ია აბულაშვილი 30.08.2017
როგორც ცნობილია, პირველი წერილი ნიკო ფიროსმანზე გრიგოლ რობაქიძემ 1922 წელს გაზეთ "ბახტრიონში" გამოაქვეყნა, თუმცა მწერალი გიორგი კაკაბაძე თავის დოკუმენტურ რომან "დაკარგული უბრალოების ძიებაში" ერთი საინეტერესო წერილის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გრიგოლ რობაქიძეს ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების იმ ერთდღიანი გამოფენის შემდეგ დაუწერა, რომელიც 1916 წლის 5 მაისს ილია ზდანევიჩის ატელიეში მოეწყო და რომელიც 1916 წლის 15 მაისით თარიღდება. როგორი შთაბეჭდილება მოუხდენია ამ გამოფენას გრიგოლ რობაქიძეზე, მკითხველი ამ წერილიდან შეიტყობს.
|
თიკო ოსმანოვა 30.08.2017
საქართელოსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის მორიგი წვრთნები იწყება. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 სტარტს 3 სექტმბერს ახალციხეში, ორფოლოს ცენტრში აიღებს და 11 სექტემბერს დასრულდება. წვრთნებს ქართული ჯარისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ სპეციალისტები და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე საუბრობენ.
|
ია აბულაშვილი 30.08.2017
"მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას მეორე ტური და ყველაფერი პირველივე ტურში გასწორდეს", - ასეთ პროგნოზს აკეთებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
|
გვანცა ღვედაშვილი 29.08.2017
ბორჯომში გაჩენილმა ხანძარმა არა მხოლოდ გარემოსა და ატმოსფეროს მიაყენა ზიანი, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც ფინანსურად დააზარალა, რაზეც ეკოლოგი ნინო ჩხობაძე "რეზონანსთან" საუბრობს.
|
მარი ჩიტაია 29.08.2017
წლევანდელი მოსავლის მარაგი 3-4 თვეზე მეტს ვერ გასტანს. ამის მიზეზი მუდმივი უამინდობაა. ამიტომაა, რომ წლევანდელი ცხელი ზაფხული ფასებითაც "ცხელია". წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხილ-ბოსტნეულის ფასი გაზრდილია, ხოლო შემოდგომიდან პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება, რასაც გლეხებიც ადასტურებენ და ვაჭრებიც.
|
თიკო ოსმანოვა 29.08.2017
"დიდი ალბათობით, ელისაშვილის რეიტინგი მაღალია "ნაციონალური მოძრაობისაზე," რომლის რეიტინგი ძალიან შემცირებულია და არ გამოვრიცხავ, არჩევნების წინ თუ მიიღეს რაღაც გარანტიები, ელისაშვილის სასარგებლოდ მოხსნან კანდიდატურა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.
|
თამარ მუკბანიანი 29.08.2017
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდება ონლაინ სესხებზე დამოკიდებულება. ამ სეგმენტში მომუშავე კომპანიები პირადი ინფორმაციის გადამოწმებისა და უზრუნველყოფის გარეშე რამდენიმე წუთში გასცემენ სესხს. შემდეგ ხშირია შემთხვევები, როცა კლიენტი თანხას ვერ აბრუნებს და საქმე ე.წ. პრობლემური სესხების დეპარტამენტს გადაეცემა, რომლის თანამშრომლების მხრიდან მუქარა და დაშინება ჩვეულებრივი ამბავია.
|
მარი ჩიტაია 29.08.2017
"საქართველოს რკინიგზა" მოშიმშილეებთან დიალოგს არ თანხმდება. შიმშილობის მეთოთხმეტე დღეც მიილია ისე, რომ არც რკინიგზიდან და არც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაფიცულ მოქალაქეებთან შეხვედრა არავის უცდია. არ არის გამორიცხული, მოშიმშილეთა მხარდასაჭერად საზოგადოებრივი მოძრაობა დაიწყოს, რაც "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებმა "ბიზნეს-რეზონანსს" დაუდასტურეს კიდეც. მათ არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერის იმედიც აქვთ.
|
ნინო ქეთელაური 29.08.2017
თუ აშშ უკრაინას ლეტალური იარაღით მოამარაგებს, შესაძლოა, რუსეთმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეჭრა განახორციელოს - ასეთია დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების პროგნოზი. მათი განცხადებით, რუსული სამხედრო სწავლება "დასავლეთი 2017-ის" ფონზე, თუკი აშშ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინს" კიევს გადასცემს, მოსკოვი ამაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.
|
თიკო ოსმანოვა 29.08.2017
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა, დიდი ალბათობით, ჩაიშლება.
|
მარი ჩიტაია 29.08.2017
ელექტროენერგიის საფეხურებრივი ტარიფი მოსახლეობას ყოველწლიურად 200 მლნ ლარზე მეტით აზარალებს. სპეციალისტების მტკიცებით, ეს სწორედ ის თანხაა, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დენის გადასახადის სუბსიდირებას ხმარდება. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ამ "დამატებით გადასახადში" უნდა ვეძებოთ რესურსი, რათა არ გაიზარდოს ელექტროენერგიის ტარიფი. ჯერჯერობით კი საფეხურებრივი გადასახადი მხოლოდ მომხმარებლის საზიანოდაა მიმართული.
|
გვანცა ღვედაშვილი 28.08.2017
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნის და მიანიშნებს, რომ ნეფარიძის დაკავება, შესაძლოა, "ოცნების" გარკვეული ნაწილის ინტერესებში შედიოდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|