ნინო ქეთელაური 12.09.2017
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთისთვის 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 2 დღის წინ განვითარებული მოვლენების გამო, რა დროსაც მას გამშვებ პუნქტზე არ ატარებდნენ, მაგრამ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მისი უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანა მაინც მოახერხეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა.
|
ნათია ლომიძე 12.09.2017
საქართველოში ქორწინებათა რიცხვი 10-წლიან მინიმუმზეა. 2016 წელს 25 101 ოჯახი შეიქმნა, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება განქორწინებათა რიცხვს, იგი ყოველწლიურად მატულობს.
|
მარი ჩიტაია 12.09.2017
სათამაშოების ბაზარზე რეგულაციები დაწესდება. საქართველოს კონტროლის მექანიზმის დანერგვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს. სავარაუდოდ, ბაზარს ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გააკონტროლებს.
|
თამარ მუკბანიანი 12.09.2017
უცხოელმა მეცნიერებმა აჭარა, როგორც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი უდიდესი დერეფანი, 10 წლის წინ აღმოაჩინეს. მას შემდეგ ორინტოლოგები და მოყვარული ტურისტები მთელი მსოფლიოდან გადამფრენ ფრინველებს სოფელ სახალვაშოსა და შუამთის პლატფორმებიდან აკვირდებიან. უკვე ტრადიციადქცეული გადამფრენი ფრინველების ფესტივალი წელს 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე გაიმართება.
|
ნინო ქეთელაური 12.09.2017
"სააკაშვილის დაკავებას წინ არაფერი უდგას და სულ უფრო რეალური ხდება მისი საქართველოში ექსტრადირება", - აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია "რეზონანსთან" საუბრისას.
|
გვანცა ღვედაშვილი 12.09.2017
რუსი ოკუპანტების მიერ, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ხნულების გავლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საინჟინრო სამუშაოების წარმოებას უარყოფს ხურვალეთში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი როინ ადიკაშვილი. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ფოტომასალასთან ერთად ავრცელებს.
|
მარი ჩიტაია 12.09.2017
წყლის გადასახადის გაძვირების საფრთხე დიდია. ტარიფის ზრდა ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ ინფორმაციას არც არავინ უარყოფს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლომდე გახდება ცნობილი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გადასახადი მოიმატებს, მიუხედავად იმისა, რომ გაძვირებისთვის რეალური საფუძველი არ არსებობს. სხვა რომ არაფერი, წყალი ადგილობრივი რესურსია და სხვა პროდუქციისგან განსხვავებით, იაფი უნდა ღირდეს.
|
თიკო ოსმანოვა 11.09.2017
პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ოქტომბერში გაიმართება. აბაშიძის თქმით, რუს კოლეგასთან ტრადიციულად ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრებს.
|
ეკატერინე ბასილაია 11.09.2017
გასულ კვირას ბაქოში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა და სომხურ მედიაში აქტიურად განახლდა საუბარი იმაზე, რომ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ალიანსი, რომელიც ასევე სამხედრო თამაშრომლობასაც მოიცავს, უფრო და უფრო მეტ იმპულსს იძენს და ამ სამი ქვეყნის კოალიციამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთ-სომხეთ-ირანის კოალიციას, ეს პროცესები კი სომხეთს იზოლაციაში აქცევს.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.09.2017
მსოფლიო ქველმოქმედების რეიტინში საქართველო ბოლოდან მეოთხე ადგილზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ, კვლევის ავტორთა შეფასებით, ქართველები მეტად იშვიათად ეხმარებიან გაჭირვებულებს და ქველმოქმედების მიზნით ფულს პრაქტიკულად არ ხარჯავენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.09.2017
"ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, რას აპირებენ და რას ფიქრობენ კანდიდატები, არამედ ის, თუ ვინ იქნება ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი და ვიდრე მოსახლეობა არჩევნებზე პოტენციურ პატრონს ეძებს, მანამდე ვერ ვიტყვით, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რაიმე სახის წინსვლაა", - აღნიშნული შეფასება პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "მთელ კვირასთან" თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.
|
მარიამ ელიაშვილი 11.09.2017
გასულ თვეში გერმანიის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის ფედერალური ბიუროს ახალი ინიციატივით თვითმართვად მანქანებს კრიტიკული შემთხვევებისთვის 20 ეთიკური პრინციპი განესაზღვრა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ავტომატური მანქანების მეშვეობით გზებზე ავარიები შემცირდება, თუმცა, ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავად, ამის მთლიანად აღმოფხვრა შეუძლებელია.
|