ნინო ქეთელაური
16.09.2017

 უკვე 2 კვირაა, რაც ყოფილი ჟურნალისტი ვასილ სილაგაძე დიდუბის ეკლესიასთან მათხოვრობს. ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით უკვე 14 წელია, მას გადაადგილება უჭირს, მდგომარება კი დღითი დღე მძიმდება. როგორც სილაგაძე აცხადებს, წინა და ახლანდელ მთავრობას დახმარების თხოვნით არერთხელ მიმართა, თუმცა - უშედეგოდ.

თიკო ოსმანოვა
16.09.2017

 ბოლო წლების გახმაურებულ საქმეებზე, რომელთა გახსნასაც ძალოვნები საზოგადოებას უმოკლეს ვადაში ჰპირდებოდნენ, კვლავ არაფერია ცნობილი. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მთავარი პროკურატურისაგან 34 საქმეზე გამოითხოვა ინფორმაცია, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო.

მამუკა ნაცვალაძე
16.09.2017

 მეთქევსმეტე საუკუნის 80-იანი წლები კავკასიის ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთია. უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე იქარგება მოვლენები. მაჰმადიანური გარემოცვა ქართველთა სამეფო-სამთავროებს ყოფნა-არყოფნის დილემის წინაშე აყენებს. ეს ის დილემაა, რომლის დაძლევაც მხოლოდ ფილიგრანული დიპლომატიითა და სამხედრო წინააღმდეგობის ბალანსით მიიღწევა.

ეკატერინე ბასილაია
16.09.2017

 მეორე ტურის შანსი რეალურია. თუ უდუმაშვილი გავა მეორე ტურში, ეს ხელისუფლების გარანტირებული გამარჯვება იქნება. ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს არ უჭერს, ის მეორე ტურში უდუმაშვილს მხარს არ დაუჭერს. ეს ცხადყო 2016 წლის არჩევნებმა", - აცხადებს "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი.

თიკო ოსმანოვა
15.09.2017

 ოთხმაგი აგენტი - ალი დაბუევი, იგივე ალი ტიმაევი, იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.

ეკატერინე ბასილაია
15.09.2017

 "ამის არ გრცხვენიათ? იცით, მე ქვეყნის პრეზიდენტი ვიყავი და ჩემი პრეზიდენტობისას უშიშროების სამსახურს ავუკრძალე პირადი ცხოვრების ჩანაწერების გაკეთება, ჯაშუშებისაც კი," - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს მისი პირადი ცხოვრების ჩაწერის მცდელობასა და უკანონო თვალთვალში ამხელს და პოროშენკოს ამ თვალთვალის დაგეგმვის გამო ვლადიმირ პუტინსა და ასლან აბაშიძეს ადარებს.

ეკატერინე ბასილაია
15.09.2017

 "დაახლოებით 24 ათასი ფაილი იყო, გავანადგურეთ მხოლოდ მცირე ნაწილი - 144 ფაილი, ისინი, რომლებიც დაკავშირებული იყო პირად ინტიმურ ცხოვრებასთან... რასაც ექსპრეზიდენტი (სააკაშვილი) უკანონო ინტიმურ ჩანაწერებზე ლაპარაკობს, ეს სიმართლე არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ სააკაშვილმა ამ ჩანაწერების შესახებ არ იცოდა, მაინც მასზე გადადის პასუხისმგებლობა. თუმცა მგონია, რომ იმდენად მასშტაბური იყო ეს პრობლემა, რთულად წარმოსადგენია, ეს მაშინდელ პრეზიდენტს არ სცოდნოდა," - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

გვანცა ღვედაშვილი
15.09.2017

 საქართველოში ყოველწლიურად სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაახლოებით 38 ადამიანი იმის გამო იღუპება, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. ამასთან, პროფკავშირების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე 420 ადამიანზე მეტია დაღუპული. სახალხო დამცველის განცხადებით კი, 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა გარდაცვალებისა და დაშავების 46 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.

მარი ჩიტაია
15.09.2017

 იმპორტირებული პროდუქტის დიდი უმტესობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. იქიდან გამომდინარე, რომ შემოსული საკვების კონტროლი არ ხორციელდება და არც შესაბამისი კვლევა არსებობს, უცნობია, ხარისხის პრობლემა უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტის რა ნაწილს ეხება. სპეციალისტების ვარაუდით, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 80-90% ან ცოტა მეტიც კი.

ნათია ლომიძე
15.09.2017

 საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მატულობს, ხოლო საქართველოში ბენზინი და დიზელი ძვირდება. ერთი ბარელი 55 დოლარს გადასცდა. ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია. ადგილობრივ ბაზარზე საწვავი 15 თეთრით უკვე გაძვირდა და როგორც ჩანს, პროცესი კიდევ გაგრძელდება.

ნინო ქეთელაური
15.09.2017

 "უკრაინის ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებით მიხეილ სააკაშვილს პროცესების მართვისა და გაფართოების საშუალება მიეცა. საქართველოში მისი მოღვაწეობა დასრულდა, მაგრამ უკრაიანში ეს არის ბოლო გაბრძოლება, მას დასაკარგი აღარაფერი აქვს," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა და აღნიშნავს, რომ მისმა ამგვარმა აქტივობამ საქართველოში "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები გამოაცოცხლა და მათ თვალში ქარიზმატული ლიდერი დაბრუნდა.

ნინო ქეთელაური
15.09.2017

 ვროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×