თიკო ოსმანოვა 13.09.2017
მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი "ოცნების" სახელით მებრძოლ ყოფილ "ნაციონალებს" არაერთ რეგიონში იხილავს. ეს გარემოება თავად მმართველი პარტიის წევრთა ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ირწმუნებიან, რომ აქცენტი ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს შორის გააკეთეს და პარტიული ნიშნის გამო ვერავის დაჩაგრავდნენ.
|
ეკატერინე ბასილაია 13.09.2017
თვის ბოლოს "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით და საბოლოოდ დაამტკიცებს. თუმცა, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგის განახლებაზე მზადყოფნა გამოაცხადა, პროცესის ჩიხში შეყვანაში კი ოპოზიცია დაადანაშაულა.
|
ნათია ლომიძე 13.09.2017
სესხებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი ქვეყანაში ყოვედღიურად მატულობს. უმეტესობა იმდენად არის კრედიტომანიით დაავადებული, რომ მისი "განკურნება" ვერ ხერხდება. საბანკო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში არც ერთი ტიპის სესხზე შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს, თუმცა აუცილებელია, განისაზღვროს მსესხებლის ასაკი.
|
ეკატერინე ბასილაია 13.09.2017
ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილის "მაიმუნებად" შემკობა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანთა ლექსიკაში ლამის ნორმად ყალიბდება. ერთი წლის წინ იყო დავით ნარმანიას შეძახილი გარემოსდამცველების მისამართით - "ვირიშვილო მაიმუნო", ამჯერად განათლების მინისტრმა გამოიყენა. ალექსანდრე ჯეჯელავამ აბიტურიენტთა ნაწილი "მაიმუნებად" მოიხსენია.
|
გვანცა ღვედაშვილი 13.09.2017
ახლო მომავალში ბავშვთა აცრები სავალდებულო გახდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უკვე მუშაობენ შესაბამის კანონპროექტზე. გადასაწყვეტი რჩება ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - რა სანქციები უნდა დაეკისროთ მშობლებს, რომლებიც საკუთარი შვილების აცრაზე უარს ამბობენ.
|
თიკო ოსმანოვა 13.09.2017
ბიზნესმენისა და "ქართული ოცნების" ხაშურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის თქმით, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს მის ცემასთან მიხელ სააკაშვილი არასდროს გაუმართლებია. მისი თქმით, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ბურჯანაძე მომხდარს რეალურად იხსენებს და ყველაფერს სიმართლეს ამბობს.
|
ნათია ლომიძე 13.09.2017
ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფასების ინდექსი 16%-ით გაიზარდა. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, რეალურად კი უბრალო მოქალაქეებისათვის ცხოვრება გაცილებით მეტად გაძვირდა. განსაკუთრებით შესამჩნევია საკვებ პროფუქტებსა და პირველადი მოხმარების საქონელზე ფასების მატება. სპეციალისტების აზრით, ბოლო წლების ინფლაცია არც ისე მაღალია შედარებით მაღალი ფენისთვის, თუმცა მან დიდი დარტყმა მიაყენა გაჭირვებულ მოსახლეობას.
|
ნინო ქეთელაური 13.09.2017
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს. როგორც ის აცხადებს, მას აქვს ორი ძირითადი ვარიანტი, რომლებითაც "უკრაინის შეცვლას" 70 დღეში აპირებს.
|
მარი ჩიტაია 13.09.2017
დასავლეთ საქართველოში წლევანდელი მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურებულია. სამეგრელოში ამბობენ, რომ თხილის მოსავლის თითქმის 80% გაფუჭდა, სიმინდის შემთხვევაში კი 50-60%-ით ნაკლებ მოსავალს ელოდებიან. სასიკეთო მდგომარეობა არც ხილ-ბოსტანეულს აქვს. რამდენიმე რაიონში ხილი თითქმის აღარც არის. ცალკე უამინდობით, ცალკეც მავნებლების გავრცელების გამო აგრარულმა სექტორმა დიდი ზარალი განიცადა.
|
გვანცა ღვედაშვილი 13.09.2017
"მეორე ტური, ალბათ, მაინც იქნება, თუმცა არა იმიტომ, რომ ოპოზიციაში ძლიერი კანდიდატია, არამედ იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" არ ექნება ის მხარდაჭერა, რაც საჭიროა პირველ ტურში გამარჯვებისთვის. მეორე ტურში უკვე უკონკურენტო იქნება", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აკეთებს.
|
თიკო ოსმანოვა 12.09.2017
"ხაზგასმით ვამბობ - ჩვენს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება არ აწყობს - ეს "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურად წამგებიანი იქნება. აქ ყოფნით ხელისუფლებას შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა შეუქმნას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
|
მარი ჩიტაია 12.09.2017
აბსოლუტურად ყველა სავაჭრო ობიექტსა და სუპერმარკეტში მომხმარებელს წონაში ატყუებენ. თვითნებურად დაკალიბრებული ელექტროსასწორები 1 კგ-ში, საშუალოდ, 50-100 გრამს "იპარავს". აგრარული ბაზრების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 200 გრამსაც აღწევს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" კვლევამ აჩვენა, წონაში ნაკლებია დაფასოებული და ეტიკეტირებული პროდუქტი - უკლებლივ ყველა, რომელიც კომპანიის ან ინდივიდუალურად მეწარმის მიერ არის შეფუთული, იმპორტული პროდუქტის შემთხვევაში კი წონა ყოველთვის არის ზუსტი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|