მარი ჩიტაია
05.10.2017

 წელს ზამთრის კურორტებზე მომსახურების საფასური მოიმატებს. ჯერჯერობით უცნობია, დაახლოებით რამდენი ლარით გაძვირდება პაკეტები, თუმცა მოსალოდნელ ცვლილებაზე სასტუმროების წარმომადგენლები უკვე ალაპარაკდნენ. გაძვირდება როგორც მსხვილი, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროების მომსახურება. ამის მიზეზად ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები რეგიონებში გაზის გაძვირებას ასახელებენ, რასაც ლარის გაუფასურების ფაქტორიც ემატება. თუ გავითვალისწინებთ, რომ დენისა და წყლის გადასახადის მატების საფრთხეც არსებობს, მომსახურების ფასის გასაზრდელად ყველა პირობაა შექმნილი.

ნინო ქეთელაური
05.10.2017

თბილისის მერობის კანდიდატები საკუთარ საარჩევნო პროგრამებში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად გარემოს დაცვას ასახელებენ. როგორც გასული წლის კვლევებმა აჩვენა, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით თბილისი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.

მარი გოცირიძე
05.10.2017

 მომავალი თბილისის ძირითადი უპირატესობა ჯანსაღი ეკონომიკური გარემო უნდა იყოს. როგორც "ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ირწმუნება, აქვს გეგმა, რომ თბილისი რეგიონში გამორჩეული ქალაქი გახდეს.

თიკო ოსმანოვა
05.10.2017

 "კონსტიტიციას ხელს ირაკლი კობახიძე მოაწერს თუ გიორგი მარგველაშვილი, მთელი პროცესი აქ დასრულდება. ჩემი აზრით, ეს არ გახლავთ ის საკითხი, რომელიც საზოგადოებას გარკვეულ მუხტს მისცემს, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი.

მარი ჩიტაია
05.10.2017

 ავტომობილების ტექდათვალიერების ვალდებულება სათადარიგო ნაწილებისა და საბურავების გაძვირებას გამოიწვევს. პარალელურად მოიმატებს ავტოხელოსნების მომსახურების საფასურიც. იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ მანქანის მოწყობილობის რამდენიმე დეტალის ფასი ნამდვილად აიწევს, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ნაწილს, რომელზეც ბოლო დრომდე ყველაზე ნაკლები მოთხოვნა იყო. დეფიციტი მოსალოდნელი არ იქნება, მაგრამ ფასები შეიცვლება.

ეკატერინე ბასილაია
05.10.2017

 აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და სირიას შორის ურთიერთობა უფრო და უფრო აქტიურდება და ბოლო სამი თვის განმავლობაში, აგვისტოში ჯერ აფხაზი "მინისტრები" ჩავიდნენ დამასკოში და ახლა უკვე სირიის ოფიციალური წარმომადგენლები ეწვივნენ სოხუმს.

ნათია ლომიძე
05.10.2017

 სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ათასს აღწევს. 2008 წლის შემდგომ პერიოდში, როცა სამშენებლო კომპანიების უმეტესობა გაკოტრდა, 15 ათასი ოჯახი დაზარალდა, მათ შორის, თითქმის ნახევარი "ცენტრ-პოინტის" მობინადრეებზე მოდის. სპეციალისტების ინფორმაციით, არსებული სტატისტიკა მხოლოდ თბილისის მასშტაბს მოიცავს.

გვანცა ღვედაშვილი
05.10.2017

 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 52,100 მილიონი ლარი იქნება, რაც 2017 წლის ბიუჯეტზე 5 695 000 ლარით მეტი იქნება, საზოგადოებრივზე აცხადებენ, რომ 2018 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის განახლებაზე დაიხარჯება.

ნინო ქეთელაური
05.10.2017

 "კატალონიის, კერძოდ ბარსელონას ფეხბურთი დაზარალდება, რადგან "ბარსას" მოუწევს ადგილობრივ ჩეპიონატზე გასვლა. ეს იგივეა, როცა სსრკ-ის დაშლის შემდეგ თბილისის "დინამოს" "საპოვნელასთან", "დილასა" და "მერცხალთან" მოუწია თამაში.

ია აბულაშვილი
05.10.2017

 "ვახუშტიმ ისე აღწერა თავისი სამშობლო, როგორც არც ერთი აზიური ქვეყანა, გარდა ჩინეთისა, არ ყოფილა აღწერილი..." - წერდა მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი მარი ბროსე ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი "გეოგრაფიული ატლასის" შესახებ, რომელიც დღეს იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრშია შეტანილი.

ნათია ლომიძე
04.10.2017

 საფინანსო კომპანიების მიერ მოსახლეობისგან მითვისებული თანხა ასეულობით მილიონ ლარს ითვლის. ამ დროს მთავრობა და ეროვნული ბანკი საკუთარი მოსახლეობის დასაცავად მხოლოდ საინფორმაციო განცხადებებითა და ბროშურების გავრცელებით შემოიფარგლება. ძირეული რეგულაცია და კანონი მსგავსი კომპანიებისთვის არ მკაცრდება. რა შედეგი უნდა მოიტანოს პირამიდულ ბიზნესთან ბროშურებით ბრძოლამ? სანამ სებ-ი რეალურ ნაბიჯებს გადადგამს, ფინანსური აფერის მსხვერპლი კიდევ უამრავი ადამიანი გახდება.

თიკო ოსმანოვა
04.10.2017

 “ვეტოს დადებას ამ შემთხვევაში აქვს ის მნიშვნელობა, რომ ეს იქნება პოლიტიკური განაცხადი. თუ ლოგიკას გავყვებით, ეს იქნება ამ პროცესის ლოგიკური დასასრული, რასაც პრეზიდენტი კონსტიტუციასთან დაკავშირებით იჩენდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში”, - ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×