თიკო ოსმანოვა 09.10.2017
რუსეთთან ურთიერთობაში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ოქტომბრის ნაცვლად ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. აბაშიძის თქმით, ის რუს კოლეგასთან ტრადიციულად ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრებს.
|
მარიამ ელიაშვილი 09.10.2017
შემდეგი 15-20 წლის მანძილზე ნასა-ს მთავრი ამოცანა ასტრონავტების მარსზე გაგზავნაა. უკვე არსებობს წითელი პლანეტის კოლონიზაციის რამდენიმე გეგმა, მათ შორისაა ჩინელებისა და რუსების პროექტები. თუმცა, როგორ იმოქმედებს კოსმოსური სხივები ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამ კითხვაზე დანამდვილებით პასუხის გაცემა ჯერჯერობით არავის შეუძლია. მხოლოდ ზოგადად საუბრობენ მის მავნებლობასა და კიბოს გამოწვევის შესაძლებლობაზე.
|
ნინო ქეთელაური 09.10.2017
"კალაძე ცდილობს, რომ მასმედია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ყოველ შემთხვევაში, ის კრიტიკულ კითხვებზე ღიზიანდება. შესაბამისად, გადაცემის სასურველი ფორმატის შექმნა მის ინტერსს წარმოადგენს", - ამბობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.
|
მარი ჩიტაია 07.10.2017
გალში მოსახლეობა რუსული პროდუქტის იმედად დარჩა. ჯერ შუა შემოდგომაა და ხალხი უკვე სურსათის დეფიციტს განიცდის. მოსამარაგებელი თითქმის აღარაფერია, ხოლო რუსეთიდან შეტანილი პროდუქტის ყიდვა სიძვირის გამო უჭირთ. ზუგდიდიდან გალის მიმართულებით ბოლო დროს ტვირთი ისედაც ნაკლებად შედიოდა, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით კი მომოსვლა კიდევ უფრო გამკაცრდება.
|
ეკატერინე ბასილაია 07.10.2017
"მაშინ ვამბობდით, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების პოზიციაა, 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ გუნდში გადაწყვეტილება ამაზე არ არის. ახლა ვამბობთ, რომ ახალი ინიციატივები (2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დაშვება და 2024 წლიდან ბინუსების გაუქმება) - ეს გუნდის პოზიციაა. ჩვენ შევძელით ის, რაც ვერც ერთმა ხელისუფებამ ვერ შეძლო - შიდაკომპრომისული ვარანტით 2024 წელს გარანტირებულად გადავალთ პროპორციულ არჩევნებზე და ასევე გავაუქმებთ ბონუსებს," - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
|
ნინო ქეთელაური 07.10.2017
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზად არის, მონაწილეობა მხოლოდ საერთო დებატში მიიღოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
|
ეკატერინე ბასილაია 07.10.2017
ბიზნესმენი საკრებულოს წევრები, რომლებსაც მონაცემები დეკლარაციაში დამალული აქვთ და 1 ლარად გაჩუქებული მიწები, მათ შორის 28 შემთხვევაში საპატრიარქოზე - ეს არის ის პრობლემები, რაც დღეს მოქმედ მე-5 მოწვევის საკრებულოშია.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.10.2017
"ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო, ხელისუფლებას ამ პროცესში გაეჩინა პარტნიორები და კონსტიტუცია საერთო სახალხო დოკუმენტი გამხდარიყო. რაც უნდა ძლიერი იყოს დღეს ერთი პარტია, თუ ხელების გადაგრეხით მიიღებს კონსტიტუციას, ის ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი. მას დღეს ექნება ფორმალური სამართლებრივი ლეგიტიმაცია, თუმცა ვერ მიიღებს პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება, ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს რევიზია იმ კონსტიტუციისა, რომელიც დღეს მივიღეთ", - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა კონსტიტუციის მიღების პროცესი "რეზონანსთან" საუბრისას.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.10.2017
კანონი, რომლის მიხედვითაც ექიმებს კვალიფიკაციის დასადასტურებლად სერტიფიცირების გავლა მოუწევთ, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, მოქმედი ექიმებისათვის 5-7 წელიწადში ერთხელ სერტიფიცირების გავლა, სავარაუდოდ, სავალდებულო იქნება.
|
ნინო ქეთელაური 07.10.2017
მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობა და საცობები - თბილისის მერობის კანდიდატები დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის მოგვარების პირობას დებენ და საკუთარი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას მისი გადაჭრის გზებს სთავაზობენ.
|
მამუკა ნაცვალაძე 07.10.2017
მეთორმეტე საუკუნის ათიანი წლები საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა ევროპაში. ორიოდე ათეული წლის წინ იერუსალიმისკენ დაძრულმა ჯვაროსნებმა მსოფლიო ისტორიის თვისობრივად ახალ ეტაპს დაუდეს სათავე.
|
ნათია ლომიძე 07.10.2017
ბანკების არაპროფილური საქმიანობის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია გაურკვეველია. ერთი შეხედვით იგი ცდილობს, გააკონტროლოს საბანკო სექტორის მუშაობა, მაგრამ როცა საქმე აქციონერების არაპროფილურ ბიზნესს ეხება, სებ-ი განზე დგომას არჩევს. აქედან გამომდინარე, კომერციული ბანკებისთვის ისევ რჩებათ "ხვრელი", სადაც მათი აქციონერები თავისუფლად "გაძვრებიან", სხვადასხვა მომგებიან დარგს კბილს დაადგამენ, კომპანიებს დააფუძნებენ და ბაზარზე კონკურენციას შეზღუდავენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|