თიკო ოსმანოვა
15.09.2017

 "ქართული ოცნების" ბოლო შანსი?!" - პრეზიდენტი მმართველ ძალას ოპოზიციასთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ პროექტს სთავაზობს. თუმცა ხელისუფლება არც ამ შემთხვევაში აპირებს ამის გათვალისწინებას და თვის ბოლოსთვის კონსტიტუციის მესამე მოსმენის მიღებისთვის ემზადება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტი, რომელიც მზადდება, სერიოზული წონის იქნება და "ოცნებას" იზოლაციაში აუცილებლად მოაქცევს.

ნინო ქეთელაური
14.09.2017

 "სააკაშვილის მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე გადასვლისას გამოვლინდა რამდენიმე რუსი შეპარული აგენტი, რომლებიც დღეს უკრაინის წინააღმდეგ ფარულად იბრძვიან", - ამის შესახებ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

ნათია ლომიძე
14.09.2017

 ქვეყანა ხანძრებისა და მწერებისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, მაგრამ იმდენად დიდია, რომ ზუსტი რიცხვის დადგენაც შეუძლებელია. ბოლო 3 თვეში ზარალის რაოდენობა ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. ამას გარდა, აღდგენით სამუშაოებს ათეულობით წელი და მილიონობით ლარი სჭირდება.

ეკატერინე ბასილაია
14.09.2017

 აშშ შეშფოთებულია ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთში ე.წ. ბორდერიზაციითა და გამშვები პუნქტების დახურვის გამო და რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.

თიკო ოსმანოვა
14.09.2017

 "მეორე ტური, მაღალი ალბათობით, მოხდება, მაგრამ აქ უკვე მნიშვნელოვანია, ვინ გავა ოპოზიციის მხრიდან და რამდენად მოახერხებს ოპოზიციის ელექტორატის მთლიანად კონსოლიდაციას.

თიკო ოსმანოვა
14.09.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე ჯერ კიდევ უცნობია პოლიტიკური პარტიების რეალური რეიტინგები. შესაბამისად, გახდება თუ არა რომელიმე რეგიონი "ოცნებისთვის" აქილევსის ქუსლი, ჯერჯერობით გაურკვეველია. პოლიტოლოგების პროგნოზით, "ოცნებას" გამარჯვება ისევ იმ რეგიონებში გაუჭირდება, სადაც გასულ წელს სახელისუფლებო ძალას პრობლემები შეექმნა.

გვანცა ღვედაშვილი
14.09.2017

 რუსეთ-ბელარუსის მიერ დღეს დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, ექსპერტების შეფასებით, პირველ რიგში, ნატო-ს წინააღმდეგ არის მიმართული. ევროპასა და აშშ-ში რუსეთის ქმედებებს ძალის დემონსტრირებად აფასებენ.

ნინო ქეთელაური
14.09.2017

 მონტენეგროს პროკურატურის განცხადებით, ამ ქვეყნის ხელისუფლების დამხობა მიზნად ნატო-ში გაწევრიანების ხელის შეშლას ისახავდა. ევროპულმა სპეცსამსახურებმა რუსეთის ის ორი აგენტი გამოააშკარავეს, რომლებიც მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ.

მარი ჩიტაია
14.09.2017

 საქართველოს საგარეო ვაჭრობაში განსაკუთრებული ცვლილება არ შეინიშნება და ის კვლავ ნედლეულის ექსპორტიორ ქვეყნად რჩება. მართალია, ზრდის ტენდენცია ექსპორტმა აგვისტოშიც შეინარჩუნა და დინამიკა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს, მაგრამ სტრუქტურულად ქართულ ეკონომიკას თითქმის არაფერი ემატება. სპეციალისტების აზრს თუ გავითვალისწინებთ, სხვაობა მხოლოდ ციფრებშია და ბოლო 15 წლის განმავლობაში დიდად არაფერი შეცვლილა.

თეო გუდავაძე
14.09.2017

 დღესდღეობით ინფორმაციის მთავარი წყარო კიბერინდუსტრიაა. თანამედროვე სივრცეში სოციალური ქსელის გავლენა ადამიანებზე საკმაოდ დიდია და ამავე დროს - უარყოფითიც. ვირტუალურ ქსელში გაწევრიანებული ადამიანები ჩივიან, რომ ის ინფორმაციები, რომლებიც სოციალურ გვერდებზე ვრცელდება, უმეტესად არასანდოა. სად ვრცელდება ყველაზე მცდარი ინფორმაციები და ხალხი რომელ საინფორმაციო წყაროს ანიჭებს უპირატესობას?

მარი ჩიტაია
14.09.2017

 წელს შეშის გაძვირება გარდაუვალია. რეგიონებში ამბობენ, რომ ფასი 10-15%-ის ფარგლებში მოიმატებს. სპეციალისტების განცხადებით, აუცილებელია, მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადთან დაკავშირებით შეღავათი დაუწესდეს, რაც შეშაზე მოხმარებას შეამცირებს. რეგიონებში გაზი ძვირი ღირს და ამიტომ შეშაზე მოთხოვნა მაღალია.

ეკატერინე ბასილაია
14.09.2017

 "ჩვენთან, უღარიბეს ქვეყანაში, სადაც 30-ლარიანი დახმარება ენანებათ და ყველანაირ ცსილასა და ხარიბდას შუა უნდა გაიაროს მშიერმა კაცმა, რომ ეს 30 ლარი მიიღოს, ნახეთ, რამდენი ათასი ჩინოვნიკია, უფრო მეტი, ვიდრე ისრაელში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×