ეკატერინე ბასილაია
28.09.2017

 აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი გალის ქართულ მოსახლეობას ულტიმატუმს უკვე მკაცრად უყენებს, ე.წ. აფხაზური პასპორტის სანაცვლოდ ქართულ პასპორტებზე თქვან უარი, საქართველოს მოქალაქეობის დამალვის შემთხვევაში კი "აფხაზეთიდან გაძევებით" ემუქრებიან.

ნინი საყვარელიძე
28.09.2017

რას მივიღებთ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ - "სიცოცხლით სავსე ქალაქს" თუ მმართველობით კრიზისს? თბილისში მერის არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობას, ძირითადად, ამ ფაქტორებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. კანდიდატები საკმაოდ ბევრია. მათ ზურგს პარტიული ნომენკლატურა უმაგრებთ გარდა ერთი კანდიდატისა, რომელიც ასე თუ ისე მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს. ანალიტიკოსების მტკიცებით, დამოუკიდებელი კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში ვერ შეძლებს იმ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც დედაქალაქის წინაშე დგას. შეიძლება მივიღოთ მმართველობის კრიზისი და ჩაგდებული პროექტები. 

ნათია ლომიძე
28.09.2017

 საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად, მიწის საკითხს სიმწვავე არ მოკლებია. სპეციალისტების აზრით, კონსტიტუციაში სხვადასხვა სახის "ნაღმია" ჩადებული, მათ შორისაა მიწის კომპონენტიც, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ "აფეთქდება". ამიტომ აუცილებელია მოკლევადიან პერიოდში კოდექსის სახით ორგანული კანონის მიღება, რაც მიწას ერთმნიშვნელოვნად დაიცავს.

გვანცა ღვედაშვილი
28.09.2017

 "ამ ხელისუფლებამ, ისევე როგორც ყველა მისმა წინამორბედმა, საზოგადოებას შუა თითი აჩვენა. მათ თქვეს, ისევე როგორც მიშა ამბობდა, რომ უნდოდათ ისეთი კონსტიტუცია დაეწერათ, რომელიც მათი ძალაუფლების მუდმივობას უზურუნველყოფდა", - აღნიშნული შეფასება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "რეზონანსთან" უმრავლესობის მიერ კონსტიტუციის მიღებასთან დკავშირებით გააკეთა.

ია აბულაშვილი
28.09.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველოში ცხენს უძველესი დროიდან იყენებდნენ, როგორც სამხედრო მიზნით, ასევე სატრანსპორტო საშუალებად. ამბობენ იმასაც, რომ საქართველოში ჯიშიან ცხენებს აშენებდნენ და არაბებს თავიანთი ცხენსაშენებისათვის კახეთიდან გაჰყავდათ ფაშატები.

გვანცა ღვედაშვილი
28.09.2017

 კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე საათში პარლამენტის თავჯდომარემ პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდა. კონსტიტუციას, რომელსაც ირაკლი კობახიძის თქმით, ათწლეულებისთვის უნდა გაეძლო, გარკვეულ შესწორებებს უკვე მოითხოვს.

ნინო ქეთელაური
28.09.2017

 უკრაინაში, ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკასთან მდებარე სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქება, სავარაუდოდ, დივერსიას უკავშირდება. როგორც უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, თუმცა შესაძლოა, ხანძარი უპილოტო საფრენ აპარატს გამოეწვია.

ნინო ქეთელაური
28.09.2017

 სავარაუდოდ, 2020 წლისთვის საერთო ევროპული ჯარი შეიქმნება - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა და აღნიშნა, რომ დასავლეთს საერთო ჯარი და თავდაცვის ბიუჯეტი სჭირდება.

ნათია ლომიძე
27.09.2017

 საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასმა თითქმის 60 დოლარს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ დოლარი პოზიციებს იუმჯობესებს, "შავი ოქრო" მაინც ძვირდება და 2017 წლის ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. საერთაშორისო ტენდენციამ ქართულ ბაზარზეც მოახდინა გავლენა. როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავი 20 თეთრით გაძვირდა. ჯერჯერობით არც საერთაშორისო ბირჟებსა და არც ადგილობრივ ბაზარზე საიმედო არაფერია.

გვანცა ღვედაშვილი
27.09.2017

  საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, პირველი მცირე საპროტესტო აქცია გუშინ გამართა. აქციაზე მან უკრაინის სამედიცინო სფერო გააკრიტიკა და დააანონსა, რომ დედაქალაქში ფართომასშტაბიან აქციას 17 ოქტომბერს გეგმავს, რომელსაც, სავარაუდოდ, უკრაინის ეროვნული გმირი ნადია სავჩენკოც შეუერთდება.

გვანცა ღვედაშვილი
27.09.2017

 კატალიზატორის გარეშე მყოფი ავტომობილები და კუსტარულად გადატანილი საჭეები - ეს ის რეალობაა, რომელსაც შვეიცარიული კომპანია "ეს-ჯი-ესი" საქართველოს ავტოპარკზე მუშაობისას წააწყდა. ექსპერტების აზრით, სწორედ ეს მოულოდნელობა არის იმის მიზეზი, რომ პროცესი გვიანდება და არც მძღოლებმა და არც ამ სფეროში მოღვაწე არასამთვარობოებმა არ იციან, თუ რა ტიპის მოთხოვნები იქნება წამოყენებული ტექდათვალიერებისას.

ეკატერინე ბასილაია
27.09.2017

 ქვეყანას ახალი კონსტიტუცია აქვს. 117 ხმა 2-ის წინააღმდეგ - 9-თვიანი მწვავე დაპირისპირება-ურთიერთბრალდებების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" ახალი კონსტიტუცია სამი მოსმენით ერთპარტიულად უკვე მიიღო. "ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ისინი დიდხანს იამაყებენ. ოპოზიციამ ფაქტს "ხელისუფლების უზურპაცია", "ერთპიროვნული დიქტატურა" უწოდა და საპროტესტო გამოსვლები დააანონსა, ხოლო პრეზიდენტი ვეტოს დადებისთვის ემზადება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×