ია აბულაშვილი 16.10.2017
მე-19 საუკუნის რუსი მხატვრის - ივან კრამსკოის ნახატი "უცნობი ქალი", რომელსაც ხშირად "რუსულ ჯოკონდასაც" უწოდებენ, მხატვარმა 1883 წელს შექმნა. მხატვრის ოსტატობასთან ერთად ამ შედევრისადმი ინტერესს მასზე გამოსახული ქალბატონის ვინაობაც იწვევს. მკვლევართა აზრით, ივან კრამსკოიმ სურათი ლევ ტოლსტოის "ანა კარენინასა" და დოსტოევსკის "იდიოტის" პერსონაჟ ნასტასია ფილიპოვნას გავლენით შექმნა; რომ მხატვარს მისი ქალიშვილი სოფია კრამსკაია პოზირებდა და სხვა.
|
გვანცა ღვედაშვილი 16.10.2017
"ქართულ ოცნებაში" კონსენსუსი არ იყო - ეს ზღაპრები მოუყვნენ თავიანთ ბავშვებს სახლში. თუ არსებობს პოლიტიკური ნება, კონსენსუსი შიდა პარტიაში ყოველთვის შეიძლება იყოს მიღწეული",- განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.
|
მამუკა ნაცვალაძე 16.10.2017
1453 წლის 29 მაისი, კონსტანტინოპოლის დაცემის დღე, ფაქტობრივად, წყალგამყოფი გახდა მსოფლიო ისტორიისთვის. იწყება თვისებრივად განსხვავებული პროცესები, რაც ხელს უწყობს მანამდე უპრეცედენტო მსოფლიო წესრიგის დამყარებას. მთავარ როლს ოსმალეთის იმპერია ირგებს, რომელიც მთელ ევროპას ემუქრება წალეკვით. ოსმალეთია ამ პროცესების კატალიზატორი.
|
ნინო ქეთელაური 16.10.2017
თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში მერიაში დიდ საკადრო რეორგანიზაციასა და შემცირებას გეგმავს. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ მერიაში სულ 50 თანამშრომელს დატოვებს, ზოგიერთი კი რიცხვს არ არასახელებს, თუმცა ნეპოტიზმთან ბრძოლას აანონსებს.
|
ნათია ლომიძე 14.10.2017
ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ სტატისტიკურადაა შესამჩნევი, რეალურად კი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ხალხს შემოსავალი არ ჰყოფნის და ყოველი მეხუთე ოჯახი ნასესხები ფულით იკვებება, ეკონომიკური ზრდა არ ასახავს რეალობას. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მშპ-ს მაჩვენებლით თავის მოწონება სიტყვებით თამაში იქნება, თუკი სახელმწიფო ფუნდამენტურ ცვლილებებს არ განახორციელებს, არ გაზრდის სამუშაო ადგილებს და არ შეამცირებს იმპორტს.
|
ნინო ქეთელაური 14.10.2017
დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით თბილისის მერობის კანდიდატებს თითქმის ერთნაირი გეგმები აქვთ - გზების რეაბილიტაცია, სარეკრეაციო ზონების მოწყობა, ძველი სახლების გამაგრება, ლიფტების, სახურავების შეკეთება და ა.შ. აქ განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ზოგიერთი კანდიდატისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, ზოგიერთი კი აქცენტს მაინც სოციალურ და სატრანსპორტო პროგრამებზე აკეთებს.
|
თიკო ოსმანოვა 14.10.2017
21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლს მხოლოდ 2 ტელეკომპანია ჩაატარებს - "რუსთავი 2" და "იმედი". საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წელს ტრადიციას უღალატა და ეგზიტპოლის ჩატარებაზე უარი თქვა. შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 8 საათზე გამოქვეყნდება და არ არის გამორიცხული, მკვეთრად განსხვავებული მონაცემები დაიდოს.
|
გვანცა წულაია 14.10.2017
სპეციალისტთა შეფასებით, გარემოს დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმების მიუხედავად, თბილისის ქუჩები მაინც დანაგვიანებულია. "რეზონანსის" მიერ "თბილსერვის ჯგუფიდან" მიღებული მონაცემების მიხედვით, 20 აპრილიდან გარემოს დაბინძურებისთვის 2 730 საჯარიმო ოქმი გამოიწერა. მათგან 2 657 - ფიზიკურ, 73 კი იურიდიულ პირზე. ჯარიმების საერთო თანხა 271 130 ლარს შეადგენს.
|
მარი ჩიტაია 14.10.2017
2018 წელს, შესაძლებელია, პენსია 10 ლარით ან ცოტა მეტითაც გაიზარდოს, დაახლოებით 5 წელიწადში კი საპენსიო თანხა დაახლოებით 60 ლარის ფარგლებში მოიმატებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხელისუფლება პირობას შეასრულებს და პენსიების ზრდა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად მოხდება. მშპ წელიწადში 3-4%-ით მატულობს. ქვეყანა ამ ტემპით თუ ივლის, დაახლოებით 2020-2022 წლებისთვის პენსიამ 240 ლარს უნდა მიაღწიოს.
|
მამუკა ნაცვალაძე 14.10.2017
უცნაური მოვლენებით აღინიშნა მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და მეთექვსმეტე საუკუნის პირველი ოცწლეულის მსოფლიოს პოლიტიკური მოვლენები. მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლი ოსმალეთის მმართველმა მეჰმედ მეორემ დაიპყრო, 1453 წლიდან ქრისტიანულ სამყაროში პირველობის პრეტენზია რუსეთმა განაცხადა.
|
ეკატერინე ბასილაია 14.10.2017
ამ კონსტიტუციით ევროპული დემოკრატიის ნაცვლად მივიღეთ "ბიძინოკრატია"; არ გაგიკვირდეთ, თუ მომავალში 1-ლარიანი სურვილი მილიარდერს ისევ გაუჩნდეს და 1 ლარის ფარგლებში მან, მაგალითად, პრეზიდენტის სასახლეც მიითვისოს. დიახ, ბელადი უკვე გვყავს და ახლა ველოდებით, რა გვარის იქნება 21-ე საუკუნის ლავრენტი ბერია. სადაც ბელადია, იქ მისი სურვილების შემსრულებელიცაა," - აცხადებს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.
|
ია აბულაშვილი 14.10.2017
1829 წლის იანვარში თეირანში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომელსაც ალექსანდრე გრიბოედოვის სიცოცხლე შეეწირა, ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს და ამის შეხსენებით თავს არ შევაწყენთ, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი, რომელიც ამ ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება.
|
|