ნათია ლომიძე
26.09.2017

 საქართველოში ოჯახს მიცვალებულის დაკრძალვა ათასობით ლარი უჯდება. სამგლოვიარო სუფრის გარდა, სხვადასხვა სახის ხარჯი 1500-2000 ლარს აღწევს. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახი ადგილს საქალაქო სასაფლაოზე შეიძენს, კერძო სასაფლაოს შემთხვევაში ფასი ხშირად ოთხმაგდება. დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ საკმაოდ მისაღები ფასი აქვთ და არც მოსახლეობას არ უჭირს იმ თანხის გადახდა, რომელსაც უსახელებენ. უბრალო მოქალაქეები კი აცხადებენ, რომ მათთვის სარიტუალო მომსახურების ტარიფები მიუღებელია, თუმცა სხვა გამოსავალი არ რჩებათ.

გვანცა ღვედაშვილი
25.09.2017

 გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარედ აირჩეს. როგორც სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, 25-ე წელია, რაც გაერო-ში საქართველო გაწევრიანდა და ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა წარმატებით გარდაიქმნა გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად.

ეკატერინე ბასილაია
25.09.2017

 მარნეული, ბოლო ორი არჩევნებია, ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დაპირისპირებული ადგილია, სადაც "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოგება და როგორც ჩანს, ეს ოლქი "ოცნებისა" და ქართული არჩევნებისთვის ისევ "აქილევსის ქუსლად" რჩება.

ნინო ქეთელაური
25.09.2017

 დედაქალაქის მთავარ გამოწვევას ინტენსიური მშენებლობები და პარკირების პრობლემა რომ წარმოადგენს, ამას მერობის ყველა კანდიდატი იზიარებს და საკუთარ საარჩევნო პროგრამას მათი მოგვარების დაპირებებით იწყებს.

მარიამ ელიაშვილი
25.09.2017

 ჰიუსტონის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა ელექტრონიკის ახალ საშუალებას მიაგნო, რომლის დახმარებითაც რობოტის ხელს ერთმანეთისგან ცხელისა და ცივის განსხვავება შეეძლება. პროდუქტი წელვადი და დრეკადია, რაც ამ მხრივ ნამდვილი აღმოჩენაა. ამასთანავე, იგი მომხმარებელს ახალ ბიოსამედიცინო მოწყობილობებს სთავაზობს.

გვანცა ღვედაშვილი
25.09.2017

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ყოფილი თანაპარტიელებიც დაუპირისპირდნენ და მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც. პირველნი მას "ოცნებასთან" თანამშრომლობაში სდებენ ბრალს, უკანასკნელნი კი...

ია აბულაშვილი
25.09.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ისტორიამ შემოგვინახა რუსთაველის მხოლოდ ორი პორტრეტი: ახალგაზრდობის პორტრეტი, რომელიც შესრულებულია მე-12-მე-13 საუკუნეებში უცნობი მხატვრის მიერ, მეორე კი - ფრესკული პორტრეტი. ის დაცულია იერუსალმის ჯვრის მონასტერში. სწორედ ამ ორი პორტრეტის ისტორიაზე გვინდა რამდენიმე საინტერესო მასალა მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

ია აბულაშვილი
25.09.2017

 "მე სხვანაირ დასკვნას არც ველოდი. ეს არის ევროპული სტილი, სადაც ევროპელები ყოველთვის თავს იკავებენ მკვეთრი განცხადებებისგან. არათუ კომისიის დასკვნაში, ევროპული სასამართლოს დასკვნიდანაც ვერ გაიგებ ცალსახად, ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი", - განაცხადა სოსო ცინცაძემ, რომელსაც "მთელი კვირა" ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თაობაზე გაესაუბრა.

მამუკა ნაცვალაძე
25.09.2017

 მეექვსე საუკუნის 40-იანი წლები საქართველოს ისტორიაში დრამატული მოვლენებით აღინიშნა. ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ იმ პერიოდის მსოფლიო იმპერიათა დაპირისპირების ერთ-ერთმა ფრონტმა დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლა.

ეკატერინე ბასილაია
25.09.2017

 "გაყალბების ერთ-ერთი ხერხია საარჩევნო კომისიაში საკუთარი კანდიდატის ყოლა და ბიულეტენების ჩაყრა, ბათილად ცნობა, თუ დათვლისას სხვისი ბიულეტენების მითვლა. მოგეხსენებათ, რომ 3 500 უბანია და ყველა უბანში უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი ოპოზიციურ პარტიებს. ყველა უბანში თავისი წარმომადგენლები კი ეყოლება მხოლოდ "ოცნებას" და შესაძლოა, მთლიანად არც ეყოლოს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს". იმიტომ, რომ უბნებში დამკვირვებლის ყოფნა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ასეთ უბნებში, სადაც თავისუფლებაა, ფრთების გაშლა ხდება. იცით, რომ არჩევნებში ბევრი არ იღებს მონაწილეობას და აქ იკვრება წრე," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

ეკატერინე ბასილაია
23.09.2017

  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების ბრძანებით ქართულ სოფლებში ქართულ კვალს შლიან. უკვე 2 კვირაა სოფელ ერედვში ომის დროს დამწვარ-დაზიანებულ სახლებს ბოლომდე ანგრევენ და ტერიტორიას ნანგრევებისგან ასუფთავებენ.

გვანცა ღვედაშვილი
23.09.2017

 "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის თბილისის საკრებულოში მოხვედრის კანდიდატებს შორის მხოლოდ 16 მოქმედი საკრებულოს წევრი დაასახელა. ცნობისათვის, ამჟამად მმართველ პარტიას დედაქალაქის საკრებულოში 39 წარმომადგენელი ჰყავს და ეს იმას ნიშნავს, რომ 23 მათგანი საკრებულოს დაემშვიდობება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×