თიკო ოსმანოვა
28.08.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი კრიმინალური დაპირისპირება დაიწყო. ბოლო ერთი თვეა, გავლენის სფეროების გასანაწილებლად "კანონიერი ქურდები" ხმაურიან შეკრებებს მმართავენ. ერთ-ერთი ასეთი შეკრება კი 24 აგვისტოს გუდაუთაში გაიმართა, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირებით დასრულდა. დაჭრილია რამდენიმე "ქურდი".

გვანცა ღვედაშვილი
28.08.2017

 "დიაგნოზი დასმულია, ეს არის ერთი რუხი მასა და სახელებს და გვარებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას თბილისის საკრებულოს არჩევნებში "ქართული ოცნების" მიერ წარსადგენ კანდიდატებს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც 2 თვე დარჩა, საზოგადოებისთვის ჯერ ისევ უცნობია, რა ცვლილებებს გეგმავს მმართველი ძალა თბილისის საკრებულოში და რა ბედი ელით საკრებულოში შემავალ უმრავლესობის წევრებს.

თიკო ოსმანოვა
28.08.2017

 "ასეთი მიდგომა ჩვენი ევროპელი პარტიონერებისადმი არის ძალიან ცუდი. ორივე მხარე ბრძანებს, რომ არ არიან დამნაშავეები და ეს კომისია, რომელიც უნდა ყოფილიყო ამ შეხვედრაში არბიტრი, წარმოაჩინეს როგორც ნაწილაკი და მოექცნენ როგორც ლაწირაკს, რაც მომავალში იქნება ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

ია აბულაშვილი
28.08.2017

 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ მთავრობისათვის წარსადგენი კანდიდატები უკვე შეარჩია. საქართველოს მთავრობას მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი წარედგინა. ყველაზე მაღალი ქულა ლალი ფაფიაშვილმა აიღო - 4.82, თამარ ალანიამ - 4.45, ოთარ სიჭინავამ და იოსებ ბაჩიაშვილმა კი 3.75 ქულა მიიღეს.

ნინო ქეთელაური
28.08.2017

 საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკების ჩაშლა აზარალებს არა რომელიმე მხარეს, არამედ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას - ასე აფასებენ პოლიტოლოგები შექმნილ ვითარებას.

ია აბულაშვილი
28.08.2017

 ქართველ ემიგრანტ ქალებზე, მათ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ პარიზში მოღვაწე ქართველი მხატვარი ვერა ფაღავა, რომელმაც, როგორც ავანგარდისტმა მხატვარმა, ახალი სიტყვა თქვა ამ სფეროში, თანაც იმ ქალაქში, სადაც მეოცე საუკუნის დასაწყისში თითქმის ყველა მხატვრული ექსპერიმენტი უკვე ჩატარებული იყო.

მარიამ ელიაშვილი
28.08.2017

 ეს ბაბილონური თიხის ფირფიტა ახლანდელი ერაყის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში გასული საუკუნის დასაწყიში აღმოაჩინეს, თუმცა მის გაშიფვრას დღემდე ამაოდ ცდილობდნენ. ფირფიტას "პლიმპტონ 322" უწოდეს და მისი ასაკი 3700 წლით განსაზღვრეს. ავსტრალიელმა მკვლევრებმა მისი საიდუმლოს ამოხსნა ახლახან შეძლეს.

მარიამ ელიაშვილი
28.08.2017

 "ფლორენს 3122" ჩვენს პლანეტას 2017 წლის 1-ელ სექტემბერს ძალიან ახლოს ჩაუვლის, თუმცა შეჯახების საშიშროება არ არსებობს. ეს ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც 4,4 კილომეტრს შეადგენს, დედამიწის ორბიტის სიახლოვეს შემჩნეულ ასტეროიდთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.

მამუკა ნაცვალაძე
28.08.2017

 შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობები სისასტიკითა და დაუნდობლობითაა ხელდასხმული. ეს ყველაფერი დღემდე მოუშუშებელ ტკივილად რჩება ჩვენს სამშობლოს. ფერეიდანში გადასახლებული 200 ათასი ქართველი, დღემდე რომ სათუთად ინახავს ქართულ გენსა და ენას, სწორედ ამის დასტურია.

თიკო ოსმანოვა
26.08.2017

 "ახალი სისხლი" მმართველი პარტიის კანდიდატთა სიაში - ბოლო საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, "ქართული ოცნება" ამ ადგილობრივ არჩევნებზეც ძირითადად ახალი სახეებით აპირებს წარდგენას. როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, არც ერთ თვითმმართველ ქალაქში მოქმედი მერი ხელმეორედ აღარ იყრის კენჭს.

სოფო ჩხიკვაძე
26.08.2017

 ბოლო რამდენიმე წელია, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობას გარეული ცხოველები აწუხებენ. მაღალმთიან სოფლებში სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენი სახლები მიტოვებულია. ზაფხულშიც კი არ შეინიშნება სოფლებში ხალხმრავლობა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მგლებმა ასზე მეტი პირუტყვი დაგლიჯეს. ხშირ შემთხვევაში ცხოველები ხალხს დღის განმავლობაშიც არ ერიდებიან.

ნინო ქეთელაური
26.08.2017

 საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 6 სექტემბერს სტასბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე ოპოზიცია წასვლას არ აპირებს. მათი მხრიდან ეს არის პასუხი ხელისუფლებას, რომელიც ოპოზიციურ სპექტრთაaნ დიალოგის გაგრძელებას შეუძლებლად მიიჩნევს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×