ნინო ქეთელაური 11.10.2017
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა თბილისის საკრებულოს გუშინდელი სხდომა, რომელიც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიისა და თაბორის მთის ნაწილის 1 ლარად გასხვისებას შეეხებოდა.
|
ეკატერინე ბასილაია 11.10.2017
კატალონიამ დამოუკიდებლობის გამოცხადება ცოტა ხნით გადადო, ესპანეთის მთავრობასთან დიალოგის გამართვის იმედით. მადრიდი კი იმუქრება, თუ კატალონია ბრძოლას არ შეაჩერებს, კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რაც რეგიონის ავტონომიის საერთოდ გაუქმებას ითვალისწინებს.
|
ნათია ლომიძე 11.10.2017
სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაცემის საკითხს უკვე სხვა ჭრილში განიხილავენ. მიწის განკარგვის შეთავაზებული მკაცრი მექანიზმი თანდათან სუსტდება. საკითხი მდორედ და ყოველგვარი აურზაურის გარეშე უბრუნდება იმ პოზიციას, რომლის მეშვეობითაც შესაძლოა, სასოფლო სავარგულების გასხვისება უცხოელებზე ისევ დაიწყოს. სპეციალისტების აზრით, მიწის დაცვაზე მუშაობა შეწყვეტილია, რაც პანიკის საფუძველს იძლევა.
|
ია აბულაშვილი 11.10.2017
"თქვენ ამბობთ, რომ მე ძალიან დაკავებული ვიყავი ჩემი ქორწინებით, დიდსულოვნათ მაპატიეთ, მაგრამ ნინოა ჩემი ყარსიც და ახალციხეც, და მე მისი დასაკუთრება ვიჩქარე ისევე, როგორც თქვენმა ბრწყინვალებამ - ამდენი ციხესიმაგრისა", - წერდა ალექსანდრე გრიბოედოვი კავკასიაში რუსეთის ჯარების სარდალ ივანე პასკევიჩს 1828 წლის 23 აგვისტოს გაგზავნილ წერილში.
|
მარი ჩიტაია 11.10.2017
დასავლეთ საქართველოს შემდეგ შესაძლოა, აზიური ფაროსანა ქართლსა და კახეთს მოედოს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სახელმწიფოს მხრიდან სწორი პრევენციული ღონისძიების გატარებით მავნებლის დიდი ნაწილი განადგურდება, მაგრამ მისი მთლიანად მოსპობა მოკლე პერიოდში შეუძლებელია. ჯოჯოხეთის მწერთან საბრძოლველად მთავრობას, სულ მცირე, 5-7 წელი დასჭირდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ეფექტური ღონისძიებები დაიგეგმება, რისთვისაც აუცილებელია, სახელმწიფო პროგრამა შემუშავდეს.
|
ია აბულაშვილი 11.10.2017
"მოგვადგა კარზე არჩევნები და ტელევიზიებმაც ათობით "საიმედოდ" დავიწყებული პოლიტიკოსი გაგვახსენა. ჩეკისტებისა არ იყოს, ეტყობა, არც ყოფილი პოლიტიკოსები არსებობენ. თანაც რა ენთუზიაზმით, რა შემართებით და რაც მთავარია, რა დაპირებებით. უსმენ თითოეულ მათგანს და ის აზრიც კი მოგდის, რომ ფანტაზიაში მოიკოჭლა 2012-ში "ქართულმა ოცნებამ"; ვინღა წვრილმანდება დღეს განახევრებულ ტარიფებსა და გამქრალ შიმშილობაზე, ნარმანიას ხელში გატანჯულ თბილისს მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ(!) ქალაქად ქცევას უპირებენ. ამერიკულ ესტაკადებს, ათი ათასობით სამუშაო ადგილს, ჩინოვნიკების პრემიების ხელა პენსიებს, მათივე დანამატების ხელა უმწეოთა დახმარებებსა და მოჭრილ-გადამხმარი ხეების ადგილას ახალ "ორთაჭალის ბაღებს" გვპირდებიან. სახალისოც კი იქნებოდა ეს ყველაფერი, მამაპაპურ ურთიერთ ლანძღვა-გინების გარეშე რომ ხდებოდეს," - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
|
თეო გუდავაძე 11.10.2017
საქართველო სტუდენტების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ საუნივერსიტეტო კამპუსების დეფიციტი აშკარად თვალში საცემია. სტუდენტური საერთო საცხოვრებლები ცოტაა და იქ მოხვედრა ძალიან რთულია. დაწყებულია ახალი კამპუსების მშენებლობა, რომლებიც დაახლოებით 300 სტუდენტს იტევს და საცხოვრებელი პირობებიც გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემის მოგვარებას ასეთი ტემპით ათეული წლები დასჭირდება.
|
ნათია ლომიძე 10.10.2017
მთავრობა ასაკოვან მოქალაქეებს მხოლოდ საპენსიო რეფორმას სთავაზობს, რომელიც მათ არაფერში გამოადგებათ. 2018 წლის ბიუჯეტის ფარგლებში პენსიის ოდენობის გაზრდა არ იგეგმება, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით თავს არც მომავალში შეიწუხებენ. მაღალი ინფლაციისა და ფასების მატების ფონზე ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ფენა პენსიონერები არიან და მათ თავის გატანა უახლოესი წლების განმავლობაში მხოლოდ 180 ლარით მოუწევთ.
|
გვანცა ღვედაშვილი 10.10.2017
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სირიის საპარლამეტო დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს შეხვდა. აღნიშნული ქმედება საქართველომ რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა, ხოლო ექსპერტების აზრით, მოსალოდნელია, რომ სირიის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.
|
ნინი საყვარელიძე 10.10.2017
თბილისში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების მოდერნიზაცია, მათი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი პროექტების შექმნა იგეგმება. სწორედ ასეთია "ქართული ოცნების" გეგმა განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის ხედვის ფარგლებში. "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის თქმით, ქალაქის ნებისმიერი უბანი იქნება სიცოცხლით სავსე, მათ შორის მუხიანიც, სადაც დიდი სპორტულ-დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
|
ნინო ქეთელაური 10.10.2017
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის მიერ ნატოს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობას გმობს. ამის შესახებ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
|
თამარ მუკბანიანი 10.10.2017
ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობას ზრდა-განვითარებისთვის საკვები არ ჰყოფნის, ამიტომ ისინი ხშირად ავადმყოფობენ, არ გააჩნიათ მდგრადი იმუნიტეტი, ვერ ვითარდებიან ფიზიკურად. თანამედროვე ბავშვები სხვადასხვა მზა პროდუქტით იკვებებიან და ამიტომ მათი ორგანიზმი მუდმივად მოტყუებულია. როცა არასრულფასოვან საკვებს იღებს მოზარდი, ნაყრდება მისი კუჭი და ამ დროს შია მის ღვიძლს, თირკმლებს, ძვლებს, სისხლძარღვებს, სხვა ორგანოებს და, რაც მთავარია, ტვინს.
|
|