ია აბულაშვილი
31.08.2017

 როგორც ილია ჭავჭავაძის თანამედროვენი წერდნენ, როდესაც ილიამ "ოთარაანთ ქვრივის" დაწერა გადაწყვიტა, თავისი აზრი რამდენიმე ადამიანს გაუზიარა, მათ შორის პირველი იყო არტურ ლაისტი. დღევანდელ სტატიაში სწორედ არტურ ლაისტისა და იაკობ მანსვეტიშვილის მოგონებები გვინდა შევთავაზოთ მკითხველს იმაზე, როგორ დაიწერა "ოთარაანთ ქვრივი".

მარი ჩიტაია
30.08.2017

 დედაქალაქის მოსახლეობას შესაძლოა, წყლის გადასახადიც გაუძვირდეს. მართალია, ჯერჯერობით სატარიფო ცვლილების შესახებ ოფიციალურად არაფერი თქმულა, მაგრამ თუკი ელექტროენერგიის გადასახადს გააძვირებენ, შემდეგი აუცილებლად იქნება წყლის ტარიფი. საამისოდ კომპანიები ყველა შესაძლო ხერხს გამოიყენებენ.

თიკო ოსმანოვა
30.08.2017

 მე-7 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ატენის სიონის გვერდით მონასტრის საცხოვრებელი განთავსდება, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სპეციალისტები.

ნინო ქეთელაური
30.08.2017

 ხანძრის ლიკვიდაციის დროს, საქართველოს უნდა მიეღო თუ არა რუსეთისგან დახმარება - არა მარტო პოლიტიკურ, საზოგადოებრივ სივრცეშიც დავის საგანია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მსოფლიო ისტორიაში კრისიზულ ვითარებაში მტრულ სახელმწიფოებს შორის დახმარების შემთხვევები ყოფილა, თუმცა, ეს მაშინ, როცა საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა, ხოლო საქართველო-რუსეთის ფაქტი "უნიკალურია".

გვანცა ღვედაშვილი
30.08.2017

 საქართველოს ტერიტორიებზე ხანძარი ისევ გაჩნდა. ამჯერად ახალი კერები საგარეჯოს რაიონ სოფელ მანავში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირსა და აბასთუმნის ტყეში ფიქსირდება. კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს ჯერ ისევ თავს არიდებენ შსს-ში. როგორც მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, ახლა მთავარი ამოცანა ხანძრების ლიკვიდაციაა, გამომწვევ მიზეზებს კი სწორედ ამის შემდგომ გააანალიზებენ.

მარი ჩიტაია
30.08.2017

 სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები მოგების შემცირებაზე, ხოლო ექსპერტები სისტემის ხარვეზზე საუბრობენ. საბოლოოდ ერთიც და მეორეც თანხმდება, რომ სადაზღვევო ბაზარზე რთული ვითარებაა, რის გამოც საბოლოოდ მომხმარებელი ზარალდება. სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება მეორე კვარტალში 9,9 მილიონი ლარით შემცირდა. 2017 წლის მეორე კვარტალში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ 2,43 მილიონი ლარი შეადგინა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 12,42 მილიონი ლარი იყო.

გვანცა ღვედაშვილი
30.08.2017

 თხილის მოსავალი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ძირითად შემოსავლის წყაროს წამოადგენს, საფრთხის ქვეშ არის. როგორც "რეზონანსთან" თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, საერთო ჯამში, თხილის მოსავლის 40-50% დაზიანებულია. მისივე თქმით, არის რეგიონები, სადაც თხილის მოსავლის 80%-ია დაზიანებული. ამის მიზეზი, მისი თქმით, რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული, მათ შორისაა ვირუსი, სოკოვანი დაავადებები და ფაროსანას მავნებელი.

ეკატერინე ბასილაია
30.08.2017

 "პანკისის მორწმუნეთა უმეტესობა, სალაფიტებს ვგულისხმობ, ოფიციალურად გაემიჯნა "ისლამურ ხალიფატს" და პირიქით, ყველანაირად წინააღმდეგია ახალგაზრდების სირიაში წასვლისა. რადგან ასეთი პოზიციაა, ახალგაზრდების მასობრივად ან თავისიანებისგან ღიად გასვლა არ ხდება," - ამბობს "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე, რომლის თქმითაც, არც უკან დაბრუნების შემთხვევებია ხშირი - მხოლოდ 2 ახალგაზრდაა პანკისში დაბრუნებული და ისიც იმედგაცრუების გამო.

თეო გუდავაძე
30.08.2017

 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 28 136 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი სახელმწიფო უნივერსიტეტები იყო: თსუ, ილიაუნი, სტუ, სამხატვრო აკადემია და სამედიცინო უნივერსიტეტი. მათ გვერდითაა საქართველოს ეროვნული უნივესიტეტი (სეუ), რომელიც სწავლის დაბალი გადასახადით აბიტურიენტებში პოპულარობით სარგებლობს. სტანდარტული და შედარებით ხელმისაწვდომი გადასახადი უმთავრესია, რაც აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში იზიდავთ.

ნინო ქეთელაური
30.08.2017

 "გასაგებია, რომ რუსეთი გახლავთ სახელმწიფო, რომელმაც უდიდესი დარტყმა მოგვაყენა, რაც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან, მაგრამ მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობაა ის გზა, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს ურთიერთობები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რუსეთის დახმარება უნდა მიგვეღო," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
30.08.2017

 ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში რუსეთის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებული ეკლესია ამოქმედდება. უკვე გაცხადებულია, რომ ტაძარი ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე დასრულებული იქნება და წირვა-ლოცვას რუსეთის პატრიარქის კურთხევით წარიმართება, ასე წერენ ოსურ მედიაში, თუმცა საქართველოს საპატრიაქროში აცხადებენ, რომ ამ ტაძრის მშენებლობა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა და რადგანაც საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე ხდება ეს მშენებლობა, ლოცვა-კურთხევაც მათ გარეშე უკანონოა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×