების საფრთხე ყოველწლიურად გეომეტრული პროგრესიის სისწრაფით იზრდება. სპეციალისტები მსოფლიო მდგომარეობის პარალელურად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც საგანგაშოს უწოდებენ და სახელმწიფოს როლზე საუბრობენ.

მარი ჩიტაია
26.10.2017

 საპენსიო ასაკის გათანაბრებასთან დაკავშირებით აზრთა სხვაობაა. როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ დროთა განმავლობაში ბიუჯეტი ვეღარ შეძლებს დამატებითი საპენსიო ხარჯის გაწევას. მართალია, ოფიციალურად ამ მიზეზის დასახელება არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია, რომ საპენსიო ასაკის გათანაბრების მოწინააღმდეგე მხარე სწორედ ამ არგუმენტს ეყრდნობა. სინამდვილეში, სახელდება სხვა მიზეზი, როგორიცაა, მაგალითად, "ღირსეული ცხოვრების პირობების" შეთავაზება ამ კატეგორიის ადამიანებისთვის.

გვანცა ღვედაშვილი
26.10.2017

 ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში შესვლისას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის - საქართველოსთვის, ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა.

ეკატერინე ბასილაია
26.10.2017

 ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ე.წ. მინისტრი დიმიტრი მედოევი "ოფიციალური ვიზიტით" კატალონიაში იმყოფებოდა და ბარსელონაში "სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა".

ნათია ლომიძე
26.10.2017

 ლარის გაფასურების პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ გულგრილად აკვირდება. ფაქტია, რომ უწყების მხრიდან დევალვაციის შესაჩერებლად არანაირი ქმედითი ღონისძიება არ ტარდება, პირიქით, სებ-ის ინერტული პოზიცია ლარს უფრო მეტად ასუსტებს. ამასობაში ფასები მაღლა მიიწევს და ძალიან მალე ინფლაციის შეჩერება შეუძლებელი გახდება. ფინანსისტები თვლიან, რომ მიმდინარე წლის ნოემბრიდან ლარი 2.56-იან მაჩვენებელს გადასცდება, ხოლო ინფლაცია სამომხმარებლო პროდუქტებზე 12%-საც კი მიაღწევს.

ია აბულაშვილი
26.10.2017

 მე-19 საუკუნის ბოლო, ტფილისი, სასამართლო დარბაზი. განსასჯელის სკამზე "სტატსკი სოვეტნიკის" მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელია, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება.

თიკო ოსმანოვა
26.10.2017

 "ზუსტად ის შედეგი, რაც ახლა "ქართულმა ოცნება" დადო, 2010 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიპოვა, 2 წლის შემდეგ კი დაკარგა ძალაუფლება. ეს ძალიან კარგად უნდა გაიგონ "ოცნების" ლიდერებმა და არ ჰქონდეთ რაღაც ილუზია.

მარი ჩიტაია
26.10.2017

 ლარის გაუფასურების კვალდაკვალ კომუნალური გადასახადების გაზრდის საფრთხე დიდია. ლარის გაუფასურება და ფინანსური ბაზრის არასტაბილურობა ტარიფების გაძვირების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. ცნობილია, რომ დენის გადასახადი 2,40-ზეა დათვლილი, კურსი კი უკვე 2,55-ის ფარგლებშია. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, წლის ბოლოს 2,60-საც მიაღწევს. ენერგეტიკოსები გვაიმედებენ, რომ ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელია, მაგრამ რა მოხდება მაღალი კურსის პირობებში, ამაზე ცალსახა პასუხი არავის აქვს.

ნინო ქეთელაური
26.10.2017

 მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების განხორციელება შესაძლებელია - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში აცხადებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში საკუთარი სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების საკითხის იგნორირებას ახდენს.

გვანცა ღვედაშვილი
26.10.2017

 "ცუდ ამბავს ყოველთვის მეორე პირი ამბობს, ამიტომაც როგორც კი მოვისმინე, რომ განცხადებას მინისტრის მოადგილე აკეთებდა დეტალებში ჩაუხედავად, ნათელი იყო, რომ ეს ცუდი ინფორმაცია იქებოდა.

თიკო ოსმანოვა
26.10.2017

 59 თვითმმართველი ქალაქიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ თიანეთს ეყოლება ოპოზიციონერი მერი, 6 ქალაქში კი არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. თიანეთში არჩევნების 4-დღიანი ეპოპეა თამაზ მეჭიაურის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა სამართლებრივი დავა გრძელდება.

მარი ჩიტაია
25.10.2017

 საქართველოში ათეულობით უძრავი კომპანიაა, რომლებმაც მობინადრეების წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. "ცენტრ-პოინტი" გახმაურებული საქმეების გამო თავს, უბრალოდ, არ გვავიწყებს, მაგრამ უამრავი საშუალო კომპანიაა, რომელთა მიერ დაზარალებულთა რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია (აქედან 6000-მდე მეტი მარტო "ცენტრ-პოინტზე" მოდის). საეჭვოა, მათთვის რამე შეიცვალოს და კომპანიებმა შეასრულონ წლების წინ მიცემული პირობა, ვინაიდან მათი უმეტესობა უკვე გაკოტრებულია. ასეთი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სამშენებლო კომპანიების საერთო რადენობის 20%-ია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×