თეო გუდავაძე
27.09.2017

 მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაა, ადგილობრივ ბაზარზე აშკარად შესამჩნევი გახდა პროდუქტების სიძვირე. მომხმარებელი განსაკუთრებით წუხს ხილ-ბოსტნეულის სიმცირის გამო. წელს საქართველოში ძალიან ცუდი მოსავალი მოვიდა, ამ ყველაფერმა კი აგრარული ნაწარმის გაძვირება გამოიწვია. ზამთარი ახლოვდება და მოსახლეობის უმეტესობას საკვების მომარაგება უჭირს. უკვე შიშიც გაჩნდა, რომ ამ ზამთრის გადატანა ხალხს ძალიან გაუჭირდება.

ია აბულაშვილი
27.09.2017

 "კონსტიტუციის დღევანდელი ტექსტი ნამდვილად უკეთესია იმაზე, რაც წლების განმავლობაში გვქონდა, სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის სამარცხვინო ჭრა-კერვის შედეგად," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" საკონსტიტუციო ცვლილებებსა და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

ნათია ლომიძე
27.09.2017

 აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს და კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მავნებელმა მოსავლის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, ახლა დარჩენილი მცენარეების გადარჩენისთვის დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარეობს. საშიშროება ყველა მცენარეს ემუქრება, მათ შორის, ციტრუსს, თუმცა დროული ჩარევის შედეგად მათი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ნინო ქეთელაური
27.09.2017

 კითხვები ყოველთვის იქნება, რაც თავისთავად ხელისუფლების მიმართ ნდობას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით მას გარკვეული პრობლემები ექნება, რადგან როცა დასავლეთს დასჭირდება, ყოველთვის გაიხსნებს, რომ კონსტიტუციის მიღებისას ჩვენმა ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა," - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
27.09.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ქართულ ისტორიულ წყაროებში არ მოიპოვება ცნობა, როდის მოხდა მეფედ კურთხევის წესის შემოღება საქართველოში, თუმცა პირველი ცნობა ბაგრატიონთა სამეფო გვარის მემატიანეს ეკუთვნის, როცა დავით კურაპალატის ძე ადარნასე მეფედ დასვეს. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, თამარ მეფის ისტორიკოსის გადმოცემით, მეფედ კურთხევის წესი მე-12 საუკუნეში უკვე არსებობდა, სერგი კაკაბაძის ვარაუდით კი, ეს წესი შედგენილი უნდა იყოს მე-13 საუკუნის დასაწყისში.

მარი გოცირიძე
26.09.2017

 "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისელებს ამომწურავად გაიცნო ის ეკოლოგიური ღონისძიებები, რასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. "სიცოცხლით სავსე ქალაქის" ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ გარემოს გაჯანსაღება იქნება.

მარი ჩიტაია
26.09.2017

 ლარის დევალვაციის დღიდან მოყოლებული, მთელი 2 წლის განმავლობაში, საქართველოში სესხების მოცულობა კატასტროფულად გაიზარდა. სპეციალისტები ეროვნულ ბანკს ახალი რეგულაციების შემუშავებისკენ მოუწოდებენ, რაც საბანკო სექტორს ბიზნესის დაკრედიტების მეტ შესაძლებლობას მისცემს. მანამდე კი მოსახლეობის ვალები არნახული ტემპით მატულობს. კერძოდ, 2015 წლის იანვრიდან როგორც სამომხმარებლო, ასევე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების რაოდენობა ლარში 1 მლრდ 739 მლნ-ით არის მომატებული, ხოლო დოლარში აღებული იპოთეკური სესხების მოცულობა - 1 მლრდ 666 მილიონით.

მარი ჩიტაია
26.09.2017

 საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლეობა სახელმწიფოს მხრიდან მოწყალების მომლოდინეა. სოციალური შემწეობის მიმღებ პირებზე რომ არაფერი ვთქვათ, ყოველდღიურად ასობით ადამიანი სხვადასხვა სახის შემწეობას ითხოვს. შემთხვევითი არ არის, რომ საარჩევნო კამპანიებიც მუდმივად ამ ტიპის დაპირებებზეა აგებული. რატომღაც ხალხს ყველა ჰპირდება, რომ პენსია მოიმატებს, სოციალური დახმარება გადაიხედება, მეტ ადამიანს დაეხმარებიან და შემდეგ - სამართლიანად თუ უსამართლოდ - ადამიანი ამ პირობების შესრულებას ითხოვს.

გვანცა ღვედაშვილი
26.09.2017

 ბოლო ნახევარ საუკუნეში დაახლოებით 200-მდე მყინვარი საერთოდ გადნა კავკასიონზე. თუ კლიმატური პირობები ასე გაგრძელდება, მეცნიერები ამბობენ, რომ საუკუნის ბოლოსთვის კავკასიონის მყინვარების 50% გაქრება, ხოლო აღმოსავლეთ კავკასიონზე მყინვარი საერთოდ აღარ იქნება.

თამარ მუკბანიანი
26.09.2017

 საქართველოს კონტრაბანდისტები უტევენ. ჯერჯერობით აშკარაა 3 ძირითადი მიმართულება: თამბაქო, ძვირფასი ლითონები და ნავთობპროდუქტები. უაქციზო სიგარეტის ბრუნვის მასშტაბი შარშანდელთან შედარებით რამდენჯერმეა გაზრდილი. იგივე ვითარებაა ძვირფასი ლითონების შემთხვევაშიც. ამ ყველაფრის მიზეზი სახელმწიფოს მიერ ხელოვნურად გაზრდილი გადასახადებია.

ნინო ქეთელაური
26.09.2017

 გერმანიის ბუნდესტაგის და საფრანგეთის სენატის შუალედური არჩევნების შედეგებით, ორივე ქვეყნის პარლამენტში ევროსკეპტიკოსები პოზიციებს იმყარებენ. ამის გამომწვევ ძირითად მიზეზად ანალიტიკოსები საფრანგეთსა და გერმანიაში არსებულ მიგრაციის პრობლემას ასახელებენ, რაც, მათი თქმით, პირდაპირ უსაფრთხოებაზე აისახება.

ნინო ქეთელაური
26.09.2017

 "რუსეთმა, ფაქტობრივად, აღადგინა პრევენციული ომისა და დარტყმების პრინციპი, რითაც საბჭოთა კავშირის დოქტრინაზე გავიდა", - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×