ეკატერინე ბასილაია 23.09.2017
საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნა უკვე ცნობილია. თუმცა, პირველად ის მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" გახდა ხელმისაწვდომი და გუშინვე, საღამოს 8 საათზე პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დასკვნაში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი უაღრესად დადებითად და წინ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული.
|
გვანცა წულაია 23.09.2017
ევროკავშირში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებიან თითქმის ნახევარი წელი გავიდა. 18 სექტემბრის მონაცემებით, უვიზო მიმოსვლით საქართველოს 86 500-მა მოქალაქემ ისარგებმა, თუმცა მათგან 236 საზღვარზე არ შეუშვეს და უკან გამოაბრუნეს.
|
ნინო ქეთელაური 23.09.2017
"ოპოზიციის ძირითადი მინუსი არის სისუსტე და დაბალი რეიტინგი. მათ მოსახლეობაში არ აქვს საყდენი, რის გამოც ვერც ხელისუფლებაზე ახდენენ ზეწოლას", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას.
|
ნინო ქეთელაური 23.09.2017
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმს უხეშობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება დიალიზის განყოფილების მესამე ცვლის პაციენტს, რომელიც ამბობს, რომ მომხდზე ნერვიულობამ ახლა ჯანმრთელობის სხვა პრობლემები შეუქმნა. თავად ქირურგიის ცენტრში კი აცხადებენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და მანამდე არათუ პრეტენზიით, შენიშვნითაც არავის მიუმართავს მათთვის.
|
თამარ მუკბანიანი 23.09.2017
თუკი ბოლო დროს, პიკის საათებში ქალაქის ქუჩებში გაგივლიათ, გეცოდინებათ რას ნიშნავს უძრაობა დაუსრულებელ საცობში. სექტემბრის დადგომისთანავე ეს განსაკუთრებით თვალშისაცცემი გახდა. ზაფხულის სიხალვათის შემდეგ, შემოდგომიდან დედაქალაქი ერთიორად გაუვალი აღმოჩნდა.
|
ნათია ლომიძე 23.09.2017
ავიაბილეთები, შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ამის წინაპირობა ამჯერად საწვავის მაღალი ფასია, 1 ტონა ავიანავთის ღირებულება 600 დოლარის ფარგლებშია, ამიტომ იგი ბილეთების ფასის ფორმირებაზე გავლენას მოახდენს. ავიასაწვავის გაძვირების შემდეგ ბილეთებზე ფასის ზრდას ადასტურებენ ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები და ავიაციის სფეროს სპეციალისტებიც. ბოლო პერიოდში მგზავრობის ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ვიზალიბერალიზაციის შემდგომმა პერიოდმაც, რის შემდეგაც ბილეთებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.
|
მარი ჩიტაია 23.09.2017
სემეკის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ხალხსაც და სპეციალისტებსაც პოზიტიური განწყობა შეუქმნა. გამორიცხული არ არის, ელექტროენერგიის ამჟამინდელი ტარიფის შენარჩუნდეს. ყველა კომპონენტი მოწმობს, რომ დენი არ უნდა გაძვირდეს. ამის ერთ-ერთი წინაპირობა თბოლექტროდადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის შემცირებაა, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილება სემეკმა გუშინ მიიღო.
|
მამუკა ნაცვალაძე 23.09.2017
იმპერიული ამბიციები ვერ იტანს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა თავგანწირვას, იმპერიას თავისი ლოგიკა აქვს, რაც შეუვალი და ულმობელია. მისთვის არ არსებობს სენტიმენტები, უცხოა გულჩვილობა და რომანტიზმი. ის მხოლოდ ძალის პოლიტიკას ცნობს, რომელიც ხშირად სხვადასხვა იდეოლოგიური საბურველითაა შეფუთული.
|
ია აბულაშვილი 23.09.2017
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ქართულ ენაზე ამდენი ხელნაწერი არცერთ სხვა ნაწარომებზე არ მოიპოვება, როგორც "ვეფხისტყაოსანზე" და თითოეულ ამ ხენაწერს თავისი ისტორია აქვს. დღეისათვის ჩვენამდე მოღწეულია "ვეფხისტყაოსნის" 164 ხელნაწერი, მათგან 110-მდე დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დანარჩენი ნუსხები დაცულია საქართველოს და საზღვარგარეთის სხვადასხვა სიძველეთსაცავებში - ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკაში, პარიზში საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ასევე სანკტ-პეტერებურგში.
|
ნათია ლომიძე 22.09.2017
ლარის კურსი ყოველდღიურად ცოცვა-ცოცვით უფასურდება. ზამთრის მოახლოებამ ხალხსაც და ბიზნესმენებსაც ვალუტის სტაბილურობის ილუზია გაუქარწყლა. გაუფასურების გამო, სამომხმარებლო ბაზარი უკვე ფასების ზრდის საფრთხის წინაშეა. იმპორტიორები მიიჩნევენ, რომ თუ ლარი 2.50-იან ნიშნულს გადასცდა, გაძვირებისა და ინფლაციის მორიგი ტალღა გარდაუვალი იქნება.
|
ნინო ქეთელაური 22.09.2017
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ ევროპარლამენტში საკუთარი ინტერესების დამცველი წარმოადგინა. ე.წ. პარლამენტის პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას იტალიელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ევროპარლამენტის ექს-დეპუტატი ჯულიეტო კიეზა შეასრულებს. თუმცა კონფლიქტოლოგები აცხადებენ, რომ ის ვერ იქნება ოფიციალური წარმომადგენელი, რადგან არაღიარებული ქვეყნის კანდიდატი ევროპარლამენტის წევრი ვერ გახდება.
|
ეკატერინე ბასილაია 22.09.2017
საქართველოში ლაზები იდევნებიან, - ეს პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს და უფრო მეტიც, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტ მარგველაშვილს ღიად სდებს ბრალს, რომ მან ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა საქართველოს ერთიანობის მტერ თურქეთის მოქალაქეს და ეს მაშინ, როდესაც 17 ლაზი, რომლებსაც საქართველო უყვართ, უარით გამოისტუმრა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|