თიკო ოსმანოვა 14.10.2017
შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ინტერესები მხოლოდ ყირიმით არ ამოიწურება და ახლო მომავალში მან, შესაძლოა, სხვა, ახალი ტერიტორიების ანექსია მოახდინოს. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი სარდალი, თადარიგში გასული ამერიკელი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი.
|
გვანცა ღვედაშვილი 13.10.2017
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის ტერიტორიაზე გართულებული კრიმინოგენული სიტუაციის გამო ე.წ. შს მინისტრი, ასლან კობახია გადააყენა. მის ადგილზე გენერალი გარი არშბა დაინიშნა, რომელიც 11 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ძალოვან უწყებებში სხვადასხვა სამმართველოს უფროსად მუშაობდა. თუმცა, მის მიერ აფახაზეთში კრიმინალური სიტუციის გამოსწორების იმედი კავკასიოლოგ მამუკა არეშიძეს არ აქვს. როგორც “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, გარი არშბა სოხუმის მილიციის უფროსიც იყო, თუმცა, მისი ხელმძღვანელობის დროს სოხუმში სიტუაცია არ შეცვლილა.
|
თიკო ოსმანოვა 13.10.2017
საქართველოდან გატაცებული და ბაქოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ საქართველო დატოვა და გერმანიას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ოჯახის ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ჩვენს ქვეყანაში მის სოცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ იძულებული გახდა, მეზობელი ქვეყანაც დაეტოვებინა.
|
თიკო ოსმანოვა 13.10.2017
კახი კალაძე, ალეკო ელისაშვილი, ზაალ უდუმაშვილი და ელენე ხოშტარია - ასეთია თბილისის მერობის კანდიდატების სავარაუდო ოთხეული. თითქმის ყველა ექსპერტის "პოლიტიკურ ტოტალიზატორში" ფსონები სწორედ ასეა გადანაწილებული. უჭირთ მეხუთე კანდიდატის დასახელება, თუმცა მთავარი ინტრიგა მეორე ტურთან დაკავშირებით იკვეთება. იქნება თუ არა და თუ იქნება, ვინ გავა მეორე ტურში - დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი თუ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი?! სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევით, სასწორის პინა ელისაშვილისკენ იხრება, თუმცა შედეგი 21 ოქტომბერს გამოჩნდება.
|
ნათია ლომიძე 13.10.2017
კომერციული ბანკები თამამად აცხადებენ, რომ ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა მკვეთრად შეუმცირდათ. ამ დროს ფიზიკური პირები და მეწარმეთა დიდი ნაწილი გადახდისუუნარობის გამო უძრავ ქონებას, რომლითაც საბანკო სესხი აქვთ უზრუნველყოფილი, სწრაფი ტემპით კარგავენ. საბანკო სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ტენდენცია ლარის გაუფასურებასთან ერთად გაიზარდა და თუ ეროვნული ვალუტა არ დასტაბილურდა, ვითარების უკეთესობისკენ შეცვლას არ უნდა ველოდოთ.
|
ეკატერინე ბასილაია 13.10.2017
"ქართული ოცნებიდან" პრეზიდენტთან დაპირისპირების მიზეზი არ ილევა, ამჯერად მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე დაუპირისპირდა იუსტიციის მინისტრი გიორგი მარგველაშვილს.
|
ნინო ქეთელაური 13.10.2017
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით გარდაიცვალა, ამის შესახებ განცხადებას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.
|
მარი ჩიტაია 13.10.2017
ბოლო 5 წელიწადში ბუნებრივი აირის მოხმარება საქართველოში თითქმის გაორმაგდა. 2012 წლიდან მოყოლებული, მოსახლეობისა და კომერციული სექტორის მიერ მოხმარებული გაზის მოცულობა კატასტროფულად მაღალ ნიშნულზეა. გაზის ბალანსი ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება.
|
თამარ მუკბანიანი 13.10.2017
მოხდენილი სხეული ბევრი ქალბატონის ოცნებაა. რას აღარ მიმართავენ მანდილოსნები ამის მისაღწევად - ვარჯიშებს, მედიკამენტებს და, რა თქმა უნდა, დიეტას, რომელთა დიდი ნაწილიც საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისათვის. რისკი მით უფრო იზრდება, თუ "რეცეპტი" ინტერნეტიდან არის ამოღებული და დიეტას ისე იცავენ, რომ არ იკვლევენ საკუთარ ჯანმრთელობას. დიეტოლოგები და ენდოკრინოლოგები ამბობენ, რომ თვითნებურად დაცული დიეტის თითქმის 35% სახიფათოა ზრდასრულ ასაკში, ხოლო მოზარდობის პერიოდში საფრთხე 70%-მდე იზრდება. შემთხვევათა თითქმის 20% კი ფატალურია.
|
ია აბულაშვილი 13.10.2017
"ამჟამად ყველაზე მეტად "კავკასიური წიგნი" მახარებს, რომელიც საუკეთესო იქნება მათ შორის, რაც ოდესმე დამიწერია," - წერდა კნუტ ჰამსუნი გერმანელ მეგობარს და გამომცემელს ალბერტ ლანგენს, თუმცა საუკეთესო ნაწარმოებად 1917 წელს დაწერილი "მიწის წვენი" იქცა, რისთვისაც გამოჩენილ ნორვეგიელ მწერალს კნუტ ჰამსუნს 1920 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.
|
ნათია ლომიძე 12.10.2017
მთავრობა მოსახლეობას ამშვიდებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი არ გაუფასურდება, კრიტიკოსებს კი მოუწოდებს, არ შექმნან ცრუ მოლოდინი კურსთან დაკავშირებით. მათი "სიმშვიდის" მიუხედავად, დამოუკიდებელ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარი ახალი წლის შემდეგ გაუფასურდება და ნიშნული 2.52-2.55-ის ფარგლებში იმერყევებს, ახალ წლამდე კი ქვეყანას 2.50-იან ნიშნულთან მოუწევს "გამკლავება".
|
ნინო ქეთელაური 12.10.2017
“მე ვფიქრობ, საარჩევნო ბატალიების საკითხი გადაწყვეტილია და დიდი ალბათობით, არც მეორე ტური იქნება. ამის მიზეზია თუნდაც ის, რომ ოპოზიცია ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა და აღნიშნავს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, მხარს მაინც სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭერს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|