ეკატერინე ბასილაია
10.10.2017

 ადგილობრივ არჩევნებამდე დარჩენილია 10 დღე და პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების რეიტინგები ისევ ერთ-ერთი საყურადღებო თემა ხდება, მთავარი კი თბილისის მერობისთვის ბრძოლის შანსებია.

მარი ჩიტაია
10.10.2017

 ლარში ფასდადების ვალდებულებამ რეალურად ვერაფერი შეცვალა - ეროვნული ვალუტა ვერ გახდა ფასის მდგენელი. როგორც მეწარმეები ამბობენ, უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციისას ლარში მითითებული ფასი არასდროს არ არის საბოლოო და ის ყოველწუთს შეიძლება შეიცვალოს. რეალურად კი, ყველაფერი, რაც ძვირი ღირს (ბინა, ავტომობილი, ძვირფასი ავეჯი), უწინდებურად დოლარში იყიდება.

თიკო ოსმანოვა
10.10.2017

 "რუსეთი პრაგმატულია და თუ რეზოლუცია სიტყვიერის გარდა სხვა საფრთხის მომტანი არ არის - "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" - ნათქვამია. მაგრამ დროთა განმავლობაში ეკონომიკური სანქციები მნიშვნელოვანი ხდება. სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე იზრდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

ნათია ლომიძე
10.10.2017

 ბოლო წლებში საქართველოში უხარისხო ტექნიკა შემოდის, სრულიად ახალი მოწყობილობებიც კი მალევე გამოდის მწყობრიდან. ტექნიკოსები და მომხმარებელთა უფლებების დამცველი კომპანიების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მომხმარებლების მხრიდან საჩივრებისა და პრეტენზიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას მასობრივად უხარისხო ტექნიკას აჩეჩებენ. ხშირია ისეთი ფაქტი, როცა საყოფაცხოვრებო თუ ციფრული ტექნიკა შეძენისთანავე ფუჭდება, თუნდაც ის უახლესი მოდელის იყოს.

მარი ჩიტაია
09.10.2017

 ენერგოსადისტრიბუციო და წყალმომარაგების კომპანიების საინვესტიციო ხარჯთაღრიცხვას მკაცრი მონიტორინგი სჭირდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კომპანიები ტარიფების გაზრდის მიზნით აქტიურად იყენებდნენ საინვესტიციო ხრიკებს, რომლის დადგენა სემეკის კომპეტენციას სცილდება. ამის შემდეგ კომუნალურ სეგმენტში მომუშავე ორგანიზაციები მანიპულირებენ ინვესტიციების თემით და ითხოვენ ტარიფის ზრდას. რეალურად უცნობია ისიც, რამდენად ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს კომპანიები, რომელთა მონიტორინგი ასევე არ ხორციელდება.

გვანცა ღვედაშვილი
09.10.2017

 საქართველოს ექს-პრეზიდენტი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ყოფილი თანაგუნდელი და ახლა უკვე ოპონენტი “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ერთმანეთს ივანიშვილის და “ოცნების” “წისქვილზე წყალს დასხმაში” ადანაშაულებენ. აღნიშნულ სცენარს გაცვეთილს უწოდებენ პოლიტოლოგები და აღნიშნავენ, რომ ყველაფერი იმდენად ნათელია, კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს. 

ია აბულაშვილი
09.10.2017

 "1918 წლის 26 მაისს, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე თბილისში, გოლიცინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის აქტს მამაკაც დეპუტატებთან ერთად ხელი მოაწერეს დეპუტატმა ქალებმაც", - იუწყებოდა მაშინდელი ქართული პრესა.

ეკატერინე ბასილაია
09.10.2017

 ვაშინგტონი მოსკოვთან შემრიგებლურ ტონზე საბოლოოდ უარს აცხადებს, "რუსულ საფრთხეებთან" ბრძოლის გააქტიურებას გეგმავს, თანამდებობებზე ნიშნავს "ანტირუს ქორებს" და იმ ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, აქტიურობისთვის ემზადება. კავკასიის რეგიონში კი მისი უპირველესი ინტერესი აზერბაიჯანია - ამგვარი პროგნოზები აშშ-ის ბოლოდროინდელი საკადრო დანიშვნების შემდეგ გაჩნდა.

თიკო ოსმანოვა
09.10.2017

 ბათუმი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი - გასული წლის არჩევნების მსგავსად, ექსპერტები ამ რეგიონებში მცირე ლოკალურ დაპირისპირებებს წელსაც ელოდებიან. მათი თქმით, ამის ნიშნები უკვე სახეზეა, თუმცა თანხმდებიან, რომ ეს იქნება მცირე მასშტაბის შეხლა-შემოხლა და დესტაბილიზაციაში არ გადაიზრდება.

მარიამ ელიაშვილი
09.10.2017

 ავსტრალიაში, ადელაიდაში გამართულ ასტრონავტთა საერთაშორისო კონფერენციაზე კომპანია "სფეის იქსის" დამაარსებელმა ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის გეგმა წარადგინა, რომლის განხორციელებასაც 2022 წელს დაიწყებს.

ნინო ქეთელაური
09.10.2017

 შემწეობების გაზრდა, უმუშევრობის შემცირება, ჯანდაცვის პროგრამების გაუმჯობესება, უფასო სასადილოების მოწესრიგება - ეს იმის მცირედი ჩამონათვალია, რასაც თბილისის მერობის კანდიდატები სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად გვპირდებიან.

მამუკა ნაცვალაძე
09.10.2017

 1437 წელს ფერარაში დაწყებული საეკლესიო კრება ტკივილად შემორჩა ქრისტიანთა მეხსიერებას. იტალიის ულამაზეს ქალაქში სრულიად საქრისტიანო უნდა შეიკრიბოს. რომის პაპის სამწყემსო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს და კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ეს რომის პაპის ინიციატივაა, კონსტანტინოპოლის პატრიარქიც ყაბულს გახლავთ...


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×