თიკო ოსმანოვა
11.09.2017

 სომხეთის პარლამენტში ევრაზიული კავშირის დატოვებაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ. მეზობელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხზე დღეს იმსჯელებს. თუმცა, როგორც ქართველი პოლიტოლოგები პროგნოზირებენ, ეს ინიციატივა ამაოა, რადგან, მათი აზრით, სომხეთის საზოგადოება მზად არ არის, უარი თქვას რუსეთის გავლენაზე.

მამუკა ნაცვალაძე
11.09.2017

 ღალატი განსაკუთრებული თემაა საქართველოს ისტორიაში. ერთ მუშტად შეკრული ქართველთა სამეფო, მით უფრო, თუკი ეს ერთიანობა გეოგრაფიულად კავკასიურ ჩარჩოში მოიაზრება, როგორც წესი, დიდ პრობლემებს უქმნის მსოფლიო იმპერიებს, ამიტომაც მსოფლიო ბატონობის მოსურვე მონსტრები ცდილობენ იმ ნაცადი ხერხის დანერგვას, ჯერ კიდევ რომაელებმა რომ გამოიყენეს უზარმაზარი ტერიტორიების კონტროლისათვის.

ეკატერინე ბასილაია
11.09.2017

 ვინ იყო უკრაინაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა"? "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, საუბარია იმაზე, რომ ის სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, მათ შორის იყო რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურების აგენტი.

ნინო ქეთელაური
10.09.2017

 ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ რამდენჯერმე სცადა პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა. წინასწარ დაგეგმილი მარშრუტის შეცვლითა და უკრაინელ მესაზღვრეთა კორდონის გარღვევის შემდეგ მან ეს შეძლო.

თიკო ოსმანოვა
09.09.2017

 2004 წლიდან დღემდე რუსეთი 27 ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერია. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის მარშალის ფონდთან არსებული "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელსაც ამერიკული "იუ-ეს-ეი თუდეი" აქვეყნებს.

ეკატერინე ბასილაია
09.09.2017

 გადალახავს თუ არა უკრაინის საზღვარს მიხეილ სააკაშვილი - ეს არის შეკითხვა, რომელზე პასუხსაც 10 სექტემბერს სულმოუთქმელად ელოდება ყველა უკრაინაში და უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ორივე მხარეს დიდი აქტიურობა და სამზადისია.

ეკატერინე ბასილაია
09.09.2017

 21 ოქტომბრის არჩევნების მარათონის ფინალში მეტ-ნაკლებად რეიტინგული პარტიების მხრიდან დიდ წინასაარჩევნო აქციებსაც უნდა ველოდოთ, სადაც, როგორც წესი, მხარდამჭერების გენერალური მობილიზაცია ხდება იმის საჩვენებლად, რომ პარტიის უკან დიდი ელექტორატი დგას.

ნინო ქეთელაური
09.09.2017

 "სააკაშვილი მარტივ მდგომარეობში ნამდვილად არ არის. იმიტომ, რომ თუ ერთ ადგილას გაჩერდება და პოლიტიკურ წინააღმდეგობას შეწყვეტს, ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა, მისი ფასი დავარდება. ეს მისთვის შესაძლოა, ძალიან სახიფათოც კი აღმოჩნდეს, იმაზე უარესი, ვიდრე ციხეში მოხვედრაა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში შესაძლო ჩასვლას.

გვანცა ღვედაშვილი
09.09.2017

 "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, საქართველოში 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიისას რიგი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის ორი - ფიზიკური დაპირისპირება, ორი - ზეწოლა-მუქარა, ერთი - სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება და ა.შ.

სოფო ჩხიკვაძე
09.09.2017

 სატელეფონო ცხელი ხაზები არსებობს იმისთვის, რომ ხალხმა გამარტივებული გზით მიიღოს ინფორმაცია. საქართველოში ამ მხრივ ვითარება ძალიან არასახარბიელოა. საინფორმაციო სატელეფონო სამსახურები ძალიან ცუდად მუშაობს. ეს ეხება როგორც საჯარო უწყებებს, ასევე კერძო კომპანიებსაც. ხალხი ყველაზე მეტად იმას ჩივის, რომ სასურველ ინფორმაციას ოპერტიულად ვერ იღებს.

მარი ჩიტაია
09.09.2017

 მომსახურების სექტორში დასაქმებულთა შრომის გრაფიკი და დაბალი ანაზღაურება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დაცვის სამსახურებსა და სუპერმარკეტებში ადამიანებს დღე-ღამეში 24 საათს ამუშავებენ და ზოგჯერ თვეში 300 ლარსაც არ უხდიან.

ნათია ლომიძე
09.09.2017

 მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, ქვეყანაში საინვესტიციო გარემო ვერ გაუმჯობესდა. შარშანდელთან შედარებით, ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობამ იკლო. ამან ქვეყნის ეკონომიკასა და წარმოებაზე შესაძლოა, არაეფექტურად იმოქმედოს. სპეციალისტების აზრით, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბაზარი, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×