Resonance
29.09.2017

  „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პე დეველოპმენტმა“ მორიგი სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall-ი ქ. ბათუმში გახსნა. 10,015 კვ.მ ფართობზე გაშენებული მიმზიდველი არქიტექტურისა და დიზაინის მქონე სავაჭრო ცენტრი საკუთარ სივრცეში 22 მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს. „ვისოლ ჯგუფმა“ Black Sea Mall-ის გახსნით ჯამურად 300-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა.

თამარ მუკბანიანი
29.09.2017

 ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სესხები გაძვირდა. ამ ტენდენციამ 2016 წლის მეოთხე კვარტალის დასაწყისიდან იჩინა თავი. ფინანსისტები საკრედიტო განაკვეთების ზრდის მიზეზებად ლარის დევალვაციას, დედოლარიზაციის პროგრამას და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნას ასახელებენ. კომერციულ ბანკებს ეზრდებათ ხარჯი და ისინიც ცდილობენ, დამატებითი ვალდებულება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აჰკიდონ.

ნინო ქეთელაური
29.09.2017

 ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, თუმცა ბიზნესმენის ოჯახი დამკვეთების დასჯას ითხოვს და კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს - ქურასბედიანს და უდესიანს. პირველი უკრაინაში ბიზნესმენია, მეორე კი სააკაშვილის პრეზიდენტობისას სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის თბილისის მერიის სპორტის დეპარტამენტის უფროსად. ორივე მათგანი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.

ეკატერინე ბასილაია
29.09.2017

 ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, კიდევ ერთი ახალი დაპირისპირების კერა გაჩნდეს. ამჯერად ახალი კონფლიქტის დაწყებას ერაყის ქურთთა ავტონომიაში ორშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამო პროგნოზირებენ, რადგან რეფერენდუმზე 93%-მა ქურთისტანის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი და სიტუაციის გამწვავებაც დაიწყო.

სოფო ჩხიკვაძე
29.09.2017

 თუ გადავავლებთ თვალს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობას საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ნათელია, რომ სამწუხარო სტატისტიკა მზარდია. ისინი ხშირად არღვევენ კანონს, შედეგად, იზრდება სასჯელაღსრულებით კოლონიებში არასრულწლოვან პატიმართა რიცხვი. ამის მიზეზი თინეიჯერების მიმართ უყურადღებობაა, რომელსაც ანგარიშს არ უწევს არც ოჯახი და არც სკოლა. მოზარდებს შორის ხშირია დეპრესია და მისგან გამოწვეული არაადეკვატური რეაქცია.

ნათია ლომიძე
29.09.2017

 საქართველოში ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის ტემპი ვერ ეწევა ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას, რომელიც ყოველწლიურად 3,5-4%-ით იზრდება. ენერგოდეფიციტს ქვეყანა იმპორტის საშუალებით ინაზღაურებს, რაც ძვირი სიამოვნებაა. ენერგეტიკოსები გამოსავალს ჰესების დაჩქარებულ მშენებლობაში ხედავენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ დაწყებული პროექტები არასწორად ვითარდება, რაც სამომავლოდ გაზრდილ ტარიფს მოგვცემს.

ია აბულაშვილი
29.09.2017

 "კონსტიტუციის წარამარა განკითხვამ მოიტანა არასერიოზული დამოკიდებულება კონსტიტუციის მიმართ და ხალხშიც განელდა ინეტერესი კონსტიტუციის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს რკინის კანონი უნდა იყოს," - აცხადებს რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მწერალი რევაზ მიშველაძე, რომელსაც "რეზონანსი" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ესაუბრა.

ნათია ლომიძე
29.09.2017

 ბოლო 5 წელიწადში საქართველოში სსიპ-ებისა და აიპ-ების რაოდენობა 1.6-ჯერ გაიზარდა და ქვეყანაში ასობით ასეთი ორგანიზაციაა. მათ მართვაში ყოველწლიურად 2 მლრდ ლარია. ნაკლები რეგულაციები, ნაკლები კონტროლი, დიდი ხელფასები და ხარჯები, ეს ყველაფერი თავმოყრილია ამ ორგანიზაციებში.

ნინო ქეთელაური
29.09.2017

 2012 წლიდან დღემდე სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, ასევე, იქ დასაქმებულთა რაოდენობა და მათი სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" კვლევაშია ნათქვამი, რომელიც კორუფციის რისკებს ეხება.

ია აბულაშვილი
29.09.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ერის ისტორიაში დროშას უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება აქვს. ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, რაც დამტკიცებულია მსოფლიო ჰერალდიკის საბჭოს მიერ.

გვანცა ღვედაშვილი
29.09.2017

 "ვენეციის კომისიაში რა განწყობაა, ამაზე შეიძლება მათი გამონათქვამებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ. ეს გამონათქვამები კი, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო სრულიად დადებითი. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომლის მიხედვითაც, არც მწვადი დაიწვა და არც შამფური," - აღნიშნა შეფასება "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ.

ნათია ლომიძე
28.09.2017

 ბოლო წლებში თბილისის მასშტაბი იმდენად გაიზარდა, რომ მალე შეიძლება, დასავლეთით მცხეთასა და აღმოსავლეთით რუსთავს შეუერთდეს. ამ სამ ქალაქს შორის ცარიელი ტერიტორია მინიმუმამდეა დასული. დედაქალაქი კი, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სწორედ ამ ორი მიმართულებით იზრდება. გამორიცხული არ არის, 15-25 წლის შემდეგ ქართული მეგალოპოლისიც მივიღოთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×