თიკო ოსმანოვა 24.10.2017
"მოკლე პერიოდში ამას თვალნათლივი უარყოფითი შედეგი არ ექნება, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში, რასაკვირველია, ძალიან ცუდად დამთავრდება მმართველი პარტიისათვის. მით უმეტეს, როდესაც პარტიის შიგნით ფეხი მოიკიდა ძალზე ფეთქებადმა საკადრო პოლიტიკამ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
|
ნინო ქეთელაური 24.10.2017
"როგორც გამოჩნდა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი აქვს მთლიანად პარტიულ პოლიტიკას, მათ შორის მმართველ ძალას. შესაბამისად, ახალი პოლიტიკური ძალის საჭიროება ჩნდება, რომელიც სამომავლოდ შეიძლება სწორედ კალაძეს დაუკავშირდეს", - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას.
|
ნათია ლომიძე 24.10.2017
სასამართლოს მიერ 185-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა არ დააზარალებს უძრავი და მოძრავი ქონების არც ძველ მესაკუთრეს და არც მის შემდგომ შემძენ პირს. კანონში შესული ცვლილებების შემდეგ აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა იურისტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეული რისკები წარმოიქმნება. რეალურად კი, კანონში მხოლოდ ცალკეული ცვლილება შევიდა, რაც სამართლის სფეროს სპეციალისტების ნაწილის გამართლებულად მიაჩნია.
|
თამარ მუკბანიანი 24.10.2017
სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წლიური შემოსავალი, 2015 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ 17 ლარით გაიზარდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მატებამ მინიმალური თანხა - 8 ლარი შეადგინა. ლარის დევალვაციისა და მაღალი ინფლაციის ფონზე, ამ შემოსავლით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. საქმეს ვერ შველის ვერც სოციალური შემწეობა და ვერც მთის კანონით დადგენილი სხვადასხვა ტიპის შეღავეთები.
|
ნინო ქეთელაური 24.10.2017
ყირგიზეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა გაიმარჯვა, მისმა მთავარმა კონკურენტმა, ოპოზიციონერმა ომურბეკ ბაბანოვმა ხმების მესამედი მიიღო.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.10.2017
თვითმმართველი თემის, თიანეთის მერის არჩევნების შედეგები ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. ერთადერთი პრეცედენტი კი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” პირველივე ტურში მარცხდებოდა, ცესკოს გადაწყვეტილებით გაუქმდა.
|
ეკატერინე ბასილაია 23.10.2017
51%-ით თბილისის მერი "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე გახდა. თბილისის საკრებულოში კი მმართველმა პარტიამ 40 დეპუტატი გაიყვანა - 25 მაჟორიტარი და პარტიული სიიდან 15 დეპუტატი. ოპოზიციას 50-კაციან საკრებულოში ექნება მხოლოდ 10 მანდატი: "ნაციონალურ მოძრაობას" - 5, "ევროპულ საქართველოს" - 3 და "პატრიოტთა ალიანსს" - 2.
|
თიკო ოსმანოვა 23.10.2017
მეორე ტური თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის გარდა კიდევ 5 ქალაქში ჩატარდება, სადაც მერის გამოვლენა პირველ ტურში ვერ მოხერხდა. ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და მარტვილი - ამ ქალაქებში მეორე ტურით, შესაძლოა, ხელისუფლება შეიცვალოს. სხვაგან ყველგან, ერთი გამონაკლისის გარდა, მმართველი პარტიის კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი გადალახა და უკვე გაიმარჯვა.
|
ეკატერინე ბასილაია 23.10.2017
თბილისის მერობის არჩევნებში მთავარი ინტრიგა იყო, იქნებოდა თუ არა მეორე ტური და შეძლებდა თუ არა უპარტიო და უფულო კანდიდატი, მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი გამხდარიყო. მეორე ტური არ შედგა, 51.13%-ით გაიმარჯვა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მეორე ადგილზე კი დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გავიდა 17.49%-ით და მმართველ პარტიასთან კონკურენციაში ყველა ოპოზიციური პარტია უკან ჩამოიტოვა.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.10.2017
ქუთაისში ქალაქის მერის გამოსავლენად არჩევნების მეორე ტური გაიმართება. თვითმმართველ ქალაქებს შორის ქუთაისი ერთადერთია, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი პირველსავე ტურში ვერ გადალახა. ჯერჯერობით უცნობია, გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები მეორე ტურში გასული "ნაციონალის" - გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად. პოლიტოლოგების შეფასებით კი, გაერთიანება საეჭვოა, რადგან, ჯერ ერთი, რომ ოპოზიციას ეს ისედაც უჭირს და, მით უმეტეს, "ნაცმოძრაობის" ღიად მხარდაჭერას ყველა პარტია ერიდება.
|
ია აბულაშვილი 23.10.2017
"არ მოველოდი, რომ ტფილისში ასე კარგად ეცოდინებოდათ ჩემი მუსიკა. ჩემს ოპერებს აქ უფრო ხშირად ასრულებენ, ვიდრე სხვაგან. მე ეს ყველაფერი მეტად მსიამოვნებს და ტფილისის ტრფიალად მაქცევს, რომელიც ისედაც ძალიან მომწონს", - ეს სიტყვები ტფილისის მოტრფიალე დიდ რუს კომპოზიტორ პიოტრ ჩაიკოვსკის ეკუთვნის, რომელიც საქართველოს ხშირი სტუმარი იყო, სადაც ყველაფერი მოსწონდა - საოცარი სამხრეთული კლიმატი იტალიური ზამთრით; ყველგან უამრავი ყვავილები; თბილისის ვიწრო ქუჩაბანდები, ვენეციას რომ აგონებდა; მუშტაიდის ბაღი, სადაც მარტო სეირნობდა; კონსულის ქუჩა, სახლი, რომელშიც ცხოვრობდა...
|
თიკო ოსმანოვა 23.10.2017
"სამწუხაროდ, ეს პროცესი შეიძლება რევოლუციური კრიზისისკენ გადაიხაროს. როდესაც აბსოლუტური ძალაუფლება გადადის ერთ ხელში და პოლიტიკურ პროცესებს პერსპექტივა უკვდება, როგორც კი გამოჩნდება რეალური ალტერნატივა, ის წალეკავს ყველას და ყველაფერს. ეს არ მოხდება ძალიან გვიან, როგორც ხელისუფლებას ჰგონია", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
|
|