ეკატერინე ბასილაია 04.10.2017
კატალონიაში, კვირას ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, საპროტესტო აქციები არ წყდება. გუშინ საყოველთაო გაფიცვაც გამოაცხადეს და დასავლურ პრესაში აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზეც, რომ კატალონიელ სეპარატისტებს შესაძლოა, რუსეთი ეხმარებოდეს.
|
თიკო ოსმანოვა 04.10.2017
"დღეს საქართველოსთვის არავის სცალია. გასაგებია, რომ გარკვეული სკეპტიციზმი გაძლიერდება, მაგრამ მთავარია ის, რომ ასე ცალმხრივად მიღებული ერთი პარტიის კონსტიტუცია ლეგიტიმაციას მოკლებული იქნება. გრძელვადიან პოლიტიკურ პროცესში ეს ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემატურიც გახდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
|
ია აბულაშვილი 04.10.2017
ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას კავკასიაში მოგზაურობის შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე ამონარიდი დიუმას თბილისური ჩანაწერებიდან.
|
მარი ჩიტაია 04.10.2017
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით ნახევარს ტექდათვალიერების გავლა გაუჭირდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კანონით დადგენილი ვალდებულების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, მთლიანი ავტოპარკის დაახლოებით 40% გაჩერდება, მარტო გამონაბოლქვზე შემოწმების შემთხვევაში კი შესაძლოა, მთელი მანქანების 20-25% ჩამოიწეროს.
|
ნინო ქეთელაური 04.10.2017
გრაკლიანის გორა უკვე ერთი წელია, გაიქურდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის საშუალებით გავრცელდა. მისი თქმით, აღნიშული ტერიტორიიდან წაღებულია სათვალთვალო კამერებიც, რომლებსაც ქურდობის ფაქტი უნდა დაეფიქსირებინა.
|
თეო გუდავაძე 04.10.2017
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა სახის მომსახურების კულტურამ მოიკიდა ფეხი. ერთ-ერთი მათგანია ე.წ. "ჩაის გადასახადი", რომელსაც საკვებ ობიექტებში აქტიურად იყენებენ. ეს არის გაწეული მომსახურების ფასზე დანამატი, რომელსაც მომხმარებელი უშუალოდ მიმტანს უტოვებს. ზოგიერთ მათგანს არც აქვს გააზრებული, რომ მომსახურებისთვის ყველა საკვებ ობიექტს ცალკე აქვს გადასახადი დაწესებული და ორმაგად იხდის თანხას. ეს დაახლოებით "სითი პარკისა" და "სტაიანშიკების" სიტუაციას ჰგავს, როდესაც მძღოლი ვალდებულია, ფული ორივე მიმართულებით გადაიხადოს.
|
ნათია ლომიძე 03.10.2017
მთავრობა პირობას იძლევა, რომ ინფლაციას შეაჩერებს, მაგრამ უკვე გაძვირებული პროდუქციის გაიაფება წარმოუდგენელია. წელს პირველადი მოხმარების საქონელი მკვეთრად გაძვირდა და ეს ფასები შენარჩუნდება 2018 წელსაც. ასე რომ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცება, რომ გაისად 3%-იანი ინფლაცია გვექნება, მოსახლეობისთვის ვერაფერი შვებაა. ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელ ფასებს არაფერი მოაკლდება და დროთა განმავლობაში მოემატება კიდეც.
|
თიკო ოსმანოვა 03.10.2017
"ზოგადად პოლიტიკური პარტიების ზუსტი რეიტინგები არ ვიცი, თუმცა როგორც კულუარებში გავიგე, შიდა პარტიული კვლევებით კალაძეს 35% აქვს, ელისაშვილს კი 25%," - აცხადებს "რეზონანასთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 03.10.2017
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 18 წლის პანკისელი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ხეობაში გუშინ დილით შეიტყვეს. სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისიას განცხადებით, კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სირისა და ერაყში დაახლოებით 300-400 ადამიანია წასული.
|
ნინო ქეთელაური 03.10.2017

პუშკინის სკვერის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს.
|
მარი ჩიტაია 03.10.2017
დიდი ალბათობით, მომდევნო წელს სახელმწიფო ვალების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს, რაც ბიუჯეტის პროექტიდან აშკარად ჩანს. მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, მისი მოცულობა 12,2 მლრდ-მდე იზრდება, ძირითადად სწორედ ვალების ხარჯზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიც დაანგარიშებულია კურსით 1 დოლარი 2,50 ლართან. ეს ნიშნავს, რომ გაისადაც ეროვნული ვალუტა დაახლოებით ამ ფარგლებში იტრიალებს და გამყარების პერსპექტივა არ ექნება. პირიქით, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სამომავლოდ ლარს კიდევ უფრო გაუჭირდება.
|
თიკო ოსმანოვა 03.10.2017
"დასავლეთში ძალიან კარგად იციან "ქართული ოცნების" ამბავი - არასაიმედო და არასტაბილური პარტნიორები არიან. "შეიძლება ხალხთან ერთი ვერსია განიხილონ, კომისიასთან - მეორე, მესამე კი მიიღონ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდნენ ვენეციის კომისიაში ამის ასახსნელად.
|
|