გვანცა ღვედაშვილი 19.09.2017
5-10 წლის შემდეგ დაიწყება შეუქცევადი პროცესი, რომელსაც სპეციალისტები გაუტყეურებას ეძახიან - ეს იმას ნიშნავს, რომ საქარველოში ტყე პრაქტიკულად აღარ იქნება.
|
ეკატერინე ბასილაია 19.09.2017
"პატრიოტთა ალიანსის" წევრები 1-ელ ოქტომბერს მოსკოვში უკვე მეორედ მიდიან. დუმის დეპუტატებთან შეხვედრა დეპუტატმა ადა მარშანიამ უკვე დააანონსა და ის პოლიტიკოსებში უკვე შეფასდა ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად.
|
ნინო ქეთელაური 19.09.2017
"რუსეთის სამხედრო სწავლება "დასავლეთი 2017" ძალიან ჰგავს ომისთვის მზადებას", - ასე შეაფასა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა პეტრ პაველმა რუსეთის მობილიზება ბელორუსიაში და აღნიშნა, რომ ეს წვრთნები არ აკმაყოფილებს მანევრების პრინციპებს.
|
მარი ჩიტაია 19.09.2017
გადაზიდვების ბაზარზე არსებული მონოპოლიის გამო ტვირთის მფლობელები ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში არიან. თითქმის ყველა სატრანსპორტო ობიექტი ერთი უწყების მფლობელობაშია, ამიტომ კომპანიები ტვირთების ტრანსპორტირებისას სერიოზულ ბარიერს აწყდებიან. ეს ერთადერთი უწყება, არც მეტი არც ნაკლები, "საქართველოს რკინიგზაა", რომლის ხელშიცაა როგორც საზღვაო ტერმინალები, ასევე სახმელეთო გადაზიდვები. ოპერირების საშუალებაც მხოლოდ "რკინიგზის" შვილობილ კომპანიებს აქვთ.
|
თამარ მუკბანიანი 19.09.2017
აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული, ლარის კურსი 8 თეთრით დაეცა, რაც მოსახლეობაში უარყოფით მოლოდინსა და შიშს აჩენს. წლების განმავლობაში, ეროვნული ვალუტისთვის ყველაზე კრიზისული პერიოდი შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი იყო, წელს კი გაუფასურება ზაფხულის ბოლოდან დაიწყო. სწორედ ეს აღუძრავს ეჭვს მოსახლეობას, რომ წინ კიდევ ერთი ურთულესი ზამთარი გველოდება. ფინანსისტები დევალვაციის ობიექტურ მიზეზებს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ლარის დაცემა საბანკო სპეკულაციების შედეგია.
|
აკაკი გვიმრაძე 19.09.2017
"საქართველომ უფრო მეტად უნდა იაქტიუროს ვაშინგტონის მიმართულებით - დონალდ ტრამპს უყვარს საქართველო და თქვენ უნდა გამოიყენოთ ასეთი ძლიერი პრეზიდენტი, სანამ ის "თეთრ სახლს" ხელმძღვანელობს.
|
ნინი საყვარელიძე 18.09.2017
ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია, ქალაქის ვიზუალური სტანდარტის შემოღება და ქართული შრიფტის სათანადო დაცვა, - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის განხორციელებას "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე ურბანული პოლიტიკის მოწესრიგების კუთხით გეგმავს. მან დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს უკვე მიმართა და გააფრთხილა, რომ მისი მერობის პერიოდში, მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა.
|
მარიამ ელიაშვილი 18.09.2017
რამდენიმე დღის წინ გამართულ კონფერენციაზე ბიზნესმენმა ბილ გეიტსმა თავის მეუღლე მელინდა გეიტსთან ერთად კაცობრიობისთვის საშიშ ინფექციურ და ქრონიკულ დაავადებებზე ისაუბრა. მათი კომპანია "გოლქიფერსის" მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე ისინი ასახელებენ ორ უდიდეს საფრთხეს, რომლებიც კაცობრიობას შემდეგი ათწლეულის განმავლობაში ელის.
|
თიკო ოსმანოვა 18.09.2017
პრეზიდენტის თხოვნით, საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული, ოპოზიციისეული ვარიანტი ამ კვირაში იქნება მზად, თუმცა ეს, სავარაუდოდ, არაფერს შეცვლის. მმართველი პარტია უკვე ორი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე 22 სექტემბერს ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნას ელოდება, რის შემდეგაც ორი მოსმენით განხილულ და მიღებულ ცვლილებებს მესამე მოსმენითაც განიხილავენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.09.2017
ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არც ციხე ელის და არც საქართველოში ექსტრადირება. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ხელშეუხებელი მანამდე იქნება, სანამ მას მუდმივი საცხოვრებლის დოკუმენტები აქვს.
|
ეკატერინე ბასილაია 18.09.2017
ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს რუსეთ-ბელორუსის მასშტაბური სამხედრო წვრთნები "ზაპად 2017" ("დასავლეთი 2017") ევროპაში დიდ შეშფოთებას იწვევს. კეთდება განცხადებები, რომ სწავლება ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მომზადებას ჰგავს.
|
ნინო ქეთელაური 18.09.2017
"გურია ნიუსი" საკუთარი ჟურნალისტის შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის ოზურგეთის მერობის კანდიდატს უჩივის. საქმე ეხება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის - გოჩა ძიმისტარაშვილის "ფეისბუქ" პოსტებს, რომლითაც ჟურნალისტ გიორგი გირკელიძეს დაკვეთილი სტატიების წერასა და ფულის აღებაში ადანაშაულებს.
|