ეკატერინე ბასილაია
04.09.2017

 სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაცია სომხეთის გავლით მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 27-28 აგვისტოს სტეპანაკერტში შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამაც გაავრცელა, რატომღაც თბილისიდან ოფიციალური ერევნის მისამართით ხმამაღალი პროტესტი და ახსნა-განმარტებების მოთხოვნა ამ ფაქტს არ მოჰყოლია.

გვანცა ღვედაშვილი
04.09.2017

 გურჯაანის რაიონ სოფელ კალაურში, კახეთ-ჰერეთის მეფის, კვირიკე |||-ის საფლავის შესწავლა დაიწყო. სპეციალისტებისა და საზოგადოებისთვის ყ| საუკუნეში მოღვაწე მეფის საფლავის ადგილსამყოფელი ცნობილი ახლახანს გახდა. ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე აღმოჩენას უნიკალურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საფლავის გახსნის შემთხვევაში ბევრ უცნობ ფაქტს ნათელი მოეფინებოდა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საპატრიაროსთან შეთანხმების შედეგად საფლავი არ გაიხსნება.

თიკო ოსმანოვა
02.09.2017

 ცესკო "ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის" წევრებს სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ძალით შეჭრასა და კომისიის წევრებისთვის საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. პარტიის ლიდერი შოთა მალახშია ამ ყველაფერს დეზინფორმაციას უწოდებს. უფრო მეტიც, ის ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. თუმცა, არ უარყოფს, რომ მისი პარტიის წარმომადგენელი ოლქში ნამდვილად იმყოფებოდა და ყველაფერს აფიქსირებდა ვიდეოკამერით.

ნინო ქეთელაური
02.09.2017

 პრეზიდენტი მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და კონსტიტუციის მიღების პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვიტისკენ და სამუშაო პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, ოპოზიცია ვენეციის კომისიას მიმართავს და აღნიშნავს, რომ მათ სურთ სტრასბურგის შეხვედრაზე დასწრება და კონსენსუსი, თუმცა, ამის წინააღმდეგი ხელისუფლებაა.

ეკატერინე ბასილაია
02.09.2017

 ამერიკული გამოცემა "უოლ სთრით ჯორნალის" ინფორმაციით, ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ბევრად უფრო დიდხანს მუშაობდა რუსეთთან, ვიდრე ოფიციალურად აღიარებს და დიდი ანაზღაურების საფასურად პუტინის ხელისუფლების ინტერესების წინ წამოწევასა და ლობირებას ეწეოდა არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოსა და მონტენეგროშიც.

ნინო ქეთელაური
02.09.2017

 "სტრასბურგში ჩასვლა და ხელისუფლებასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, თუნდაც ვენეციის კომისიის შუამდგომლობით, ეს უკვე ხელისუფლებისთვის გარკვეული პლუსია საიმისოდ, რომ თქვას - მართალია, მძიმედ, მაგრამ დიალოგი მაინც მიმდინარეობს", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ ბარიერის დაწევის ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან იყო კარგად გათვლილი სატყუარა დაბალრეიტინგიანი პარტიებისთვის.

მარი ჩიტაია
02.09.2017

 წლევანდელი სეზონი ევროპული ტურებისთვის განსაკუთრებით აქტიური იყო. ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, 2017 წლის ზაფხულში, ევროპის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

ნათია ლომიძე
02.09.2017

 გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნები ახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ორი კანდიდატია, დაძაბულობა თანდათან პიკს აღწევს. სპეციალისტების აზრით, პროფკავშირებში ძირეული ცვლილებები აუცილებელია. ამ ორგანიზაციის სამუშაო პროცესი ვერნაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ეკატერინე ბასილაია
02.09.2017

 წლებია, ოკუპირებულ აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმი ქართულ ენაზე განათლების მიღებას კრძალავს და ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რომლებმაც რუსული არ იციან, დიდი სიძნელით უწევთ რუსულად სწავლება. ამ ახალი სასწავლო წლიდან, გალის მსგავსად, ქართულად სწავლება აიკრძალა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალგორის სკოლებშიც 1-ლიდან მე-4 კლასის ჩათვლით. 5 წელიწადში გალში ქართული კლასი საერთოდ აღარ იარსებებს, ახალგორში კი 7 წელიწადში გახდება ყველა კლასი რუსულენოვანი.

გვანცა ღვედაშვილი
02.09.2017

 სამხედრო ძლიერების 2017 წლის რეიტინგში საქართველო 133 სახელმწიფოს შორის 82-ე ადგილზეა, სამხრეთ კავკასიაში კი მეორე ადგილი უჭირავს. თუმცა, ამ გლობალური სამხედრო რეიტინგის სიზუსტეს, რომელიც კომპანია "გლობალ ფაიაპაუერმა" შეადგინა, ქართველი ექსპერტების ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს. მათი თქმით, აღნიშნული რეიტინგი ჰგავს კრედიტქულას, რომელიც ფორის სახით მიანიჭეს საქართველოს და რეალურად, სამხედრო ძალის თვალსაზრისით, საქართველო კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ იმყოფება.

მამუკა ნაცვალაძე
02.09.2017

 1632 წელი გარდამტეხია საქართველოს ისტორიისთვის. სწორედ ამ წელს ადის ქართლის სამეფო ტახტზე როსტომ ხანის სახელით ხოსრო მირზა, სახელოვანი ლუარსაბ პირველის შვილიშვილი, ცნობილი სამედიცინო ტრაქტატ "იადგარ დაუდის" ავტორ დაუდ ხანის შვილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×