ნინო ქეთელაური 28.10.2017
ევროკავშირი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის წინ ორგანიზაციის წევრებს, მათ შორის საქართველოს, 20 წინადადებას შესთავაზებს, რაც 2020 წლამდე უნდა შესრულდეს. ამის შესახებ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში გამართულ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
|
მარი გოცირიძე 27.10.2017
სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“, ახალ ფორმატში გადასვლის შემდგომ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მუშტაიდის ბაღთან მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან პირველი სუპერმარკეტი გახსნა.
მრავალფეროვანი, უმაღლესი ხარისხის პროდუქტები, "სმარტის" წარმოების ყოველდღიურად ახალი, უგემრიელესი პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი, მისაღები ფასები, უფასო WI-FI და სხვადასხვა სერვისები "სმარტის" მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის.
|
თიკო ოსმანოვა 27.10.2017
თვითმმართველ ქალაქებში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. გამომდინარე იქიდან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, ინტრიგა რჩება მხოლოდ ოთხ ქალაქში - ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომსა და ოზურგეთში. ესენი ის რეგიონებია, რომლებიც "ოცნებისთვის", შესაძლოა, აქილევსის ქუსლი აღმოჩნდეს, აქედან რომელიმეში საადავეების აღება ვერ შეძლოს და თიანეთის ანალოგიური სცენარი განვითარდეს. ამ მხრივ კი ყველაზე საინტერესოდ ბორჯომი და ოზურგეთი განიხილება, სადაც კონკურენტებს, პრაქტიკულად, ერთნაირი შანსი აქვთ. ყოველ შემთხვევაში, არჩევნების შედეგების მიხედვით ასე ჩანს.
|
ნათია ლომიძე 27.10.2017
საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული ბრძოლა გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კერძო კომპანიებში დაზღვეული მოქალაქეების საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან ამოღება. "იმედი მაქვს, ამ ადამიანებს სრულად აღუდგებათ საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურება", - აცხადებს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი.
|
ეკატერინე ბასილაია 27.10.2017
"სეპარატიზმის იდეა უკვე დამარცხდა, რაც ჩვენთვის კარგია... ევროპა კატალონიას არასდროს აღიარებს, კატალონიას კი რუსეთი არ ჰყავს, რომელიც შეინახავს" - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
|
ეკატერინე ბასილაია 27.10.2017
დღევანდელი დღე, შესაძლოა, კატალონიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. დღეს ესპანეთის სენატში საგანგებო კენჭისყრა იმართება, სადაც კატალონიის ავტონომიის დროებით გაუქმება და კატალონიის რეგიონული ჟენერალიტეტისა (მთავრობის) და პარლამენტის დათხოვნა მოხდება, ასევე, 6 თვის განმავლობაში ვადამდელი არჩევნებიც გამოცხადდება. საპასუხოდ კი, კატალონიის მთავრობის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ კატალონიაში ვადამდელი არჩევნები არ იქნება. მან ავტონომიის პარლამენტს მოუწოდა, ესპანეთიდან გამოყოფა ოფიციალურად გამოაცხადოს.
|
მარი ჩიტაია 27.10.2017
მომავალ 2 თვეში ლარის კურსის გაუფასურებაზე ნეგატიურ გავლენას საბიუჯეტო გადასახდელებიც მოახდენს. წლის ბოლომდე საბიუჯეტო დასახარჯის მოცულობა იმდენად მაღალი იქნება, რომ სავალუტო ბაზარზე მისი უარყოფითი როლი სავსებით მოსალოდნელია.
|
გვანცა ღვედაშვილი 27.10.2017
კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად მუშაობას ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს. ამბობს, რომ მზად არის, ითანამშრომლოს ყოფილ ოპონენტებთან, თუმცა ოპოზიციონერი კანდიდატები მერთან თანამშრომლობის საკითხს განსხვავებულად აღიქვამენ. ნაწილისთვის ეს პროცესი მისაღებია, ნაწილისთვის კი შემოთავაზება არადამაჯერებელი და ამავდროულად მიუღებელია.
|
ია აბულაშვილი 27.10.2017
"კალაძემ პოლიტიკურად თავისი პოზიცია გაიმყარა, არჩევითი თანამდებობა დაიკავა, ვერავინ მოხსნის ვადის ამოწურვამდე. რაც შეეხება იმას, როგორი მერი იქნება, რა თქმა უნდა, ნარმანიასთან შედარებით ბევრად უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა.
|
გვანცა ღვედაშვილი 27.10.2017
"ჩვენ რომ არ გვქონდეს დასაბუთებული ეჭვები და ეს უბნები რეალურად გაყალბებული არ იყოს, ამ შემთხვევაში ხელისუფლება მოიწვევდა ჟურნალისტებს, გახსნიდა ამ უბნებს და ყველას აჩვენებდა, როგორ სამართლიანად ჩატარდა არჩევნები და როგორ ტყუილად ხმაურობს ოპოზიცია," - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ საქართველოსთან" კოალიციაში.
|
ია აბულაშვილი 27.10.2017
"სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ზუსტი დათარიღება, ყოველმხრივი აღწერა, დეტალური მასალა ისეთი ბრწყინვალე ქართული ძეგლებისა, როგორიც არის ოშკი, იშხანი, ხახული, ბანა და სხვა, რომლებიც თურქეთის მიწა-წყალზე მდებარეობს... და მათი ნიმუშები, ფრესკების ასლები, აღწერანი და დეტალები, ექვთიმე თაყაიშვილის თქმით, "ერთ მუზეუმს ეყოფოდა", - წერდა ლადო გუდიაშვილი.
|
ნინო ქეთელაური 27.10.2017
"რაც დრო გადის, საზოგადოების მხრიდან სულ უფრო იზრდება ნეგატიური დამოკიდებულება იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის დაპირებების რეალიზაციის პროცენტი ძალიან დაბალია," - ასე აფასებს არჩევნების შედეგებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
|
|