თიკო ოსმანოვა
25.10.2017

 თიანეთის მერის არჩევნების შედეგები ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. 48 საათში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4-ჯერ შეცვალა შედეგი, საბოლოოდ კი ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ მოიგო თიანეთის ადგილობრივი არჩევნები - "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა თუ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა თამაზ მეჭიაურმა. 4-ჯერ შეცვლილი შედეგებით არჩევნებს ხან მეჭიაური იგებს, ხან - ქიტესაშვილი. ბოლო მონაცემებით, ჯერჯერობით ისევ ლელა ქიტესაშვილი იგებს. მეჭიაური დავას სასამართლოში აგრძელებს, არჩევნების გაყალბებაში კი უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს ადანაშაულებს.

ეკატერინე ბასილაია
25.10.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობა მცირდება, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 25%-ით ნაკლები ბავშვია დაბადებული და აფხაზური მედია და დე ფაქტო ხელისუფლება დემოგრაფიულ პრობლემებზე წუხან.

გვანცა ღვედაშვილი
25.10.2017

 სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით "ქალთა მოძრაობამ" პარლამენტში 1 000 ხელმოწერა შეიტანა, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში "ფეისბუქის" საშუალებით შეაგროვა. იურისტი ლია მუხაშავრია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აუცილებელია, პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომელიც სექსუალურ შევიწროებას დასჯადს გახდის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნების გავრცობა ძალზე ფართოდ არის შესაძლებელი, მისი თქმით, საქართველოში ყველა ჩვენი მოქალაქე თავს დაცულად უნდა გრძნობდეს.

თამარ მუკბანიანი
25.10.2017

 პლასტიკური ოპერაციების პოპულარობა დღითი დღე იზრდება და ეს სფერო და მისი შესაძლებლობებიც უფრო და უფრო ფართოვდება. ადამიანებს სურთ, ახალგაზრდა სხეული რაც შეიძლება, დიდხანს შეინარჩუნონ. სილამაზე რომ მსხვერპლს მოითხოვს, ეს ფრაზა თითქმის ყველას სმენია, თუმცა პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ეს მსხვერპლი ჯანმრთელობაც არის ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში პოსტოპერაციული სირთულეები მინიმუმამდე დავიდა, რისკი მაინც არსებობს.

თიკო ოსმანოვა
25.10.2017

 მკველობა თუ სუიციდის შემთხვევა - რა გახდა ყვარელში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის გარდაცვალების მიზეზი, რამდენიმე დღეში გაირკვევა, მანამდე კი შს სამინისტრო თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. გარდაცვლილის ოჯახს სუიციდის ვერსიის არ სჯერა და ექსპერტიზის პასუხს ელოდება. ამის თქმის საფუძველს მათ გარდაცვლილის სხეულზე აღმოჩენილი მრავლობითი დაზიანება აძლევთ.

ნინო ქეთელაური
25.10.2017

 საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის "ახალი ძალების" ლიდერ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური კიევი გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

ია აბულაშვილი
25.10.2017

 "ფილოსოფია არ იყო ჩემთვის ერთი საქმეთაგანი, ფილოსოფია ჩემი სასიცოცხლო ამოცანა იყო მუდამ; ფილოსოფია იყო ჩემთვის სიბრძნისა და სიკეთის წვდომის წყარო", - ეს სიტყვები ეკუთვნის შალვა ნუცუბიძეს, კაცს, რომელმაც ცხოვრების მიზნად ფილოსოფია აირჩია.

ნათია ლომიძე
24.10.2017

 როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების ჩატარებისთანავე ლარმა თავბრუდამხვევი სისწრაფით დაიწყო გაუფასურება. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებული ომახიანი განცხადება აბსოლუტურად მცდარი აღმოჩნდა. ფინანსისტები და უმრავლესობის დეპუტატებიც კი დევალვაციაზე პასუხს ეროვნულ ბანკს სთხოვენ.

ნინო ქეთელაური
24.10.2017

 "არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების მზაობა არსებობს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ 2020 წლისთვის მოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც გარკვეულწილად “ქართული ოცნების” წიაღიდან იქნება წარმოდგენილი”, - აცხადებს პოლიტოლოგი, მეცნიერ-ექსპერთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ კვესელავა “რეზონანსთან” საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
24.10.2017

 12 ნოემბერს კახა კალაძე თბილისის მმართველობას ოფიციალურად შეუდგება და ის მერიაში ახალი გუნდით მიდის. დედაქალაქის ახლად არჩეული მერი საკადრო ცვლილებებს უკვე აანონსებს.

მარი ჩიტაია
24.10.2017

 ავტომობილის ტექდათვალიერებისთვის მომზადებამ, შესაძლოა, უშუალოდ მანქანის ღირებულებასაც კი გადააჭარბოს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, გამორიცხული არ არის, ზოგიერთი მანქანის მოწესრიგება 500-1000 ლარიც დაჯდეს, ზოგს კი 1500 ლარიც არ ეყოს. გარდა ამისა, ძველი მანქანის მფლობელს საკუთარი ავტომობილის "მწყობრში მოსაყვანად" საკმაო დრო და ენერგია დასჭირდება.

თამარ მუკბანიანი
24.10.2017

 სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წლიური შემოსავალი, 2015 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ 17 ლარით გაიზარდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მატებამ მინიმალური თანხა - 8 ლარი შეადგინა. ლარის დევალვაციისა და მაღალი ინფლაციის ფონზე, ამ შემოსავლით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. საქმეს ვერ შველის ვერც სოციალური შემწეობა და ვერც მთის კანონით დადგენილი სხვადასხვა ტიპის შეღავეთები.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×