თიკო ოსმანოვა
17.10.2017

 "გაყალბების საშიშროება იქნება მაშინ, თუ ამას მოინდომებენ არამარტო "ქართული ოცნება", არამედ "ნაციონალური მოძრაობა" და ის პარტიები, რომელთაც წევრები ჰყავთ საოლქო კომისიაში. სხვაგვარად გაყალბება გაჭირდება. არა მგონია, კარუსელებზე და რაღაცებზე იყოს საუბარი. გულწრფელად ვთქვათ, "ქართულ ოცნებას" ეს არ სჭირდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

მარი ჩიტაია
17.10.2017

 საქართველოში სამშენებლო ეკოლოგიის კუთხით არც ერთი ბინა და შენობა არ არის შემოწმებული. უცნობია, რა მასალით შენდება კორპუსები ან რამდენად უსაფრთხოა საშუალებები, რომლებიც ბინების რემონტის დროს გამოიყენება. შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს ძალიან კარგ, გარემონტებულ სახლში, თავს გრძნობდეს კომფორტულად, მაგრამ ნელ-ნელა იწამლებოდეს აზბესტის შემცველი, კანცეროგენური მასალებით ან რადიოაქტიური საღებავებით ან თუნდაც ლამინირებული ავეჯით.

ნათია ლომიძე
17.10.2017

 თბილისში უძრავ ქონებას ძირითადად დედაქალაქის ადგილობრივი მოსახლეობა, ემიგრანტები და უცხოელები ყიდულობენ. დიდი წილი კი მაინც ადგილობრივებზე მოდის, რომლებიც საკუთარ საცხოვრებელს გაფართოების ან ახლის შეცვლის პერსპექტივით ყიდიან. მყიდველებიც უბნების მიხედვით არიან დაყოფილი. ვინც ფინანსურად ძლიერია, ის უძრავ ქონებას ცენტრში იძენს, ხოლო ნაკლებად შემოსავლიანები ქალაქგარეთ სახლდებიან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ბოლო დროს ქონების შემძენთა კატეგორიას ემიგრანტები და უცხოელებიც შეუერთდნენ, რომლებიც ბინებს აქტიურად იძენენ.

ნინო ქეთელაური
17.10.2017

 უკრაინას ახალი თავსატეხი აქვს - იმიერკარპატების ოლქში, სადაც კომპაქტურად უნგრელები ცხოვრობენ, სეპარატისტული გამოსვლები დაიწყო. მათი პროტესტის მიზეზი ახალი კანონი გახდა, რომლის მიხედვითაც, მათ ტერიტორიაზე სწავლა უკრაინულის გარდა, სხვა ნებისმიერ ენაზე აიკრძალა.

თამარ მუკბანიანი
16.10.2017

 საქართველოში წელს უჩვეულოდ უხვნალექიანი და ცივი გაზაფხული და გვალვიანი ზაფხული იყო, რამაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსავლიანობა ძალიან შეამცირა. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში მოსავლის დიდი ნაწილი აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მომავალ ზაფხულამდე აგროპროდუქტის იმპორტის წილი მკვეთრად მაღალი იქნება.

თამარ ადუაშვილი
16.10.2017

 სექტემბრის თვეში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მე-9 საერთაშორისო კონფერენციას "მშენებლობისა და არქიტექტურის პრობლემებზე". "რეზონანსი" კონფერენციის მიზნებისა და შედეგების შესახებ ესაუბრა მის ორგანიზატორსა და ხელმძღვანელს საქართველოში, ააიპ "განათლებისა და მეცნიერების პროგრესის" პრეზიდენტს, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გელა ყიფიანს.

ნინო ქეთელაური
16.10.2017

 “აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორამცია, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან კიდევ ერთი საკმაოდ სერიოზული ბალისტიკური რაკეტის გაშვება მზადდება, ამიტომ, როგორც ჩანს, ეს წვრთნები ამ ფაქტთანაა დაკავშირებული”, - ასე აფასებს აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია.

ეკატერინე ბასილაია
16.10.2017

 საოკუპაციო რეჟიმის მიერ გალში მცხოვრები ქართველებისთვის ე.წ. ბინადრობის ნებართვის გაცემა გრძელდება და უკვე გაირკვა, რომ, მინიმუმ, 4 000 ქართველს ეს საბუთი აღარ მიეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 000 გალელს საკუთარ სახლში ჩასვლის უფლებას აღარ მისცემენ და აფხაზეთიდან ქართველების თანდათანობით გამოსახლება მოხდება.

გვანცა ღვედაშვილი
16.10.2017

 "პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მას შემდეგ გადავადდა, რაც "ევროპულმა საქართველომ" ცვლილების მხარდაჭერაზე "ოცნებასთან" დახურულ კარს მიღმა შეხვედრისას უარი თქვა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ახალი კონსტიტუციის დამტკიცებისას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
16.10.2017

 "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ნოემბრის სამიტის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო იკვეთება მისაღები გადაწყვეტილებების კონტურები. გასულ კვირას ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა შეათანხმეს დეკლარაციის ყველაზე სადავო პუნქტი, ხოლო ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოიცავს პარლამენტარების რეკომენდაციებს.

ნინი საყვარელიძე
16.10.2017

 მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. თბილისი ირჩევს მერს, რომელმაც მომავალი 4 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქალაქის ახლებურად განვითარება. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო პროგრამაში აქცენტს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე აკეთებს. სატრანსპორტო პრობლემებისა და ინფრასტურქტურული პროექტების განვითარებასთან ერთად, აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდა თაობის სრულფასოავნ მონაწილეობაზე დედაქალაქის აქტიურ ცხოვრებაში.

ეკატერინე ბასილაია
16.10.2017

 საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა, მოსახლეობა სწრაფად ბერდება. 2016 წელს დაბადებულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 4,5%-ით, დაახლოებით 2 700-ით შემცირებულია, სიკვდილიანობა კი - მომატებულია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×