მარი ჩიტაია 21.09.2017
ბინის ქირაობის მსურველთა რაოდენობა ქვეყანაში არ შემცირებულა, უბრალოდ, ამ დამქირავებელთა უმრავლესობამ სააგენტოების მომსახურებაზე უარი განაცხადა და საცხოვრებელ ფართს ინდივიდუალურად ეძებს. დილერების ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან ფინანსების დაზოგვით აიხსნება. ცენტრალურ უბნებში ერთოთახიანი ბინის ქირის ფასი ამჟამად 200-დან 400 დოლარამდეა, ხოლო გარეუბნებში ეს მაჩვენებელი 150-250 დოლარის ფარგლებშია, რაც საკმაოდ მაღალი ფასია.
|
ია აბულაშვილი 21.09.2017
ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, მსოფლიოს რამდენ ენაზე ითარგმნა უკვდავი პოემა "ვეფხისტყაოსანი", მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულ თარგმანს უკავშირდება.
|
სოფო ჩხიკვაძე 21.09.2017
საქართველოში ბევრს საუბრობენ მომსახურების სფეროში ტრადიციადქცეულ პრობლემებზე. მომსახურების სტრატეგიის სწორი გზით წაყვანა ბევრი კომპანიის გეგმაშია. მუდმივად იმართება ტრენინგები, დისკუსიები, მსჯელობა, თუმცა პრობლემების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გვარდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.09.2017
აფგან მუხთარლის მეუღლისა და აზერბაიჯანელი აქტივისტის მიმართ შესაძლოა, ახალი დანაშული მზადდებოდეს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებს. ლეილა მუსტაფაევას განცხადებაზე, რომ პროკურატურისგან დღემდე არავითარი ინფორმაცია არ მიუღია, თუ ვინ არიან ის პირები, რომლებიც მას უთვალთვალებენ, უწყება აცხადებს, რომ პირების იდენტიფიკაციის გარკვევაზე მუშაობს და შესაბამისი გამოძიება დაწყებულია.
|
მარი ჩიტაია 20.09.2017
გალის ქვედა ზონის სოფლების მოსახლეობა ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობს. მართალია, სახლებს მასობრივად არ ტოვებენ, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაა, როცა ადგილობრივებმა გამოღმა სოფლებში გადმოსვლა მოახერხეს. ხალხი შიშობს, რომ, დარჩენის შემთხვევაში, შიმშილობისთვის გაიწირება, რადგან წლევანდელი მოსავალი მასობრივად განადგურდა. მოსალოდნელია, რომ ზუგდიდიდან სურსათის შეტანას ვერ შეძლებენ, რუსეთიდან იმპორტიურებული პროდუქტის ყიდვა კი, სიძვირის გამო, ისედაც უჭირთ. ხალხი მორიგი გაძვირების მოლოდინშია, რაც ოკუპირებულ რაიონში შიმშილობას უდრის.
|
ეკატერინე ბასილაია 20.09.2017
პარლამენტის 51 წევრი, ანუ დეპუტატების მესამედი პარალელურად ბიზნესმენია, უფრო სწორად, აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო საქმიანობაში; მათგან დეკლარაციაში ბიზნესაქტივობა დამალული აქვს 16 დეპუტატს, აქედან 14 "ოცნებიდანაა", 2 - "პატრიოტთა ალიანსიდან"; 9 პარლამენტარი დეპუტატობასთან შეუთავსებელ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი, რეგისტრირებულია დირექტორად, რაც, კანონის მიხედვით, დეპუტატობის უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.
|
ია აბულაშვილი 20.09.2017
"ამისთანა ლამაზსა და კარგს სანახავს იშვიათად შეხვდება კაცი არამცთუ ჩვენში, არამედ უცხოეთში8 ეს წიგნი განძი იქნება ყოველი ქართველის ოჯახისათვის"7 - ასე გამოეხმაურა გაზეთი "ივერია" 1888 წელს "ვეფხისტაყოსნის" ახალ გამოცემას. ამ წიგნის შესახებ ჩვენს ისტორიულ წყაროებში უამრავი მასალა არსებობს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი, რომელიც წიგნის გამოცემის ისტორიას უკავშირდება.
|
თეო გუდავაძე 20.09.2017
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ყოველდღიურად ახალ-ახალი დაპირებები ისმის. აშკარაა, რომ ბოლო წლების გათვალისწინებით ხალხის მოთხოვნაც შეიცვალა, ახლა საზოგადოების დაკვეთა სოციალური საკითხების მოგვარებაა. შესაბამისად, წინასაარჩევნო დაპირებებიც ამ კონტექსტში ტრიალებს.
|
ნინო ქეთელაური 20.09.2017
"შესაძლოა, საქმის რეალურმა გამოძიებამ უფრო მეტი ზიანი მოუტანოს საქართველოს ხელისუფლებას, ვიდრე საქმის გაჭიანურებამ," - ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეს და აღნიშნავს, რომ ახლა მთავრობა ცდილობს, ეს პროცესი გაწელოს, რათა აქტუალობა დაკარგოს და საბოლოოდ დავიწყებას მიეცეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.09.2017
რუსეთ-ბელორუსიის სამხედრო წვრთნებისას, "დასავლეთი 2017"-ისას, რუსულმა ვერტფრენმა კა-52-მა, სწავლებისას შემთხვევით ადგილზე შეკრებილი მაყურებლების მიმართულებით საზენიტო რაკეტა გაისროლა. შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა და ორი ავტომობილი აფეთქდა.
|
მარი ჩიტაია 19.09.2017
სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების პროცესს პირველ ეტაპზე 20 და მეტი წლოვანების ავტომობილები გაივლიან. მათი ინსპექტირების საბოლოო ვადა 2018 წლის 1-ლი იანვარია. ეს ნიშნავს, რომ ნახევარ მილიონზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ ტექდათვალიერების გავლა 3 თვეში უნდა მოასწროს. ამ ეტაპისთვის ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებისათვის დაახლოებით 35-მდე აკრედიტირებული ტესტირების ცენტრი მზადაა. წლის ბოლომდე მათ კიდევ რამდენიმე შეემატება.
|
ნათია ლომიძე 19.09.2017
საქართველოს ტყეებში შექმნილი რთული ვითარების შემდეგ სპეციალისტები შეშის იმპორტის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. გახშირებული ხანძრის გამო ქვეყანაში 100 ჰექტრამდე ფართობი განადგურდა. პირველ რიგში, აუცილებელია საშეშე მასალის მოჭრაზე მორატორიუმის დაწესება, მაგრამ ეს პრაქტიკაში ვერ განხორციელდება. უამრავი რაიონი გაზიფიცირებული არ არის და შეშის დამზადების აკრძალვით მოსახლეობას ზამთარში გათბობის პრობლემა შეექმნება.
|
|