ეკატერინე ბასილაია
07.09.2017

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ პარტიათა აგვისტოს შემოწირულობები გამოაქვეყნა, სადაც ქართული წინასაარჩევნო ტრადიციისამებრ საკმაოდ შთამბეჭდავად, 4,5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულებებით მმართველი ძალა, "ქართული ოცნება" ლიდერობს და მის დამფინანსებლებს შორისაა ის ბიზნესმენებიც, რომლებიც ადრინდელ მმართველ ძალას, "ნაციონალებს" სწირავდნენ დიდი ოდენობით თანხას და ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც გულუხვი, 5-ნიშნა შემოწირულობების სანაცვლოდ სულ მალე "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრთა რიგებშიც აღმოჩნდებიან.

თიკო ოსმანოვა
07.09.2017

 ჩაშლილი მოალაპარაკებების, ოპოზიციის მოთხოვნისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, საშემოდგომო სესიაზე კონსტიტუციას, მესამე მოსმენით ეყრება კენჭი. ქვეყნის უზენაესი კანონი ერთპარტიულ კონსტიტუციად უკვე შეფასდა. შესაბამისად ოპოზიცია საჩივლელად დასავლეთში ბუკიკიოსთან წერილს აგზავნის, პოლიტოლოგთა ნაწილი კი "ოცნებას" სააკაშვილის მთავრობის ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებს.

თიკო ოსმანოვა
07.09.2017

 "ასეთი კონსტიტუციით ევროპაში კი არა, სადაც ვართ, იქიდან არ გაგვაგდონ. ბუკიკიოს და მის კოლეგებთან ასეთი დამოკიდებულებით საქართველო ევროკავშირისკენ ნაბიჯებს ვერ გადადგამს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.

გვანცა ღვედაშვილი
07.09.2017

 "დასვლეთის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს მთავრობისადმი დამოკიდებულებაში საკმაოდ დიდი სკეპტიციზმია და ის, რომ ვენეციის კომიიის დასკვნის უგულებელყოფა ხდება, მაშინ, როცა მთელი ექვსი თვის განმავლობაში მუდმივად იყო ლაპარაკი, რომ ვენეციის კომისიის ნებისმიერ რეკომენდაციას მიიღებდნენ, ასეთი ნაბიჯით ხელისუფლების იმიჯი საკმაოდ შეილახება", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ხელისუფლების მიერ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკნის გამოგზავნამდე კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აკეთებს.

ეკატერინე ბასილაია
07.09.2017

 "ჩვენი პროკურატურის დღევანდელი განცხადება ექსტრადიციის მოთხოვნაზე სააკაშვილის გაფრთხილება იყო, რომ ის უკრაინაში არ შევიდეს და ვინც კარგად იცნობს სააკაშვილს, იცის რა მხდალიცაა ის და დარწმუნებული ვარ ის შესვლაზე უარს იტყვის."

ნათია ლომიძე
07.09.2017

 წელს ზაფხულშიც კი საქართველოს დენის იმპორტი დასჭირდა. ასეთი რამ წინა წლებში არ მომხდარა. ახლოვდება ცივი და ენერგეტიკისთვის დეფიციტური თვეები. რასაკვირველია ოქტომბრიდან უფრე მეტი ოდენობით ენერგია გახდება საჭირო, რაც ისევ და ისევ ძვირი იმპორტის ხარჯზე შეივსება. ასე გაგრძელების შემთხვევაში დენის ტარიფის გაზრდა გარდაუვალი გახდება.

მარი ჩიტაია
07.09.2017

 საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი ისევ ძვირდება. გუშინ 3-თვიანი მაქსიმუმი დაფიქსირდა და როგორც ჩანს, ეს არ იქნება ბოლო სიმაღლე. შავი ოქროს გაძვირების მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებული მოვლენებია. ამ ეტაპზე ნავთობპროდუქტების ფასის განმსაზღვრელი ფაქტორი ქარიშხლებია. ჯერ "ჰარვი", ახლა კი "ირმა" სანავთობო ბაზარს დიდი პრობლემებს უქმნის. აშშ-ში წარმოება მცირდება, ფასი კი მაღლა მიიწევს.

ია აბულაშვილი
07.09.2017

 "ჩემი ნატვრაა... როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ, ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს."

ეკატერინე ბასილაია
06.09.2017

 საქართველოს პროკურატურა უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ძებნა-დაკავება-ექსტრადირების მოთხოვნას კიდევ ერთხელ უგზავნის. ოფიციალური დოკუმენტი კიევში უკვე გადაგზავნილია და ეს ხდება იმის პარალელურად, როდესაც საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ევროპარლამენტარებისა და უცხოელი ჟურნალისტების თანხლებით კვირას, 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლა დაანონსა და რის საპასუხოდაც სააკაშვილის მომხრეების მტკიცებით, უკრაინამ პოლონეთთან საზღვრები მავთულხლართებითა და ჯავშანტექნიკით კიდევ უფრო გაამაგრა.

ნათია ლომიძე
06.09.2017

 ლარი ბოლო დღეების განმავალობაში უკვე 4,5 პროცენტით გაუფასურდა. სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ალოგიკურია და უკვე ქაოსის ნიშნებსაც ატარებს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ასეთი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, შემდეგი კვირიდან სამომხმარებლო საქონელი 5-10%-ით გაძვირდება. წინასაარჩევნოდ მოსახლეობამ უცნაური სიურპრიზი მიიღო.

ნინო ქეთელაური
06.09.2017

 ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საკუთარი ქმედებებით ომს ითხოვს - ასეთია მსოფლიო ლიდერების შეფასება, კიმ ჯონგ უნის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით. მათივე მოსაზრებით, ჩრდილოეთ კორეამ შეიძლება შეიმუშაოს ისეთი იარაღი, რომელსაც ევროპული ქვეყნების ტერიტორიებზე მიღწევაც შეუძლია.

თეო გუდავაძე
06.09.2017

 სექტემბრის დასაწყისიდან სასკოლო მზადება დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში უკვე იგრძნობა. წელს სავაჭრო ობიექტები მშობლებს და ბავშვებს ჰპირდებიან, რომ ყველა საჭირო ინვენტარს ერთ სივრცეში განათავსებენ, რათა მათთვის უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს ნივთები, რომელთა შეძენაც წინა წლებში სხვადასხვა ადგილას უწევდათ. ე.წ. სასკოლო ბაზრობებზე წარმოდგენილი იქნება ყველა ხარისხისა და ფასის ნივთი, რომ დაინტერესებულმა ადმიანებმა შეძლონ მისი შეძენა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×