ია აბულაშვილი
21.10.2017

 "ლიტერატურის ისტორიას ახსოვს ადამიანები, რომლებმაც, როგორც მწერლებმა, ფეხი თბილისში აიდგეს. ტოლსტოის "ბავშვობა" თბილისში ყოფნის დროს დაიწერა. ეს ადგილი და დრო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერლის დაბადების დროდ და ადგილად იქცა. ამის შემდეგ ლევ ტოლსტოის ნაწრმოებებში თბილისის, საქართველოს ან ქართული გვარის ყოველი გაელვება სიკეთის ნიშნითაა მარკირებული", - წერს ერთ-ერთ სტატიაში ლევან ბერძენიშვილი.

თიკო ოსმანოვა
21.10.2017

 ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე მსჯელობდნენ, საბჭოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. იუსტიციის უმალესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა კოლეგები ზეგავლენაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, გამოიწვია იმან, რომ უვადო გამწესებაზე წარდგენილი მოსამართლეების ნაწილს არაკეთილსინდისიერი უწოდა.

გვანცა ღვედაშვილი
20.10.2017

 "დაძაბულობა შესაძლოა, დაფიქსირებული იყოს თბილისის რამდენიმე უბანზე, ასევე სამეგროლოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში", - ამ პროგნოზს, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" ინტრევიუში აკეთებს.

ნინი საყვარელიძე
20.10.2017

 "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ისნის რაიონის მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობს. მისი თქმით, ერთია, იცოდე, რა აწუხებს მოსახლეობას და მეორეა - გქონდეს რეალური შესაძლებლობა პრობლემების დაძლევისა. მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა სწორედ ამის შესაძლებლობა მისცა.

ეკატერინე ბასილაია
20.10.2017

 შენგენის ზონაში მგზავრობის წესები, შესაძლოა, გამკაცრდეს. გამკაცრება შეეხებათ უვიზო მიმოსვლის მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს და ახალი რეგულაციები ძალაში, სავარაუდოდ, 2020 წელს შევა.

ნინო ქეთელაური
20.10.2017

 არჩევნების მოახლოებასთან ერთად "პლაკატების ომი" აზარტულ ფაზაში გადავიდა. პარტიები ერთმანეთს საკუთარი სააგიტაციო მასალების ჩამოხევასა და განადგურებაში ადანაშაულებენ, რაც, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია და კანონით ისჯება.

გვანცა ღვედაშვილი
20.10.2017

 დედაქალაქში ყოველდღიურად ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი მოძრაობს, სატრანსპორტო კოლაფსი კი დღითიდღე უფრო რეალური ხდება. როგორც საგზაო საკითხების ექსპერტები "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, თბილისში პიკი საათის ცნება ნელ-ნელა ქრება, რადგან ქალაქში თავისუფლად გადაადგილება დღის ნებისმიერ მონაკვეთში პრობლემურია.

მარი ჩიტაია
20.10.2017

 ლარის კურსის ხელოვნური წონასწორობა წლევანდელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აშკარად შესამჩნევია. ვერ ვიტყვით, რომ კურსი სტაბილურია, მაგრამ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ძალისხმევა ბოლო დროის სავალუტო დინამიკას ნამდვილად ეტყობა. სპეციალისტები სამომავლოდ განსაკუთრებულ ცვლილებას არ ელიან, თუმცა ფიქრობენ, რომ არჩევნების შემდეგ კურსი აიწევს და ნოემბერში 2,55-ის ფარგლებში იმერყევებს.

ია აბულაშვილი
20.10.2017

 "კალაძე ახალი ტიპის ლიდერია - პოლიტიკის სპორტსმენი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა თასის მოპოვება. მისთვის დღეს ერთ-ერთი ასეთი თასი ქალაქ თბილისის მერობაა. იმ შემთხვევაში, თუ ის ქალაქის მერად აირჩიეს, დარჩება პოლიტიკის სპორტსმენად და მისი შემდგომი თასი უნდა ვეძებოთ პრემიერ-მინისტრის სავარძელში," - განაცხადა პოლიტიკური მარკეტინგის ექსპერტმა კახაბერ ჯაყელმა, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრა.

ნათია ლომიძე
20.10.2017

 საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯი საგრძნობლად იზრდება, მისი წილი ბიუჯეტის 1/3-ია. როდესაც ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი აბსოლუტური სიღატაკის ზღვარს ქვემოთაა, მსგავსი ხარჯები გაუმართლებელია. სპეციალისტები სახელმწიფოს ურჩევენ, ბიუროკრატიული ხარჯები შეკვეცოს და სახელმწიფოს როლი დასაქმების მიმართულებით შეამციროს.

თიკო ოსმანოვა
20.10.2017

 "ერთადერთი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, რაც ხდება, თბილისის მერის არჩევნებია - სხვა ყველაფერი არის არაფრის მთქმელი და მომცემი არჩევნები. ვიცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში არც არასოდეს ნიშნავდა რამეს. ერთადერთია თბილისის მერი, რომელიც სახალხო ლეგიტიმაციით სარგებლობს, ის, ფაქტობრივად, მეორე ადამიანია ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, სწორედ მანდ არის ინტრიგა. სუსტი, მაგრამ თეორიული შანსი არსებობს, რომ რაღაც საინტერესო პროცესი მივიღოთ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ია აბულაშვილი
20.10.2017

 უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მათ შორის ერთ-ერთი ალექსანდრე შერვაშიძეა, რომლის შემოქმედებამაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო სასცენო ხელოვნების ისტორიაში, მისი ნახატები კი დღესაც ამშვენებს მსოფლიოს სახელგანთქმული თეატრების მუზეუმებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×