ნინო ქეთელაური 18.09.2017
"ქართულ ოცნებას" კარგად ეხერხება, რომ ამომრჩეველს მუდმივად უყიჟინოს - მგელი მოდისო. ფაქტია, სააკაშვილის საქართველოში გამოშვება არის სწორედ ის თემა, რაც ჩვენი ხელისუფლებისთვის დიდი საფრთხის მატარებელია. მართალია, საჯაროდ არ აცხადებენ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას ურჩევნია, სააკაშვილი საქართველოში იყოს, ჩვენსას კი - პირიქით", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.
|
მარიამ ელიაშვილი 18.09.2017
მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერები წყალბადის საწვავის მიღების გზებს ეძებენ. წყალბადს, როგორც სუფთა ენერგიის წყაროს, გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს. იგი დადებითად აისახება გარემოზე და არც ძვირად ღირებული არაა. მისი გამოყენება თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტომობილებში იქნება შესაძლებელი.
|
თიკო ოსმანოვა 18.09.2017
სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების ცნობით, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა. მათივე ინფორმაციით, ამას წინ უძღოდა რამდენიმე წლის მოლაპარაკება გერმანიის ხელისუფლებასთან.
|
მამუკა ნაცვალაძე 18.09.2017
მეექვსე საუკუნის 30-იანი წლები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი დრამატული პერიოდია. ეს ის დროა, როცა ქართლში მეფობა გაუქმებულია, ერთიანი ქართველური პოლიტიკური სივრცე მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე ბიზანტიასა და ირანს შორის ცილობის საგანია. სწორედ ამ პერიოდში ზეობს ეგრისის მეფე გუბაზ მეორე, გამორჩეულად ტრაგიკული ბედი რომ არგუნა განგებამ.
|
ეკატერინე ბასილაია 18.09.2017
"თუ კალაძე გახდა მერი, რას მივიღებთ, იცით? თითოეულ ოჯახში გუგავა კი არ მოვა, მოვა კალაძის წყლის, გაზის, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფების ქვითარი, მოვა "სიტი პარკის" საჯარიმო ქვითარი, ბანკის თანამშრომელი - დასაყადაღებლად, ფანჯრებთან ამოვა ბეტონის მონსტრები კორპუსების სახით. ამ ქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი იქნება. ეს არჩევანია: ან ირჩევთ მაფიოზა-თაღლით კალაძეს, ან ირჩევთ ხალხის მსახურ გუგავას," - აცხადებს "ლეიბორისტების" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა.
|
ნინო ქეთელაური 16.09.2017
24 ნოემბერს ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი გაიმართება. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, როგორც ამ პროგრამის მონაწილე ის ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირთან დაახლოების მხრივ შესამჩნევი პროგრესი განიცადეს, სამიტისთვის ერთობლივად ემზადებიან.
|
ეკატერინე ბასილაია 16.09.2017
თვითმმართველობის არჩევნებზე მერის სავარძლებისთვის ბრძოლაში "ქართულ ოცნებას" არა მარტო ოპოზიციასთან უწევს კონკურენცია-დაპირისპირება, არამედ საკუთარი პარტიის წევრებთან (თუ უკვე ყოფილ წევრებთან). თან მათ შორის მოქმედი და ყოფილი გამგებლებიც არიან, რომლებიც "ოცნებამ" დაიწუნა და ამის გამო დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით გადაწყვიტეს ბრძოლა იმ პარტიასთან, რომელმაც მათ ზურგი აქცია.
|
თიკო ოსმანოვა 16.09.2017
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ხელისუფლებამ შესაძლოა, რაღაც ცვლილებები განახორციელოს. ყოველ შემთხვევაში, ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი ირწმუნება, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია მმართველი გუნდიდან მიაწოდეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 16.09.2017
"რიგ პარტიებში უფრო ძლიერი ფიგურები საკრებულოს კანდიდატებად გაუშვეს, ხოლო მერობაზე წარმოდგენილი პირები იმდენად მძიმეწონისანი არ არიან. შესაბამისად, არის აზრი, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ სტრატეგია საკრებულოსკენ აიღო და მერობაზე ბრძოლას თავი დაანება. ამ სტრატეგიაში ლოგიკა ნამდვილად არის", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში აკეთებს.
|
თამარ მუკბანიანი 16.09.2017
ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და ახალგაზრდების მასობრივი მიგრაცია - ეს ქვემო სვანეთის მთავარი პრობლემებია. ამას ემატება დიდი ტურისტული პოტენციალის გამოუყენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ლენტეხს მაღალმთიანი რაიონის სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც მთელი რიგი სოციალური და ეკონომიკური შეღავათები მიიღო, ეს სოფლებში ხალხის დასამაგრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
|
მარი ჩიტაია 16.09.2017
ერთ წელიწადში საქონლის ხორცის ფასმა 2 ლარით მოიმატა. გაზრდილია როგორც ცოცხალი წონის ფასი, ასევე საბითუმო და საცალო ღირებულება. სპეციალისტების ინფორმაციით, საფასო ცვლილება ხორცის ექსპორტის ზრდას უკავშირდება, რამაც, თავის მხრივ, ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია.
|
ნათია ლომიძე 16.09.2017
მთავრობა საგარეო ვალის შემცირების გზებს ეძებს, მაგრამ - არასწორი მიმართულებით. არ არის გამორიცხული, ერთ-ერთი "გამოსავალი" საშინაო ვალის გაზრდა გახდეს. ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ შიგა ვალზე აქცენტის გაკეთება ეკონომიკური განვითარებისთვის დამღუპველია.
|
|