ნინო ქეთელაური 02.10.2017
"ჩვენ მიმართ დასავლელი პარტნიორების გულგატეხილობა სრულიად თვალსაჩინო იქნება და, ამასთანავე, წლების განმავლობაში ჩასაფრებული ევრაზიული კავშირი უაღრესად კმაყოფილია. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავფიქრდეთ, გვინდა ლენინიზმი თუ დასავლური დემოკრატია", - ასე აფასებს კონსტიტუციის მიღების პროცესს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.
|
მარიამ ელიაშვილი 02.10.2017
მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ "ნოვას" დამფუძნებელ რამაზ ბლუაშვილის ორგანიზებითა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გასულ კვირას საქართველოს ნასა-ს მეცნიერები - ჯონ კასანი და რობ მენინგი სტუმრობდნენ. მათი ვიზიტი კოსმოსში "ვოიაჯერების" გაგზავნიდან 40 წლის იუბილეს უკავშირდება.
|
მარიამ ელიაშვილი 02.10.2017
2012 წლიდან მარსის კვლევა ინტენსიურ ფაზაში შევიდა და მის შესახებ უამრავი საინტერესო რამ გავიგეთ. უკვე ცნობილია, რომ იქ ოდესღაც იყო წყალი და ჰაერი. დღემდე შემორჩენილია მეთანის, სილიციუმისა და ჟანგბადის კვალი. ეს ინფორმაცია მარსმავალმა "ქურიოსიტიმ" მოგვაწოდა, რომლის მთავარი ინჟინერი ნასა-ს მეცნიერი რობ მენინგია.
|
მამუკა ნაცვალაძე 02.10.2017
ულმობელია იმპერიული ლოგიკა, განსაკუთრებით უცხოტომელთათვის. ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს იმისა, როგორ ერთგულებენ ისინი უცხო იმპერიას, როგორ ჩამდგარან მათ სამსახურში, თავიც არ დაუზოგავთ, თუმცა ყველა ასეთ შემთხვევას ერთი, საერთო, ბანალური დასასრული აქვს - არავის დაუფასებია მათი ნაღვაწი.
|
ია აბულაშვილი 30.09.2017
საქართველოში სომხეთის ახალი ელჩის დანიშვნა, რამდენიმე თვეა, ჭიანურდება. ოფიციალური ერევნის მიერ შერჩეულ კანდიდატს - სერგეი მინასიანს ჯერაც არ მიუღია აგრემანი - მიმღები ქვეყნის წინასწარი თანხმობა ელჩად მის დანიშვნაზე.
|
ეკატერინე ბასილაია 30.09.2017
ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კიდევ ერთი ახალი ურთიერთბრალდების და დაპირისპირების თემა გაჩნდა. ამჯერად ვაშინგტონი გეგმავს, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს "ღია ცის შეთანხმების" ფარგლებში აშშ-ის თავზე ფრენის უფლება შეუზღუდოს.
|
ნათია ლომიძე 30.09.2017
თბილისის სხვადასხვა უბანში წლის მიწოდება კვლავ უდიდესი პრობლემაა. დედაქალაქის ზოგიერთ ნაწილში წყალი 24 საათითაც კი შეწყვეტილია. მოსახლეობა კომპანიის უყურადღებობაზე ჩივის, "ჯორჯიან უოთერ ფაუერი" კი პრობლემად დაზიანებას ასახელებს და აცხადებს, რომ საავარიო ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში პრობლემის მოსაგვარებლად დაუღალავად მუშაობენ, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეთანხმება. ისინი ამტკიცებენ, რომ კომპანიას რეალურად არ შეუძლია პრობლემის აღმოფხვრა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ადასტურებენ, რომ უკმაყოფილო მომხმარებელთა ზარები გაიზარდა, რაც პრობლემის სიმწვავეს ადასტურებს.
|
მამუკა ნაცვალაძე 30.09.2017
სეფიანთა ირანის სახელმწიფოებრივი ძლიერება ალავერდი ხან უნდილაძეს უკავშირდება. მეთექვსმეტე საუკუნის 70-იანი წლებისას ყიზილბაშების მიერ სამ თუმნად ტყვედ გაყიდულმა ყმაწვილმა მძიმე გზა გამოიარა უკიდურესი გაჭირვებიდან ძლევამოსილი იმპერიის ყურალაღასის ტიტულამდე. უსასტიკესი ინტრიგების ფონზე შაჰ თამაზის კარზე მოხვედრა არ იყო იოლი საქმე, მით უმეტეს აქ აღზევება და ნდობის მოპოვება.
|
ნათია ლომიძე 30.09.2017
2017 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის საგარეო ვალი მკვეთრად გაიზარდა. ასეთი ნახტომი ამ ხელისუფლების პირობებში აქამდე არასდროს მომხდარა. ერთ კვარტალში საგარეო ვალდებულებებმა ერთბაშად 617 მლნ დოლარით მოიმატა და უკვე 16,4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
|
ია აბულაშვილი 30.09.2017
(რეზონანსი) არეულობა და ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოში გუშინ დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. მიზეზი საკრებულოს დღის წესრიგი იყო, განიხილებოდა პუშკინის სკვერთან 1900 კვმ და თაბორის მთაზე 5000 კვმ მიწის ნაკვეთებისათვის სტატუსის შეცვლის საკითხი. ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პროექტ "პანორამა თბილისის" ფარგლებში პუშკინის სკვერის ქვეშ მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა, თაბორის მთაზე კი საირიგაციო სისტემის მშენებლობა დაიწყება.
|
ია აბულაშვილი 30.09.2017
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შექმნის ისტორია ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, ერთი საინტერესო დოკუმენტი გავაცნოთ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით 1918 წელს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო.
|
გვანცა ღვედაშვილი 30.09.2017
"საერთოდ, მმართველი პარტია სხვა შემთხვევაში მეტი სიფრთხილით მოეკიდებოდა არჩევნების წინ კონსტიტუციის საკითხის განხილვას, რადგან ეს მნიშვნელოვანი ემოციების მიზეზია, თუმცა ჩვენ გაბედული მმართველი პარტია გვყავს. ის არ მოერიდა და გადადგა ასეთი ნაბიჯი, მაგრამ როგორი შედეგი იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია", - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან" ინტერვიუში "ოცნების" მიერ წინასაარჩევნო პერიოდში კონსტიტუციის პროექტის დამტკიცება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|