ეკატერინე ბასილაია
22.09.2017

 "უკვე ციხეში ჩასმული ლაზი, საქართველოზე შეყვარებული ასე არ უნდა გაწირონ და იარლიყები არ უნდა მიაკერონ. ეს იყო ნათქვამი. ეს არის სამარცხვინო ქმედება," - აცხადებს საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე.

გვანცა ღვედაშვილი
22.09.2017

 სატელევიზიო შოუ "ნიჭიერში" ჟიურის წევრებს შორის სტეფანე მღებრიშვილის გამოჩენამ "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნიკა გვარამიას განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. სოციალურ ქსელში არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ერთმანეთი ტელეწამყვანებმაც დაადანაშულეს. მსახიობმა და "ნიჭიერის" ყოფილმა წამყვანმა რუსკა მაყაშვილმა, რომელიც ახლა უკვე "იმედის" ეთერში შოუს ჟიურის წევრია, დაწერა, რომ "რუსთავი 2"-მა არხის მთავარი გადაცემები თავისი სურვილით დახურა, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანმა და ნიკა გვარამიამ სიცრუე უწოდეს.

ნინო ქეთელაური
22.09.2017

 "იმის ილუზია, რომ მაჟორიტარების დატოვებით გაიხანგრძილვებენ ძლაუფლებას, მე ვფიქრობ, რეალობის უკუპროპორციულია. ასეთი ტიპის ქმედებები ძალაუფლებას კი არ ახანგრძლივებს, პირიქით ხანმოკლეს ხდის და ფაქტობრივად აჩენს რისკებს, რომ "ოცნება" პოლიტიკური რუკიდან საერთოდ გაქრეს," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
22.09.2017

 ქართული იარაღის დამზადების შესახებ მრავალი მასალა არსებობს ჩვენს ისტორიულ წყაროებში და ამის შეხსენებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ. დღევანდელ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ამბავს გავიხსენებთ.

მარი ჩიტაია
22.09.2017

 გაზგასამართ სადგურებზე ტექნიკური მოწყობილობა და უსაფრთხოება არ კონტროლდება. მართალია, ბოლო დროს რეგულაცია გამკაცრდა გაზგასამართი სადგურების მშენებლობის ნებართვა გართულდა, მაგრამ უკვე არსებული გაუმართავი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თითქმის არაფერი კეთდება.

ნინო ქეთელაური
21.09.2017

 აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დასაცავად ისრაელის ანტისარაკეტო სისტემების განლაგებას იწყებს - ამის მიზეზი სომხეთის მიერ რუსეთისგან მძლავრი დამრტყმელი სარაკეტო სისტემა "ისკანდერის" შეძენა გახდა.

მარი ჩიტაია
21.09.2017

 ლარის დევალვაციის პროცესი კვლავ არალოგიკურად გრძელდება. ფაქტს, რომ კურსის რყევა არც ერთი ეკონომიკური ფაქტორიდან არ მომდინარეობს, ეროვნული ბანკიც და მთავრობაც აღიარებს, მაგრამ ერთიც და მეორეც კურსის გამყარებას მიზანმიმართულად უშლის ხელს. სახელმწიფო თანამდებობის პირები, იმის ნაცვლად, რომ ვითარების სასწრაფოდ გამოსწორებაზე მუშაობდნენ, ყურით მოთრეულ მიზეზებს იგონებენ ხალხის თვალის ასახვევად.

ნინო ქეთელაური
21.09.2017

 "თუ დარტყმები ნავთობსადენზე განხორციელდა, ეს აუცილებლად გადაიზრდება ან ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში, ან განხორციელდება საპასუხო სარაკეტო იერიშები, მაგრამ არა მგონია, ამ ეტაპზე საქმე აქამდე მივიდეს", - ასე აფასებს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში შექმნილ ვითარებას ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

გვანცა ღვედაშვილი
21.09.2017

 ბოლო პერიოდში მსოფლიოსთვის კიდევ ერთ გამოწვევას ხანძრები წარმოადგენს. 2017 წელი ამ მხრივ "ცხელი" არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ არაერთი სხვა ქვეყნისთვისაც იყო. აღნიშნულის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გლობალური კლიმატური ცვლილებები სახელდება, თუმცა, ამავდროულად, დიდია მოსახლეობის მიერ დაუდევრობით გამოწვეული ხანძრების რაოდენობაც.

ნინო ქეთელაური
21.09.2017

 "სანქციების შედეგად, რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა: ეცემა რუბლის კურსი, ასევე, "გაზპრომის" აქციების ფასმა 34%-ით დაიკლო.

გვანცა ღვედაშვილი
21.09.2017

 საქართველოში სოფლებიდან მოსახლეობის გადინება გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო და თუკი თავიდან ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, დღეს უკვე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მოსაგვარებელი საკითხია.

ნათია ლომიძე
21.09.2017

 ექსპერტების რეკომენდაციამ არ გაჭრა, მთავრობამ მიწის მორატორიუმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასარგებლოდ მიიღო. გადაწყდა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა საფინანსო სექტორზე არ გავრცელდება. მორატორიუმი არ იმოქმედებს "განსაკუთრებულ შემთხვევებშიც", რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება. ექსპერტები მთავრობას "ქართული მიწის ღალატში" ადანაშაულებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×